კატარაქტის უფასო ოპერაციები წარმატებით გრძელდება

კატარაქტის უფასო ოპერაციები წარმატებით გრძელდება

  • 2008-12-29

წარმატებით მიმდინარეობს საქველმოქმედო პროექტი “1000 უფასო ოპერაცია კატარაქტით დაავადებულებს”, რომელიც 2006 წელს “ავერსმა” თვალის მიკროქირურგიის კლინიკა “ოფთალმიჯთან” ერთად დაიწყო. აღნიშნული პროექტი რეგიონებში მცხოვრები ხელმოკლე ავადმყოფებისთვის კატარაქტის ოპერაციების დაფინანსებას გულისხმობს. 
      ამჯერად კატარაქტის უფასო ოპერაციები თბილისის ავერსის კლინიკაში, ქ. თბილისის მოსახლეობისთვის ტარდება.
      კატარაქტის უფასო ოპერაციები პარალელურად ლანჩხუთში და მარნეულში მდებარე ავერსის კლინიკებშიც მიმდინარეობს.
      აქციის მონაწილეებს კომპანია ავერსმა უნიკალური შანსი მისცა __ მაღალხარისხიანი (გერმანული კომპანიის ალკონის მიერ ნაწარმოები) საოპერაციო მასალებით, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით და უნიკალური ხელოვნური ბროლით სრულიად უსასყიდლოდ წართმეული თვალისჩინი დაუბრუნა. 24 დეკემბერს მარნეულის ავერსის კლინიკაში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა 106 წლის ქალბატონს.
      დღეისთვის უკვე 1700-ზე მეტ ადამიანს დაუბრუნდა თვალისჩინი.

გააზიარე: