“ავერსის” საკალათბურთო გუნდი სამოყვარულო ლიგის ჩემპიონი გახდა

“ავერსის” საკალათბურთო გუნდი სამოყვარულო ლიგის ჩემპიონი გახდა

  • 2018-06-20

დიდი ხანია, კომპანია “ავერსი” ჩვენი ჯანმრთელობისა და სიმშვიდის გარანტად იქცა. ის მუდმივად ეწევა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, მხარში უდგას ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის ფიზიკურ აქტივობებში ჩართვას, თავადაც ხშირად გვევლინება სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორად და სპონსორად.

ხუთი წლის წინ ავერსელებმა საკალათბურთო გუნდი დააარსეს, რომლის ისტორიაშიც უკვე არაერთი წარმატება ჩაიწერა.

გუნდის კაპიტანმა დათო კალანდაძემ აღნიშნა, რომ კლუბი “ავერსი” ხუთი წლის განმავლობაში სამჯერ გავიდა ფლეიოფში, წელს კი გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა:

– კალათბურთის სამოყვარულო ლიგა უკვე ხუთი წელია არსებობს და სეზონურ ტურნირებს მართავს. წელს ლიგა ორად – A  და B დივიზიონებად – გაიყო. “ავერსის” გუნდი B  დივიზიონის ჩემპიონი გახდა, რომელშიც მასთან ერთად “ლიდერბეთი”, “Galt &  Taggart”, “სპარტა” და “ჰობიტი” შედიან.

– რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის კომპანიის მხარდაჭერა?

– კომპანია “ავერსი” დაარსების დღიდან მხარში გვიდგას, გვიფინანსებს ვარჯიშებს, გვიხდის ეკიპირების ხარჯებს, ტურნირში მონაწილეობის საწევრო გადასახადს. წელს მასთან ერთად ფინანსური მხარდაჭერა გაგვიწია “ავერსის” შვილობილმა თითქმის ყველა კომპანიამ, ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან და “მედალფადანაც” შემოგვემატნენ მოთამაშეები... კვირაში ორჯერ ვიკრიბებით, ვვარჯიშობთ და აქტიურად მივდევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, რაც კომპანია “ავერსის” დიდი დამსახურებაა.

 

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია “ავერსის” კორპორაციული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, ამასთან, სპორტი განტვირთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა სამუშაო დღის შემდეგ.

ვულოცავთ “ავერსის” გუნდს გამარჯვებას და უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებთ.

გააზიარე: