„ავერსი-ფარმას“ თანამშრომლებმა წელსაც გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მიმართ. თანამშრომელთა ნაწილი ჩაერთო ბოულინგის ტურნირში, რომელიც დაუნის სინდრომის ასოციაციამ გამართა. „ავერსის“ გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა. პრიზი – 500 ლარი – მან ასოციაციის ანგარიშზე გადარიცხა.
„ავერსმა“ თავის მხრივაც ჩაურიცხა თანხა დაუნის სინდრომის ასოციაციას. ასევე, კამპანიის ფარგლებში შეიძინა წინდები სოციალური საწარმო „ბაბალესგან~.
2012 წლიდან დაუნის სინდრომის დღეს ყველა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს. ყოველ 21 მარტს მთელ მსოფლიოში უამრავი აქცია იმართება, რომელთა მიზანი ამ სინდრომის შესახებ საზოგადოების ცოდნის ამაღლებაა.