"ავერსი" ვალენტინობას გილოცავთ

  • 2018-02-16

14 თებერვალი, სიყვარულის დღე, "ავერსმა" სიურპრიზების დღესასწაულად აქცია – საქართველოს სხვადასხვა აფთიაქიდან ხუთი ყველაზე ლოიალური წყვილი შეარჩია და დაუვიწყარი საჩუქრები გადასცა.

სამი წყვილი თბილისის მკვიდრია: გიორგი მელიქიძე და ნათია სამუშია, ჯუანშერ ფაილოძე და მარინე ბეგიაშვილი, გიორგი კავლელაშვილი და გიული დავითაძე.

გიორგი და ნათია ვაზისუბნის აფთიაქის ხშირი სტუმრები არიან.

- სასიამოვნოა, როდესაც კერძო კომპანია მომხმარებელზე ასე ზრუნავს და სიურპრიზებით ასე ანებივრებს. "ავერსი" ამას ყოველთვის დიდი სიყვარულითა და კეთილგანწყობით აკეთებს, - გვითხრა ნათიამ.

ლევან და იამზე დავითაძეები ბათუმელები არიან, ხოლო ქუთაისიდან რჩეულები გიორგი ტოლჩინსკი და ნათია მჟავანაძე გახდნენ.

- "ავერსმა", როგორც ერთგულ მომხმარებლებს, სიყვარულის დღესასწაული მოგვილოცა და არაჩვეულებრივი საჩუქარი გვიძღვნა. საერთოდ, "ავერსი" ჩვენთვის მხოლოდ პოზიტივთან, სასიამოვნო განწყობასა და უდიდეს სიკეთესთან ასოცირდება. ვალენტინობაც ულამაზეს დღესასწაულად გვიქცია, - თქვა ქალბატონმა ნათიამ.

გამარჯვებულ წყვილებს სიყვარულის დღე "ავერსის" რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ მიულოცა:

- მინდა, ყველას მივულოცო სიყვარულის დღე, განსაკუთრებით კი ჩვენს ყველაზე ერთგულ მომხმარებლებს, წყვილებს, რომლებიც ხშირად სტუმრობენ "ავერსის" სააფთიაქო ქსელს. მათგან ყველაზე აქტიურები ამოვარჩიეთ და გადავეცით "ავერსის" ასლარიანი სასაჩუქრე ბარათი, რომლითაც შეუძლიათ როგორც მედიკამენტების, ასევე თავის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებების შეძენა. მეორე საჩუქარი რესტორნის ვაუჩერია, რაც შესანიშნავი საბაბია, მოაწყონ რომანტიკული საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად და იქ კიდევ ერთხელ გამოუტყდნენ ერთმანეთს სიყვარულში. კიდევ ერთხელ ვულოცავ სიყვარულის დღეს ყველას და ჯანმრთელობას, მარადიულ სილამაზესა და ულევ სიყვარულს ვუსურვებ.

ვალენტინობა V საუკუნიდან აღინიშნებოდა რომში, თუმცა დღეს 14 თებერვალს როგორც წმინდანის ხსენების დღეს მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კი ის არც საერო და არც სასულიერო დღესასწაული არ არის, თუმცა დიდი ხანია დამკვიდრდა როგორც სიყვარულისა და შეყვარებული წყვილების დღე.

გააზიარე: