“ავერსის” ბუღალტერიის თანამშრომლებისთვის 9 ნოემბერი ორიგინალურად დაიწყო - კომპანიამ მათ სიურპრიზი მოუწყო და ბუღალტერთა საერთაშორისო დღე ერთი დღით ადრე მიულოცა.
ბუღალტერთა საერთაშორისო ორგანიზაციამ პროფესიული დღესასწაული პირველად 1972 წელს აღნიშნა, 1976 წლიდან კი 10 ნოემბერი (პაჩოლის ნაშრომი 1494 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა) ოფიციალურად გამოცხადდა ბუღალტრის დღედ.
კომპანიაში თავდაპირველად ერთი ბუღალტერი მუშაობდა, ქალბატონი ქეთინო ნოზაძე, რომელიც დღეს კომპანიის მთავარი ბუღალტერი გახლავთ. დღეისათვის კომპანია “ავერსში” 30–ზე მეტი ბუღალტერია დასაქმებული.
საუკეთესო სურვილებით ულოცავს კომპანია “ავერსი” ყველა ბუღალტერს პროფესიულ დღესასწაულს, უსურვებს უდიდეს წინსვლას და წარმატებებს.