მტრედი ბარათის მფლობელებისთვის მეთერთმეტე წამახალისებელი გათამაშება 20 ივლისს გაიმართა. გათამაშდა შვიდი ფულადი პრიზი: 5-ჯერ 10 ათასი, 25 ათასი და მთავარი პრიზი - 50 ათასი ლარი. ყველაზე იღბლიან მოთამაშეებს მოგებული პრიზები 2 აგვისტოს "ავერსის" ოფისში, საგანგებოდ მათთვის გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გადასცეს.
"ავერსის" სააფთიაქო ქსელი საქართველოს მასშტაბით უკვე 239 აფთიაქს აერთიანებს. მისი მომსახურებით ყოველთვე 2 მილიონამდე მომხმარებელი სარგებლობს. წამახალისებელი გათამაშების იდეაც მომხმარებელთა სიმრავლემ და ერთგულებამ განაპირობა.
მტრედი ბარათის მფლობელთათვის გათამაშება პირველად 2009 წელს ჩატარდა. დღემდე გათამაშდა 39 104 მომენტალური და 98 ძირითადი პრიზი, რომელთა ჯამურმა თანხამ 1 461 525 ლარი შეადგინა.
- ჩვენი სურვილია, მოსახლეობა აფთიაქს მხოლოდ ავადმყოფობასა და წამლებთან არ აკავშირებდეს, – აღნიშნა "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ, – მით უმეტეს, აქ წამლების გარდა ბევრი სხვა რამ იყიდება: თავის მოვლისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, ბავშვის საკვები, კოსმეტიკა... გვიხარია, რომ წამახალისებელი გათამაშების საშუალებით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს სიხარულს ვანიჭებთ. მათ მომავალშიც ბევრი სიურპრიზი ელით.
მეთერთმეტე გათამაშების მთავარი პრიზი წილად ხვდა ქუთაისის მკვიდრს ნათია ნაცვლიშვილს. მას შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ:
- მეც და მთელი ჩემი ოჯახიც "ავერსის" ერთგული მომხმარებლები ვართ. ქუთაისის ყველა ფილიალის თანამშრომლებს ვიცნობ. მიუხედავად იმისა, რომ 74 ბილეთი მქონდა, მოგება მაინც ძალიან მოულოდნელი იყო. წარმოუდგენელმა, ენით აუწერელმა ემოციამ ამიტანა! უღრმესი მადლობა "ავერსს" ამ დიდი სიხარულისთვის. ყველას მოგებას გისურვებთ.
25 ათასი ლარი რატი აბრამალაძეს ერგო:
- ბათუმში გახლდით მივლინებით. მოულოდნელად ზარი შემოვიდა. ასეთ გამართლებას იმდენად არ ველოდი, რომ დიდხანს ვერ დავიჯერე, მეგონა, მეხუმრებოდნენ. როცა გავიაზრე, რაც მოხდა, ძალიან გამიხარდა. მთელი გულით გიხდით მადლობას.
10 ათასი ლარის მფლობელები გახდნენ დავით ბასიაშვილი, თამთა პაპავა, ინგა რუხაია, ნატალია ვალიშვილი და გორგი ფანცულაია.
- ცხოვრებაში არაფერი მომიგია, - გვითხრა ბატონმა დავითმა, - დიდი მადლობა "ავერსს", უფალს და ჩემს ახალშობილ ელენიკოს, ვისთვისაც "ავერსის" საბურთალოს აფთიაქში საკვები შევიძინე და მოგებიანი ბილეთიც მივიღე.
ინგა რუხაიამ, მარტვილის რაიონის მკვიდრმა, აღნიშნა, რომ ამ რაიონში „ავერსის“ ყველა აფთიაქის თანამშრომლებს იცნობს და ისე უყვარს მათთან ურთიერთობა, რომ, გარდა "ავერსისა", სხვა აფთიაქში რამის შეძენაზე არასოდეს უფიქრია. "ჩემთვის ძალიან საყვარელმა კომპანიამ უდიდესი სიხარული მომანიჭა", – გვითხრა მან.
თამთა პაპავა, რომელიც ჩხოროწყუს აფთიაქის მუდმივი მომხმარებელია, წამახალისებელ გათამაშებაში 30 ბილეთით მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ღია ეთერის დროს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, კომპანიის წესდების თანახმად, მაინც მოგებულად დასახელდა და პრიზიც გადაეცა:
- ტელეფონი არ მქონდა ჩართული, ვერ ვუპასუხე, მაგრამ მაინც დამიკავშირდნენ და შემატყობინეს, რომ 10 ათასი ლარი მოვიგე. ძალიან ემოციური მომენტი იყო. მთელ "ავერსს" მადლობას ვუხდი ამ სიხარულისთვის.
"ავერსის" სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ აღნიშნა, რომ ტრადიცია, რომელსაც უკვე ცხრა წლის ისტორია აქვს, აუცილებლად გაგრძელდება და გვითხრა, რომ მომდევნო გათამაშებას 2019 წლის იანვარში უნდა ველოდოთ:
- კიდევ ერთხელ ვულოცავ მოგებულებს. მიხარია, გახარებულებს რომ ვხედავ. მინდა, ჩვენი ყველა ერთგული მომხმარებელი ასეთივე კმაყოფილი იყოს. მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ერთგულებისთვის, ნდობისთვის, 24–წლიანი მხარდაჭერისთვის და ველით მათ "ავერსის" აფთიაქებში აქციებით, ფასდაკლებებით და სიურპრიზებით.
"ავერსი" ყოველთვის იზრუნებს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე.