“ავერსი” _ თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელი მომავლისთვის

“ავერსი” _ თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელი მომავლისთვის "ავერსის თასი"

  • 2012-06-20

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია “ავერსისთვის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ. სწორედ ამიტომ, კომპანია “ავერსი” წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქციების, ღონისძიებების და პროგრამების სპონსორად, ხშირად კი ორგანიზატორადაც გვევლინებოდა.

“ავერსი” მუდამ ზრუნავს მომავალი თაობის ჯანმრთელობაზეც, დამწყები ჩოგბურთელებისთვის წამახალისებელი თასის დაწესებაც სწორედ ამის დასტური გახლავთ. გასულ წელს კომპანიამ ჩოგბურთში მოზარდებისთვის სახელობითი თასი დააწესა. “სიტი-სპორტის“ კორტებზე წლეულს უკვე მეორედ ჩატარდა საჩოგბურთო ტურნირი _ “ავერსის თასი”.  _ “ტურნირმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოზარდებში. მასში მონაწილეობა თბილისიდან და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან 170-მა ბავშვმა მიიღო. 

“ავერსის თასი” 5 ასაკობრივ კატეგორიაში 8-10,12,14, და 16 წლამდე ასაკის გოგონებსა და ვაჟებს შორის გათამაშდა _ გვითხრა ტურნირის ორგანიზატორმა ბატონმა მიხეილ ბუთხუზმა, მისივე თქმით,  "სიტი-სპორტის" საშემოდგომო ღია პირველობა იმდენად ორგანიზებულად და მაღალ დონეზე ჩატარდა, რომ გაზაფხულის ტურნირმა, მონაწილეთა რაოდენობის მხრივ, ყველა მოლოდინს გადააჭარბა: 
_ “წელს გაზაფხულზე ტურნირში მონაწილეობა უპრეცედენტოდ ბევრმა ბავშვმა მიიღო. ამდენი მონაწილე უკვე დიდი ხანია საქართველოში არც ერთ ტურნირზე არ ყოფილა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საშემოდგომო ტურნირი კარგად გახლდათ ორგანიზებული. უნდა აღვნიშნო, რომ საგაზაფხულო ტურნირი კიდევ უფრო უკეთესად ჩატარდა _ კმაყოფილები იყვნენ როგორც მონაწილეები, ასევე მათი მშობლები და ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ შემოდგომაზე კიდევ ერთი ტურნირი დაიგეგმება და ასევე მაღალ დონეზე ჩატარდება. 
საგაზაფხულო ტურნირი ერთი კვირის განმავლობაში _ 27 მაისიდან 4 ივნისამდე გრძელდებოდა. შარშან ტურნირის ფავორიტები გახლდნენ კომპანია “ავერსის” წარმომადგენელთა შვილები. მიუხედავა
დ იმისა, რომ მათ წლეულსაც შესანიშნა
ვად იასპარეზეს, მაინც გაუშვეს შანსი, რომ კვლავ ჩემპიონები გამხდარიყვნენ. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში ტურნირის ჩატარება მნიშვნელოვან თანხებთან არის დაკავშირებული, ბავშვთა სპორტს უჭირს ასეთი დონის სპორტ
ული ღონისძიებების ორგანიზება, ჯილდოების, მომსახურე პერსონალის ხარჯების, ბურთების, თასების, სიგელების დაფინანსება,
 თუმცა ამ ტურნირს ბავშვები მოუთმენლად ელიან, ვარჯიშობენ, ემზადებიან და მათთვის იმედის გაცრუება არ შეიძლება. მადლობა მინდა მოვახსენო კომპანია “ავერსს”, რომ მხარდაჭერა აღმოგვიჩინა და დაგვეხმარა ამ ტურნ
რის ორგანიზებაში. ისიც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სახელობითი თასის დაწესება და ამ სპორტის წახალისება “ავერსმა” მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თავადვე დარწმუნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტურნირების ჩატარება ბავშვებისთვის, რამდენად ამაღლებს ბავშვთა სპორტული მომზადების დონეს და რა თანხებთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული. “ავერსის” დახმარების გარეშე ვერ ჩავატარებდით ამ ლამაზ და კარგ ტურნირს. ბავშვები კიდევ დიდი იმედით ელოდებიან შემოდგომის დადგომას, რომ მომდევნო შეჯიბრებაზე უფრო კარგად წარმოაჩინონ თავისი შესაძლებლობები.
სპორტულ შეჯიბრებებს და ზოგადად, ცხოვრების ჯანსასღი წესის პოპულარიზაციისთვის გამართულ ღონისძიებებს “ავერსი” ყოველთვის ენთუზიაზმით უჭერს მხარს.
ავერსი გისურვებთ ჯანმრ
თელობას და სულიერ სიმშვიდეს!

გააზიარე: