16 ივნისს თსსუ-ში ჩატარდა ფარმაცევტული ფაკულტეტის 2017წლის კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოსაშვები ღონისძიება, რომელსაც კურსდამთავრებულებთან ერთად ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები, სტუდენტთა ოჯახის წევრები და ახლობლები.
კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება მიულოცეს უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ფაკულტეტის დეკანმა დალი ბერაშვილმა, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა ნანა გორგასლიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა. კურსდამთავრებულებმა საჯაროდ დადეს ფარმაცევტის ფიცი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და თავისი წვლილი შეიტანა კომპანია ავერსმაც.
კომპანიის სახელით ვულოცავთ ყველა კურსდამთავრებულს და წარმატებებს ვუსურვებთ!