არაგვზე ავერსული ჯომარდობა გაიმართა

არაგვზე ავერსული ჯომარდობა გაიმართა

  • 2012-06-06

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია კომპანია “ავერსისთვის” დაარსების დღიდან ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. სწორედ ამიტომ, კომპანია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში და ამგვარი აქციების ორგანიზებაში.

კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპები ფირმის ყოველი თანამშრომლისთვისაც აქტუალურია _ ავერსელები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან ყოველგვარ სპორტულ ღონისძიებებსა და შეჯიბრებებში. შესაბამისად, ჯომარდობაში კორპორატიული შეჯიბრების იდეას ბევრი გამოეხმაურა და “ავერსმა” ექსტრემალური სპორტის სახეობაში შეჯიბრება კიდევ ერთხელ წარმატებით ჩაატარა. 
ტურნირი დუშეთის რაიონში, მდინარე არაგვზე გაიმართა. ღონისძიება მთლიანად “ავერსის” ხელმძღვანელობამ დააფინანსა.
შიდაკორპორატიულ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ “ავერსი-ფარმას”, “ავერსი-გეოფარმის”, “ავერსი რაციონალის”, “ავერსის კლინიკისა”, ,,მედ-ალფას" და სადაზღვევო კომპანია “ალფას” წარმომადგენლები.
ტურნირში მონაწილეობას კომპანიის დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძეც იღებდა, ის “ავერსი-ფარმას” გუნდის კაპიტანი გახლდათ:
_ ჯანმრთელი, სპორტული, ენერგიული, ხალისიანი და, რაც მთავარია, საუკეთესო განწყობის მქონე თანამშრომლები, პირველ რიგში, თავად კომპანიის წარმატების საწინდარია. ამიტომ სპორტული ღონისძიებები და ტურნირები “ავერსში” ტრადიციად იქცა. ჯომარდობა ექსტრემალური სპორტია და თავისთავად ძალიან სასიამოვნოც არის _ ამ დროს დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიყოფა. ექსტრემი დიდ სტიმულს აძლევს ადამიანს, უფრო ენერგიულსა და შრომისუნარიანს ხდის. დროის სასიამოვნოდ გატარება და ჯანსაღი დასვენება ყველასთვი
ს მიმზიდველი და სასურველია.

ასეთი ღონისძიებების მეორე და მთავარი მიზანი ის გახლდათ, რომ კომპანიის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები ერთმანეთს კარგად ეცნობიან და უახლოვდებიან. მათ შორის თბილი, კეთილგანწყობილი ურთიერთობა ყალიბდება. კორპორატიული აქტივობები თანამშრომლებს შორის უფრო მეგობრული ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს და, ალბათ, სწორედ ასეთი პოლიტიკის დამსახურებაა, რომ თითოეული ავერსელი თავს ერთი დიდი ოჯახის _ “ავერსის” წევრად მიიჩნევს. 
გვსურდა, თანამშრომლებისთვის კიდევ ერთი ხალისიანი და ლამაზი დღე გვეჩუქებინა. ვფიქრობ, ეს მიზანი მიღწეულია. ეს დღე ტურნირის თითოეულ მონაწილეს დიდხანს ემახსოვრება” _ აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ.
“ავერსი-რაციონალის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა მალხაზ კურტანიძემ კი აღნიშნა, რომ ჯომარდობის შეჯიბრების დამსახურებით, საწარმოს თანამშრომლები დადებითი ენერგიით დაიტვირთნენ და მათ ეს სასიამოვნო განწყობა დიდხანს გაჰყვებათ:
_ “მიხარია, რომ კორპორატიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველები მრავლად აღმოჩნდნენ _ ეს იმის დასტურია, რომ კომპანიას სწორი და ეფექტური პოლიტიკა აქვს. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი ღონისძიებები თითოეული თანამშრომლის შრომისუნარიანობასაც ამაღლებს. სპორტული თამაშობა ხომ ტონუსს მატებს, ახალისებს ადამიანს. ენერგიული თანამშრომელი კი უფრო მეტად პროდუქტიულია, სამუშაოს უფრო მეტი ენთუზიაზმით ეკიდება”. 
ტურნირისა და მისი მნიშვნელობის შესახებ შეჯიბრების ორგანიზატორს _ “ავერსის” რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ლალი ბრეგვაძეს ვესაუბრეთ:
_ ავერსის შიდაკორპორატიული შეჯიბრება _ ტურნირი ჯომარდობაში _ 9 ივნისს გაიმართა. სტარტი დუშეთის რაიონის სოფელ მაღაროსკარიდან ავიღეთ და თვალივისკენ დავეშვით, სადაც ფინიში გველოდა. გავცურეთ 15 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი არაგვზე, რისთვისაც საათი და 30 წუთი დაგვჭირდა. 
ჯომარდობის ტურნირში მონაწილეობა გასულ წელთან შედარებით თითქმის გასამმაგდა, ხუთი ფირმის “ავერსი-ფარმას”, “ავერსი-გეოფარმის”, “ავერსი რაციონალის”, “ავერსის კლინიკისა” და სადაზღვევო კომპანია “ალფას” წარმომადგენლებმა სურვილი გამოხატეს, რომ ამ შეჯიბრში მიეღოთ მონაწილეობა და ამჯერად ტურნირში 239 ავერსელი ჩაერთო. 
ტურნირი იყო კიდევ ერ

თი 
დასტური იმისა, რომ “ავერსელებს” ერთად ყოფნა გვსურს და გვიხარია. მსგავსი ღონისძიებების ძირითადი მიზანი ხომ თანამშრომლებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო, მეგობრული და თბილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. 
გარდა ამისა, თავად ტურნირი გახლდათ არაჩვეულებრივი, დადებითი ენერგიით დამუხტული, სახალისო და გასართობი. მიუხედავად იმისა, რომ გაავდრდა და მხოლოდ წვიმა კი არა, სეტყვაც წამოვიდა, ყველა ძალიან კმაყოფილი იყო
, განწყობაც საუკეთესო გვქონდა და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ამ განწყობას წვიმამაც ვერაფერი დააკლო. მოასპარეზე გუნდების გარდა, თითოეულ ფირმას თავისი გულშემატკივართა გუნდიც ჰყავდა, უნდა გითხრათ, რომ ქომაგებშიც “ავერსი-ფარმა” ლიდერობდა _ მხოლოდ ამ ფირმიდან ტურნირში 80 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.  შეჯიბრი ფორმალური იყო, იმისთვის მოვიგონეთ, რომ ტურნირს მეტი აზარტი ჰქონოდა. გამარჯვებულის წოდებას დაიმსახურებდა გუნდი, რომელიც ერთკილომეტრიან მონაკვეთს ყველაზე სწრაფად გაივლიდა. მესამე ადგილზე “ავერსი-რაიონალის” გუნდი გავიდა. მეორე ადგილზე _ “ავერსი-ფარმას” მოასპარეზენი პაატა კურტანიძის ხელმძღვანელობით და პირველ ადგილზე გავიდა ისევ “ავერსი ფარმას” წარმომადგენელთა გუნდი ვანო ლომიძის მეთაურობით. მე პირველ დაშვებაში მივიღე მონაწილეობა და თავდაპირველად, ჩვენს გუნდს საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. თუმცა, მეორე დაშვებაზე მოასპარეზეებს ძალიან გაუმართლდათ _ წვიმა წამოვიდა და დინებამ იმატა. ა
მასთანავე ქარიც იყო და მათ 
უფრო მცირე დრო დასჭირდათ მდინარის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთის დასაფარად. ასე რომ გამარჯვებულებს კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ წარმატებას. 
მინდა შეგახსენოთ, რომ გას
ულ წელს ჯომარდობის ტურნირის გამარჯვებული “ავერსის კლინიკის” გუნდი გახდა, თუმცა წლეულს “ავერსი-ფარმამ” პირველობა არავის დაუთმო. მე პირადად ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ავერსის ხელნმძღვანელობას, რადგან ჯომარდობის ეს ტურნე მთლიანად ჩვენი ხელმძღვენელობის მხრიდან იყო დაფინანსებული.
ჯომარდობასთან დაკავშირებით კომენტარი კიდევ ერთ მოასპარეზეს “ავერსი კლინიკის” გენერალურ დირექტორს ბატონ დიმიტრი ჯორბენაძეს ვთხოვეთ:
_ შიდაკორპორატიული შეჯიბრება ჯომარდობაში უკვე მეორედ ჩატარდა და უნდა აღვნიშნო, რომ მართლაც შესანიშნავი ასპარეზობა გამოვიდა. უამინდობის მიუხედავად, სპორტული შემართება არავის დაუკარგავს, სეტყვამ უარყოფითად არც ჩვენს განწყობაზე იმოქმედა. ეს გახლდათ, ერთის მხრივ, სპორტული ღონისძიება _ შეჯიბრება, სადაც გამარჯვებულებიც გამოვავლინეთ და მეორეს მხრივ, იმის დ
ასტური, რომ კომპანია თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობასა და საუკეთესო განწყობაზე ზრუნავს. ავერსისთვის როგორც ლიდერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ მის თანამშრომლებს შორის საუკეთესო ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. კომპანია უკვე 6 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს და მათ შორის არა მხოლოდ საქმიანი, არამედ მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას სწორედ ასეთი ღონისძიებები უწყობს ხელს” _ აღნიშნა ბატონმა დიმიტრიმ. 
ჯომარდობა საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება და სულ უფრო მეტ მიმდევარს იძენს. თავის მხრივ, “ავერსი” მის პოპულარიზაციას ხელს უწყობს და ზრუნავს თითოეული მოქალაქისა და პირველ რიგში საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე.

გააზიარე: