პირველ ივნისს

პირველ ივნისს "ავერსმა" ბავშვებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა

  • 2017-06-01

პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად კომპანია "ავერსმა" ტრადიციულად, აქციები გამართა.

"დედის კლუბის" წევრებს და მათ შვილებს "ავერსმა" ,,ავერსის სკვრეში" უმასპინძლა და დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყო: პატარა სტუმრებისთვის "ნევერლენდის" ანიმატორებმა უამრავი გასართობი მოამზადეს; მხატვრებმა ბავშვებს მათთვის სასურველი ნახატებით სახე მოუხატეს; სტუმრებს თავადაც მიეცათ ხატვის, ძერწვის და ნახატების გაფერადების შესაძლებლობა.

ამ და კიდევ მრავალი სხვა აქციის შესახებ "ავერსის"რეკლამისა და  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე გვესაუბრა:

- როგორც ყოველთვის, პირველ ივნისს მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო აქციებით ვხვდებით. გვსურს, რომ ყველა პატარას გავულამაზოთ ეს დღესასწაული. "ავერსის" სააფთიაქო ქსელი  დღეიდან მთელი თვის განმავლობაში საბავშვო პროდუქციაზე გრანდიოზულ ფასდაკლებას გთავაზობთ.

"დედების კლუბის" წევრებსა და მათ შვილებს არაჩვეულებრივი გასართობი აქცია მოვუწყეთ. ეს დღე "ვახტანგ ბოჭორიშვილის" კლინიკაშიც აღინიშნა _ პედიატრიულ განყოფილებაში, სტაციონარში მყოფ პაციენტებს საჩუქრები  _ ბაკურ სულაკაურის გამოცემული წიგნები , შუბმა-ლენდის პლასტიკური ბარათები, მაღაზია "პეპელას" სათამაშოები და ზოოპარკის სტუმრობის ვაუჩერი  გადავეცით.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს "ავერსის კლინიკის" ბოგდან ხმელნიცკის ფილიალიც უერთდება _  დღის განმავლობაში მოსულ პატარებს  ექიმი სპეციალისტები უფასო კონსულტაციას გაუწევენ, ხოლო ექიმის მიერ დანიშნულ კვლევებზე პატარა პაციენტები დიაგნოსტიკურ კაბინეტებში 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ჩვენ ყველა პატარას ვულოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ჯანმრთელობას და ბედნიერ ბავშვობას  ვუსურვებთ თითოეულ მათგანს".

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ აღნიშნა, რომ საავადმყოფოში წოლა, უმეტეს შემთხვევაში, სტრესულ ფაქტორთან არის დაკავშირებული, მითუფრო, ბავშვები ავადობას ემოციურად აღიქვამენ, თუმცა დღევანდელი დღე მათთვის  იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ,  წლების შემდეგაც ეს დღესასწაული მხოლოდ სიამოვნებით გაახსენდებათ:

- ბავშვებს საყვარელი ზღაპრის გმირები ეწვივნენ, ჩვენს პაციენტებს  საჩუქრები ისე გაუხარდათ, რომ   სიცხის,  ავადმყოფობის და ყველა სხვა პრობლემის არსებობაც კი დაივიწყეს... ვულოცავთ პატარებს ამ დღესასწაულს და ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვუსურვებთ მათ.

"ავერსის კლინიკის" ბოგდან ხმელნიცკის ფილიალის მენეჯერმა მარინა ოსეფაიშვილმა კი გვითხრა, რომ აქციაში დღის განმავლობაში  70-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა:

- ჩვენს პაციენტებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მივულოცეთ. პატარებს სამედიცინო მომსახურების გარდა,  ანიმატორებისა და მხატვრების მონაწილეობით, ასევე, მუსიკალურად შესანიშნავად  გაფორმებული, სასიამოვნო პროგრამა შევთავაზეთ.  სტუმრებს ნაყინითაც გავუმასპინძლდით. იმედია, მათთვის ეს დღე დაუვიწყარი იქნება.

"დედების კლუბის" აქციაზე მოსულ სტუმრებს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ:

თამარ აფციაური: "ავერსი" ყველაზე დადებითი და პოზიტიური მუხტის მატარებელი კომპანიაა. მუდმივად კმაყოფილი ვარ მომსახურებით, ყურადღებითა და პროდუქციის ხარისხით. "დედების კლუბი" შესანიშნავი პროექტია _ უამრავი შეღავათით ვსარგებლობთ...  დღესასწაულზეც დამპატიჟეს და ბავშვებს მართლაც საოცარი სიურპრიზები მოუმზადეს...

ქრისტინა  ნიაზოვი: სამი არასრულწლოვანის დედა ვარ. დიდი ოჯახი მაქვს. მადლობელი ვარ, რომ ასე ზრუნავთ ჩვენს პატარებზე. მართლაც სასიამოვნო გარემო დაგვხვდა _ ნამდვილი დღესასწაულია. მინდა თქვენც მოგილოცოთ დღევანდელი დღე და  ყველა ბავშვს ბედნიერი ბავშვობა ვუსურვო.

ანა ცხადაიაც დედების კლუბის წევრია ის ღონისძიებაზე პატარა თეკლასთან ერთად მოვიდა:  მადლობას ვუხდი ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზატორებს. როგორც ყოველთვის, დღესაც ყველაფერი მხოლოდ "ავერსის" შესაფერისი ხარისხითა და გულუხვობით გამოირჩევა...

ბავშვთა დაცვის  დღე ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო დღესასწაულია, რომელიც 1925 წელს ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ ჟენევის კონფერენციაზე დაწესდა. 1950 წლიდან კი პირველი ივნისი  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.

"ავერსი" ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და ბედნიერ ბავშვობას.

გააზიარე: