ქალაქ თბილისის მასობრივი სპორტის ფედერაციის ინიციატივით ოქტომბრის თვეში სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა, სადაც მონაწილეობას ყველაზე წარმატებული და ცნობადი კომპანიები იღებდნენ. შეჯიბრი სპორტის შვიდ სახეობაში გაიმართა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც. ტურნირი საზეიმო დაჯილდოვებით დასრულდა - 30 ოქტომბერს მუშტაიდის ბაღში სტადიონ “იმედზე” გამარჯვებულებს თასები და მედლები გადაეცათ. ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" სპარტაკიადის მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. კომპანიის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლალი ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ “ავერსმა” უკვე მეორედ მიიღო ოლიმპიადაში მონაწილეობა. პირველი სპარტაკიადის პრიზიორი “ავერსი” გახდა. თუმცა, ამჯერად მხოლოდ მეორე ადგილს დავჯერდით. ვფიქრობ, ოლიმპიადის დანიშნულება სპორტის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტული ტრადიციების აღორძინებისთვის ხელის შეწყობაა - ეს კი “ავერსის” ინტერესებშიც შედის, რადგან “ავერსი” ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ალბათ, ამიტომ “ავერსის” ხელმძრვანელობა, არასოდეს ტოვებს უყურადღებოდ წერილებს, სადაც სპორტული ღონისძიებების სპონსორობას ითხოვენ. ამ სპარტაკიადაშიც თითოეულმა ჩვენმა თანამშრომელმა დიდი ენთუზიაზმით იასპარეზა. რა თქმა უნდა, მეორე ადგილი ცუდი შედეგი არ არის, თუმცა მთავარი თავად შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება გახლავთ, მითუფრო, რომ სპორტის სახეობები უფრო მრავალფეროვანი იყო პირველი ოლიმპიადისგან განსხვავებით: დაემატა კარტინგი, სთრით-ბოლი და ბილიარდი. საერთოდ, ძალიან კარგია მსგავსი ღონისძიებები. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო თანამშრომლების სხვა ამპლუაში გაცნობის შესაძლებლობა იშვიათად გვეძლევა ხოლმე. სპორტული ოლიმპიადა კი მათ დაახლოვებას, დამეგობრებას უწყობს ხელს. ასეთ დროს უფრო კარგად ჩანს, ვინ არის კომპანია “ავერსის” ერთგული გულშემატკივარი. ამასთანავე, ტურნირი იმითაც არის საინტერესო, რომ სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომელთა შორის მეგობრული ურთიერთობები მყარდება. იმედი გვაქვს, მომავალშიც გაიმართება მსგავსი ღონისძიებები”. შეჯიბრება მართლაც ძალზედ აზარტული და საინტერესო იყო. ოლიმპიადაში მონაწილეობდა ყველა წამყვანი ტელეარხი, ასევე კომპანია ჯი-პი-ჯი, ფარმაცევტული კომპანია ჯი-პი-სი, თი-ბი-სი ბანკი, რუსთავი 2, თბილისის მერია... შედეგების მიუხედავად მონაწილეებს შორის კეთილგანწყობა და მეგობრული დამოკიდებულება მართლაც იგრძნობოდა.
ისეთი სერიოზული კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც სპარტაკიადაზე გახლდნენ წარმოდგენილნი, ძალიან მძიმე რითმში უწევთ მუშაობა - აღნიშნა ქალაქ თბილისის მასობრივი სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ბადრი მანწკავამ. ამიტომ მათი განტვირთვისთვის, დასვენებისთვის ძალიან კარგია სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა. ამასთანავე ეს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპლულარიზაციას უწყობს ხელს. ყველა ამ სიკეთესთან ერთად, ჯანსაღ, კეთილგანწყობილ ურთიერთობებს აყალიბებს კომპანიებს შორის. ვფიქრობ, პატარა დღესასწული მოვაწყეთ. გაისად დიდი გეგმები გვაქვს და უფრო ორგანიზებულად ჩავატარებთ ყველა შეჯიბრებას. მგონი კარგი წამოწყებაა _ ამის თქმის უფლებას მონაწილეთა კმაყოფილება მაძლევს. “ავერსის” საბითუმო მომსახურების განყოფილების ოპერატორების ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი ვანო ლომიძე კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენელი გახლდათ სპარტაკიადაზე, მისი თქმით, მართლაც საინტერესო და სასიამოვნოა იმ გუნდებთან შეჯიბრი, ვინც ცდილობს სპორტული მიღწევები კიდევ უფრო გააუმჯობესონ. ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებამდე, უიღბლობა იყო თუნდაც ჭადრაკში, რომ პირველი ადგილი ნახევარი ქულით წავაგეთ. მეორე ადგილი არ არის ცუდი, სამაგიეროდ, მეტი სტიმული გვაქვს, რომ გაზაფხულზე ისევ დავიბრუნოთ ჩემპიონობა. სამწუხაროდ, ახალგაზრდები ნაკლებად აქტიურობენ, მეტი მონდომებაა საჭირო - “ავერსის” ძლიერება სწორედ მათზე უნდა იყოს დამოკიდებული. წარმატებებს ვუსურვებ “ავერსს” როგორც სპორტულ, ასევე ფარმაცევტულ საქმიანობაში. ბაქარ მათიკაშვილი “ავერსი-ფარმას” და “ალფას” პროგრამისტი გახლავთ. მან ნარდში მეორე ადგილი მოიპოვა: კომპანიებს შორის მეგობრული ურთიერთობების დასამყარებლად, ვფიქრობ, სპორტული ასპარეზობა საუკეთესო საშუალებაა. ამასთანავე, შეჯიბრი საინტერესო, აზარტული და სასიამოვნოა... განტვირთვისთვის აუცილებელი მეთოდია. მომდევნო თამაშებშიც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. სპორტული სპარტაკიადა გაზაფხულზე კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. რა თქმა უნდა, “ავერსი” ჩემპიონის ტიტულისთვის კვლავ იბრძოლებს და კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
ავერსი სპორტული ილომპიადის მეორე საპრიზო ადგილის მფლობელია
- 2012-10-30