„ავერსმა“ თანამშრომლებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა

„ავერსმა“ თანამშრომლებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა

  • 2018-03-05

დილით სამსახურში მისულ ქალბატონებს  სასიამოვნო სიურპრიზი დახვდათ. „ავერსი ფარმას“ ცენტრალურ შესასვლელში ლამაზი მუსიკა ისმოდა და ყველა ქალს გაზაფხულის დღესასწაულებს ყვავილების თაიგულით ულოცავდნენ.

სამუშაო კვირის დასაწყისში კომპანიის ასეთმა სიურპრიზმა საოცრად გაახალისა ქალებიც და მამაკაცებიც, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ ღონისძიებაში.

ქალთა საერთაშორისო დღე პირველად 1909 წელს აშშ-ს სოციალისტურმა პარტიამ 28 თებერვალს აღნიშნა. შემდეგი წლიდან ეს თარიღი 8 მარტს დააწესეს. წლების განმავლობაში 8 მარტს მთელ მსოფლიოში მრავალი აქცია იმართებოდა ქალთა უფლებების დასაცავად.

საქართველოში 1991 წლიდან ქალთა ახალი დღესასწაული - დედის დღე დააწესეს, რომელიც 3 მარტს აღინიშნება. თუმცა სამმა მარტმა რვა მარტი ვერ ჩაანაცვლა და ქალებს გაზაფხულზე ორი უმშვენიერესი დღესასწაული შემოგვრჩა.

გააზიარე: