ავერსის  განახლებული აფთიაქის პრეზენტაცია გაიმართა

ავერსის განახლებული აფთიაქის პრეზენტაცია გაიმართა

  • 2017-11-15

15 ნოემბერს "ავერსის" ქსელის კიდევ ერთი განახლებული აფთიაქის პრეზენტაცია გაიმართა. მოდერნიზებულმა აფთიაქმა, რომელიც ცოტნე დადიანის ქუჩაზე 321 ნომერში მდებარეობს, დღეს  მომხმარებლებს უმასპინძლა და ყველა შემოსულ მომხმარებელს საჩუქრად კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

"ავერსის" ქსელის ეს აფთიაქი 2003 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს, თუმცა დღეიდან ამ უბნის მოსახლეობას  თანამედროვე სტანდარტებს მორგებული აფთიაქი მოემსახურება.  განახლებულ აფთიაქში  7 ადამიანია დასაქმებული - გუნდი პროფესიონალებით გახლავთ დაკომპლექტებული.

როგორც აფთიაქის მენეჯერმა ალექსანდრე ალავიძემ აღნიშნა, მოდერნიზაციის მიზანი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა გახლდათ. დარბაზის შუაგულში განთავსებული კუნძულები, გახსნილი სტელაჟები და თემატურად განლაგებული პარაფარმაცევტული  პროდუქცია, რომელიც თაროებზე ბრენდებისა და დანიშნულების მიხედვით არის წარმოდგენილი და ფასიც მითითებულია, აფთიაქში შემოსულ ადამიანს მისთვის საჭირო პროდუქტის არჩევანს უადვილებს.

აფთიაქში მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული ნაწარმის   სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი: ბავშვთა აქსესუარები, კვების პროდუქტები, ქალისა და მამაკაცის კოსმეტიკური ხაზები, თმის, კანისა და სხეულის მოვლის საშუალებები, პირის ღრუს ჰიგიენის ნაწარმი - ეს ყველაფერი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომია.

"ავერსის" სააფთიაქო ქსელი დღეს 231 აფთიაქს აერთიანებს. მათგან 105 თბილისშია, ხოლო 126 - რეგიონში. ამასთან, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე,  მუდმივად იხსნება ახალი აფთიაქები, პარალელურად კი, ინტენსიურად მიმდინარეობს არსებული აფთიაქების სრული რეკონსტრუქცია.

შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს "ავერსის" აფთიაქში პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 25%-მდე ფასდაკლება ვრცელდება, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების შეძენა ყოველდღე 40%-მდე შეღავათით  არის შესაძლებელი, მტრედი-ბარათის  გატარებისას კი დამატებითი ფასდაკლებითაც შეგიძლიათ სარგებლობა.  ამავდროულად მიმდინარეობს მტრედი ბარათის გათამაშება. ყოველ შეძენილ 10 ლარზე მომხმარებელს ეძლევა გათამაშების  1 ბილეთი. დაგროვილი ბილეთების მიხედვით მტრედი ბარათის გათამაშება 

გააზიარე: