ავერსმა 5 წარჩინებული პირველკურსელი დაასაჩუქრა

ავერსმა 5 წარჩინებული პირველკურსელი დაასაჩუქრა

  • 2018-09-17

ფაკულტეტის დეკანმა დალი ბერაშვილმა და პროფესორ-მასწავლებლებმა საგანგებო შეხვედრა მოუწყვეს  პირველკურსელ სტუდენტებს.  ფაკულტეტის დეკანმა და  პროფესორებმა სტუდენტებს გააცნეს ფაკულტეტის ტრადიციები და პერსპექტივები, სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს და სტუდენტებს   სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს  კომპანია ავერსის ადამიანური რესურსების განყოფილების წარმომადგენლებმა. ფარმაცევტული ფაკულტეტის  ხუთ პირველკურსელს კი, რომლებიც ეროვნულ  გამოცდების  ყველაზე მაღალი  შედეგით ჩაირიცხნენ, ავერსისგან გადაეცათ კომპანიის 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები. ეს სტუდენტები არიან:

  • 1. ნაციშვილი მარხა
  • 2. ბურჭულაძე ნინო
  • 3. მაღრაძე ეკა
  • 4. აბესაძე სალომე
  • 5. გორგოძე გიორგი 

 

ავერსი ყველა სტუდენტს წარმატებულ და ბედნიერ სასწავლო წელს უსურვებს!

გააზიარე: