საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ 1077 ადამიანს კატარაქტის ოპერაცია უფასოდ ჩაუტარდა. მათი უმრავლესობა ხელმოკლე ოჯახებიდან
გახლდათ. “ოფთალმიჯის” მოძრავი კლინიკა ექიმების ჯგუფით თავად ჩადიოდა თითოეულ რეგიონში პაციენტების მისაღებად. ამ სოციალური პროგრამის წყალობით მრავალმა უსინათლომ კვლავ იხილა დღის სინათლე.
საქველმოქმედო პროგრამა ავერსმა 2006 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2007 წლის ბოლოს დაასრულა. რეგიონებში ჩატარებული ოპერაციების ჩამონათვალი კი ასეთია: გურიაში _ 112, იმერეთში _ 271, კახეთში _ 152, მცხეთა-თიანეთში _ 62, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 212, შიდა ქართლში _ 75, ქვემო ქართლში - 77, ცხინვალის რეგიონში კი 15 ოპერაცია ჩატარდა. რაჭა-ლეჩხუმში ადგილობრივმა მმართველობამ განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინა, მათი ხელშეწყობით “ავერსის” პროექტში ყველა მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა, ვისაც კატარაქტის დიაგნოზი გააჩნდა. რეგიონში 101 ოპერაცია ჩატარდა და ყველა კატარაქტით დაავადებული განიკურნა.
განსაკუთრებით სასიამოვნო იყო დაბრუნებული მხედველობისას პაციენტების ემოციის ნახვა. ადამიანების სიხარული და მადლიერება იმდენად დიდი იყო, რომ ავერსის გენერალურმა დირექტორმა პაატა კურტანიძემ საქველმოქმედო პროგრამის მომავალში გაგრძელება გადაწყვიტა.
ავერსმა დაასრულა საქველმოქმედო პროექტი – “1000 უფასო ოპერაცია კატარაქტით დაავადებულებს”
- 2007-12-28