ავერსის ახალი აფთიაქი გაიხსნა

ავერსის ახალი აფთიაქი გაიხსნა

  • 2017-07-25

25 ივლისს ბერბუკის ქუჩაზე, 8 ნომერში "ავერსის" ახალი აფთიაქის პრეზენტაცია გაიმართა.  ცერემონიას, ტრადიციულად,  ფოიერვერკი, კონფეტების წვიმა და სადღესასწაულო დეკორი  ამშვენებდა. "ავერსის" დამფუძნებელმა - პაატა კურტანიძემ  წითელი ლენტი საზეიმოდ გაჭრა, რის შემდგომაც აფთიაქმა პირველი სტუმრები და მომხმარებლები მიიღო. სპორტის სასახლის მიმდებარედ ქსელის ფილიალის გახსნას მოსახლეობა სიხარულით შეეგება.

აფთიაქი კომპანია "ავერსის" ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს: მოსახერხებელ და ნათელ დარბაზში კუნძულებია მოწყობილი, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა თავად დაათვალიეროს და შეარჩიოს სასურველი პროდუქცია. ფართოდ არის წარმოდგენილი როგორც მედიკამენტების ასორტიმენტი, ასევე, ქალის თმისა და კანის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა, პირის ღრუს ჰიგიენა, მამაკაცის ხაზი, ბავშვთა კვების პროდუქტები, მოვლის საშულებები და აქსესუარები.

- დღეს თბილისის მოსახლეობას "ავერსის" ქსელის 100- ზე მეტი აფთიაქი ემსახურება.  ჩვენი შეფასებით, ამ უბნის მოსახლეობისთვისაც საჭირო იყო ხელმისაწვდომი აფთიაქის შეთავაზება. იმედი გვაქვს, მოსახლეობა კმაყოფილი იქნება ჩვენი პროდუქციითა და მომსახურებით.  "ავერსი"  ცდილობს გააფართოვოს სააფთიაქო ქსელი, რაც მოსახლების მოთხოვნიდან გამომდინარე მუდმივად ხდება.  ასევე, განუწყვეტლივ მიმდინარეობს  20-15 წლის წინ გახსნილი აფთიაქების  განახლება, გარემონტება და გალამაზება - აღნიშნა "ავერსის" დამფუძნებელმა.

კომპანიის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ კი გვითხრა, რომ გახსნის დღესთან დაკავშირებით აფთიაქში აქცია მიმდინარეობს:

- დღის განმავლობაში ახალ აფთიაქში შემოსული ყოველი სტუმარი საჩუქრად "ავერსის" ქსელში წარმოდგენილ კოსმეტიკურ პროდუქციას  მიიღებს. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს "ავერსის" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე  25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება, ხოლო არამედიკამენტებზე მნიშვნელოვანი აქციები გვაქვს. გარდა ამისა, მტრედი ბარათის მფლობელებს ყოველდღიურად კიდევ დამატებით ფასდაკლებებს ვთავაზობთ. ასე რომ "ავერსის" სააფთიაქო ქსელში, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დაბალი და ხელმისაწვდომი ფასებია,  ფასდაკლებების აქცია ყოველდღიურად მოქმედებს.

საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკის "მედიქალ ჰაუსის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მალხაზ კარტოზია ახალი აფთიაქის პრეზენტაციას დაესწრო და შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა:

- სასიხარულოა, რომ ჩვენს მეზობლად "ავერსის" ეს შესანიშნავი აფთიაქი გაიხსნა.  ჩვენი კლინიკიდან გამოსული პაციენტებისთვის  ახლო მანძილზე წამლის მოძიება ყოველთვის პრობლემა იყო. დღეს ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდა. "ავერსის" მთელ გუნდს ვულოცავ  და  წარმატებას ვუსურვებ.

ლია დემეტრაძე ახალი აფთიაქის ერთ-ერთი პირველი მომხმარებელია. როგორც მან აღნიშნა, საბურთალოს რაიონის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია მჭიდროდ არის დასახლებული და აქაური მაცხოვრებლებისთვის აფთიაქის გახსნა აუცილებელი იყო.  მითუფრო, რომ "ავერსის" აფთიაქი შესანიშნავი ინტერიერით, მრავალფეროვანი ასორტიმენტით, დაბალი ფასებითა და კეთილგანწყობილი ფარმაცევტებით ყოველთვის გმოირჩევა.

 

ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

გააზიარე: