პრეს-ლანჩი ავერსის დღევანდელი საქმიანობის და სამომავლო გეგმების გაცნობა ჟურნალისტებისთვის

პრეს-ლანჩი ავერსის დღევანდელი საქმიანობის და სამომავლო გეგმების გაცნობა ჟურნალისტებისთვის

  • 2008-02-26

“ავერსი” _  მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან,  მაღალი ხარისხის მედიკამენტებთან და მომსახურებასთან ასოცირდება.
• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სააფთიაქო ქსელი საქართველოს მასშტაბით 140-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს. ყოველ მათგანში კვალიფიციური ფარმაცევტებისგან  კონსულტაციის მიღების საშუალება გეძლევათ. აქ დაცულია მედიკამენტების შენახვისა და რეალიზაციის ყველა ნორმა. მოსახლეობამ იცის, რომ “ავერსის” აფთიაქში საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი მაღალი ხარისხის მედიკამენტის ხელმისაწვდომ ფასად შეძენა შეუძლიათ. 2007 წელს სააფთიაქო ქსელს კიდევ 20-ზე მეტი აფთიაქი მიემატა, მომავალ წელს კი კომპანიის მესვეურები ქსელის კიდევ უფრო გაფართოვებას გეგმავენ, რათა “ავერსი” საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. 
• მსოფლიო დონის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და აპარატურით აღჭურვილი ფარმაცევტული საწარმო “ავერსი-რაციონალის” მშენებლობა 2002 წელს დაიწყო, დღეს აქ  51 დასახელების 81 პოზიციას  აწარმოებენ. “ავერსი-რაციონალის” მიერ წარმოებულმა ყველა მედიკამენტმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი ფარმაცევტულ ბაზარზე. ეს იმის დამსახურებაა, რომ  ყველა  პრეპარატი მაღალი ხარისხით, ეფექტურობით და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. იზრდება ნაწარმის  ექსპორტის წილი სხვა ქვეყნებში _ აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, სომხეთში, უკრაინაში; კომპანიამ საკმაოდ სოლიდური შეკვეთები მიიღო თურქეთიდან. “ავერსი-რაციონალს” მინიჭებული აქვს ISO სერტიფიკატი, რომელიც დასტურია იმისა, რომ “ავერსი-რაციონალი” მსოფლიო სტანდარტის საწარმოა. კომპანიის ხელმძღვანელობა 2008 წელს “სათანადო საწარმოო პრაქტიკის” ევროპული სტანდარტის მიღებას გეგმავს. საამისოდ საწარმოში ყველა პირობაა შექმნილი.
• 2007 წელს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ეგიდით კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ფართო ამბულატორიული ქსელის შექმნას ისახავს მიზნად. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და საუკეთესო სპეციალისტებით დაკომპლექტებული პირველი “ავერსის კლინიკა” 2007 წლის 25 ივნისს მარნეულში გაიხსნა. გახსნის დღიდან კლინიკაში რეგისტრაცია უკვე 7 ათასზე მეტმა პაციენტმა გაიარა. ყოველთვიურად პაციენტების რაოდენობა მატულობს, ეს კი კლინიკის მზარდი რეიტინგის დამსახურებაა. მარნეულის მსგავსი კლინიკები სულ მალე საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსნება. მარტში ლანჩხუთში გაიხსნება ახალი კლინიკა. დაახლოებით 2008 წლის მაისში თბილისში რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი პოლიკლინიკის ბაზაზე ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილიან ამბულატორიული კლინიკა გაიხსნება. ეს იქნება უმაღლესი დონის, ევროპული კლინიკა.
• 2007 წელს სამ მილიონ ლარზე მეტი ქველმოქმედებაზე დაიხარჯა. “ავერსი” მრავალი სოციალური პროექტისა და პროგრამის ორგანიზატორი გახლავთ. მრავალშვილიანთა დახმარების პროექტის ფარგლებში, რომელიც ხუთ და მეტშვილიანი ოჯახების მატერიალურ თანადგომას ითვალისწინებს, ფარმაცევტული კომპანია უკვე 730-ზე მეტ ოჯახს დაეხმარა. ამ პროექტზე უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ტრადიციად იქცა “ავერსის” საქველმოქმედო სადილები. 2006 წელს “ავერსმა” წამოიწყო საქველმოქმედო პროექტი “1000 უფასო ოპერაცია კატარაქტით დაავადებულებს”, რომელიც 2007 წელს წარმატებით დასრულდა. ოპერაცია რეგიონებში მცხოვრებ ათას  ადამიანს ჩაუტარდა. ასევე, განხორციე ლდა პროექტი პენსიონერების, ექიმებისა და სკოლის მასწავლებლებისთვის, რომელიც მედიკამენტებზე 10%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს. სოციალური პროგრამები კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს 2008 წელში.
• “ავერსმა” არაერთი პრიზი და სიგელი დაიმსახურა,  როგორც  მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ. “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის მიხედვით უკვე მეოთხე წელიწადია საუკეთესო კომპანიის წოდებას იღებს, როგორც ქველმოქმედი, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და საუკეთესო მენეჯმენტის განმახორციელებელი კომპანია. ალმანახ “სახე(ლ)ების” კონკურსშიც ქველმოქმედი კომპანიის სიგელი მიენიჭა. გასულ წელს  “ავერსი” “ოქროს პერგამენტი_2007”-ის ნომინანტი “წლის საუკეთესო ბრენდი” გახდა. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად დადასტურდა, რომ “ავერსი” მოსახლეობისთვის ყველაზე ცნობადი, ქველმოქმედი და საყვარელი ბრენდია.

გააზიარე: