“ავერსის” მეცხრე წამახალისებელი გათამაშება 22 ივნისს “რუსთავი 2-ის” ღია ეთერში გაიმართა. გათამაშდა 5-ჯერ 10 000 ლარი, 25 000 ლარი და მთავარი პრიზი - 50 000 ლარი.
მტრედი-ბარათის მფლობელებისთვის წამახალისებელი გათამაშება პირველად 2009 წელს შედგა და სასიამოვნო ტრადიციად იქცა. პროექტის ფარგლებში დღემდე მილიონ 100 ათას ლარამდე ოდენობის თანხა გაიცა და 40 ათასზე მეტი მომენტალური პრიზი გათამაშდა.
გაგაცნობთ მეცხრე გათამაშების გამარჯვებულებს.
10 000 ლარი ერგოთ გიორგი ხომერიკს, მეგი ბურჯანაძეს, ავთანდილ მჟავანაძეს, ნინო კუთხაშვილსა და ამირან პაპუაშვილს.
გიორგი ხომერიკი 46 წლისაა. თბილისელია. ამბობს, რომ მოგებულ თანხას ოჯახს და რაიმე სასიკეთო საქმეს მოახმარს:
- შესანიშნავი საჩუქარი მივიღე. “ავერსის” ერთგული მომხმარებელი ვარ. ჩემი ოჯახი კლინიკის მომსახურებითაც ხშირად სარგებლობს. მიმაჩნია, რომ “ავერსი” საუკეთესოა და თუ ხარისხზე მასავით ორიენტირებული კომპანია მრავლად გვეყოლება, ქვეყანა წინ წავა.
25 000–ლარიანი პრიზი მაია ვარდოშვილს ხვდა წილად. ქალბატონი მაია კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში ოჯახის ექიმად მუშაობს და ორი შვილის დედაა.
– ეს სიხარული მოულოდნელი იყო, არასოდეს არაფერი მომიგია და არც ამჯერად ველოდი სიურპრიზს. უფროსი ვაჟი ჯარში მსახურობს, უმცროსი კი სტუდენტია, ასე რომ, მოგებული თანხა ძალიან წაადგება ჩვენს ოჯახს.
მთავარი პრიზის, 50 000 ლარის მფლობელი კი არარატ ენგიბარიანი გახდა. ბატონი არარატი ნინოწმინდის რაიონის სოფელი დილიფის მკვიდრია. 45 წლისაა, დაოჯახებულია და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას ეწევა:
– მოულოდნელმა მოგებამ ძალიან გაგვახარა. ჩემი აზრით, "ავერსი" საქართველოში ყველაზე სანდო კომპანიაა. ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს და ხადახან ასეთ საჩუქარსაც გვიკეთებს.
“ავერსი” მუდამ მზად არის, ერთგულ მომხმარებლებს სიხარული აჩუქოს.