ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის თანამშომლები უერთდებიან დედამიწის დღესთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით ღონისძიებებს

ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის თანამშომლები უერთდებიან დედამიწის დღესთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით ღონისძიებებს

  • 2017-04-26

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! 
ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
გაუფრთხილდით და გიყვარდეთს დედამიწა! ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა ! ის ჩვენი დ ე დ ამიწაა!

გააზიარე: