13 სექტემბერს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 39 ნომერში, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელმა კიდევ ერთი მოდერნიზებული აფთიაქის პრეზენტაცია გამართა. სადღესასწაულო განწყობას შესანიშნავი დეკორი, ფეიერვერკი და სტუმრებისთვის მომზადებული უამრავი სიურპრიზი ქმნიდა.
როგორც „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, უკვე ოც წელიწადზე მეტია, კომპანია განუწყვეტლივ ფართოვდება, ხსნის ახალ აფთიაქებს და მოსახლეობას კომფორტულ მომსახურებას, მრავალფეროვან პროდუქციას და მიმზიდველ ფასებს სთავაზობს.
– ჩვენთვის მნიშვნელოვანია, „ავერსის“ აფთიაქებში თავი კომფორტულად იგრძნოთ, ადვილად აირჩიოთ პროდუქცია და მის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აფთიაქების განახლება, თანამედროვე, დახვეწილი და იმავდროულად მოხერხებული ინტერიერის შექმნა. იმედი გვაქვს, ჩვენი ერთგული მომხმარებელი სიახლით ამჯერადაც კმაყოფილი დარჩება, – აღნიშნა ბატონმა პაატამ.
„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ხელმძღვანელის გია ჩიგოგიძის ინფორმაციით, ქსელი დღეს 229 აფთიაქს აერთიანებს. 104 მათგანი თბილისშია, ხოლო 125 – რეგიონში:
– თუმცა ჩვენს ქსელს კიდევ და კიდევ ემატება აფთიაქები, რადგან მოსახლეობის მხრივ მოთხოვნა დიდია. ინტენსიურად მიმდინარეობს არსებულთა მოდერნიზებაც. ხდება შენობების სრული რეკონსტრუქცია: ფართოვდება დარბაზი, იცვლება ინტერიერი, იატაკი, ჭერი, განათება... ვცდილობთ, ყველაფერი ზედმიწევნით კომფორტული იყოს. ამასთან, მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობთ ფასდაკლებებს, აქციებს, სიახლეებსა და სიურპრიზებს. დარწმუნებული ვართ, ჩვენს აფთიაქებში ყოველთვის იპოვით სასურველ პროდუქციას ხელსაყრელ ფასად.
„ავერსის“ მოდერნიზებულ აფთიაქში მომხარებელს დახვდება მედიკამენტების ფართო ასორტიმენტი, უამრავი დასახელების სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკა, ბავშვის კვებისა და მოვლის, თმის, კანისა და პირის ღრუს მოვლის საშუალებათა მრავალფეროვანი არჩევანი. როგორც მენეჯერმა ლია წიკლაურმა აღნიშნა, აქ ყოველგვარი პირობაა იმისთვის, რომ მომხმარებელმა იოლად იპოვოს სასურველი ნაწარმი – დარბაზში მოხერხებული კუნძულებია განთავსებული, პროდუქცია თაროებზე ბრენდისა და დანიშნულების მიხედვით აწყვია და ფასიც მითითებულია. თერთმეტი ადამიანისგან შემდგარი შესანიშნავი გუნდი მზად არის, ისევ ერთგულად ემსახუროს თითოეულ მომხმარებელს.
პრეზენტაციის დღეს განახლებული აფთიაქის ყველა სტუმარმა და მომხმარებელმა „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში არსებული პროდუქციის ნაკრები მიიღო საჩუქრად. თუმცა ასეთი სიურპრიზები „ავერსისთვის“ დიდი ხანია ტრადიციად იქცა: ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს სააფთიაქო ქსელში ყოველგვარი ნაწარმი 25%-მდე ფასდაკლებით იყიდება, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების შეძენა ყოველდღე 40%-მდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი, მტრედი-ბარათის გატარებისას კი დამატებით ფასდაკლებასაც მიიღებთ.
„ავერსის“ შესახებ აფთიაქის პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს ვესაუბრეთ.
მომღერალი ნატო მეტონიძე კომპანიის ერთგული მომხმარებელი და დიდი გულშემატკივარია:
– ალბათ, შემთხვევით არ მომხდარა, რომ „ავერსის“ ჰიმნი, რომელიც ნიკოლოზ რაჭველმა დაწერა, მე შევასრულე. სასიამოვნოა, რომ კომპანიას, რომელსაც ასე ვგულშემატკივრობ, ჩემი შემოქმედებითაც დავუკავშირდი. „ავერსის“ წარმატება მახარებს, წინსვლასა და ერთგულ მომხმარებელთა სიმრავლეს ვუსურვებ.
„ავერსს“ განახლებული აფთიაქის გახსნა ჟურნალისტმა ეკა ამირეჯიბმაც მიულოცა:
– დიდი, ნათელი დარბაზი და შესანიშნავი ინტერიერი დაგვხვდა. გარემო ნდობასა და საიმედოობის შეგრძნებას იწვევს, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. „ავერსის“ აფთიაქებში ყოველთვის შესანიშნავი ხარისხის ნაწარმი იყიდება, თუმცა მაინც ვახსენებ იტალიურ კოსმეტიკურ ბრენდს „მესაუდას“, რომელიც არა მხოლოდ მაღალი ხარისხით, არამედ ხელმისაწვდომი ფასითაც გამოირჩევა.
„ავერსი“ განაგრძობს აფთიაქების მოდერნიზებას და ყოველდღე ყველაზე დაბალ ფასებს, აქციებს, უამრავ სიახლესა და სიურპრიზს გთავაზობთ.