ბათუმში „ტონუს ელასტის“ შოურუმი გაიხსნა

ბათუმში „ტონუს ელასტის“ შოურუმი გაიხსნა

  • 2017-08-03

28 ივლისს ბათუმში, ჭავჭავაძის 83–ში, „ავერსის“ პირველ აფთიაქში, Tonus Elast-ის სამედიცინო ელასტიკური ნაწარმის შოურუმი გაიხსნა. აფთიაქში მისი სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი. პროდუქციის ექვსივე ხაზი სამკურნალო, პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო დანიშნულებისაა.

არჩევანი მრავალფეროვანია:

* ელასტიკური ბინტები და სახვევები;

* ტანადობის კორექტორები – სარტყლები და ფიქსატორები;

* პროდუქცია ორსულობისა და ორსულობის შემდგომი პერიოდისთვის;

* ნეოპრენის სამედიცინო ელასტიკური ნაწარმი;

* ვენების ვარიკოზული დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის განკუთვნილი კომპრესიული ტრიკოტაჟი და სარეაბილიტაციო ნაწარმი (მასტექტომიის შემდგომი პროთეზები და აზღუდები).

„ავერსის“ ბათუმის აფთიაქში წარმოდგენილი სიახლის შესახებ მირანდა რუხაძეს, საქართველოში „ტონუს ელასტის“ ოფიციალურ წარმომადგენელს ვესაუბრეთ:

– სამედიცინო ელასტიკური ნაწარმის შოურუმი ბათუმში პირველად გაიხსნა. მოგეხსენებათ, „ავერსი“ ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია და მისი დამსახურებით უკვე ოცი წელიწადია, „ტონუს ელასტის“ პროდუქცია საქართველოს ბაზარზე იყიდება, ამიტომ „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში სამედიცინო ელასტიკური ნაწარმის შეძენა ყოველდღიურად განსაკუთრებულ ფასადაა შესაძლებელი.

ბათუმის „ავერსის“ აფთიაქში ჩვენი პროდუქციის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი – ყოველგვარი ზომისა და ფერის ნებისმიერი ნაწარმი, რომლის გასინჯვა, მორგება და შერჩევა მომხმარებელს ადგილზევე შეუძლია. არჩევანის გაკეთებაში კი დაგეხმარებიან გამოცდილი კონსულტანტები და ფარმაცევტები, რომლებსაც შესაბამისი ტრენინგები აქვთ გავლილი და „ტონუს ელასტის“ პროდუქციას სრულყოფილად იცნობენ.

„ტონუს ელასტი“ 22 წლის წინ ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში დაარსდა და დღეს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია სამედიცინო ელასტიკური პროდუქციის მწარმოებლებს შორის. ამ ბრენდის ნაწარმი ხელმისაწვდომია „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. ბათუმის შოურუმი, სადაც პროდუქციის ყველაზე ფართო არჩევანია, საჭირო ნივთის შეძენას კიდევ უფრო გაგიადვილებთ.

 

გააზიარე: