ავერსი უერთდება

ავერსი უერთდება "წითელი ცხვირის" აქციას

  • 2017-04-03

მხარში დავუდგეთ მათ, ვისაც ეს ნამდვილად ესაჭიროება!!

გაიცინე. გაეცი. გადაარჩინე ბავშვი.

ეს არის კამპანიის სლოგანი და მთავარი მიზანი. 1985 წელს გაჩნდა იდეა, რომ სწორედ იუმორის მეშვეობით შეგროვებულიყო თანხა ბავშვების დასახმარებლად, 1988 წელს პირველად აღინიშნა წითელი ცხვირის დღე ეთიოპიაში. 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა და კომიკოსმა მიიღო მონაწილეობა შოუში, რომელიც BBC-ის ეთერში გაშუქდა.  გადაცემას 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რისი მეშვეობითაც 15 მილიონი ფუნტი შეგროვდა ბავშვების დასახმარებლად.

ამ კამპანიას შეუერთდნენ სხვადასხვა ქვეყნები: ჩინეთი, აშშ, ბელგია, გერმანა და სხვა. უამრავი ცნობილი ადამიანი იღებს მონაწილეობას, იძენს ცხვირს, იღებს ფოტოს და ეხმარება ბავშვებს.

საქართველო ოფიციალურად უერთდება კამპანიას და პირველად ამ დღეს საქართველოში მოვაწყობთ. წითელი ცხვირი 5 ლარი ეღირება, შემოსული თანხა კი აკა სინჯიკაშვილის ინიციატივის მხარდაჭერას და ლეიკემიით დაავადებული ნიკუშა დვალაძის მკურნალობას მოხმარდება.

კამპანია 31 მარტს დაიწყებაწითელი ცხვირების შეძენა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ობიექტებზე.

ავერსი უერთდება "წითელი ცხვირის" აქციას. მხარში დავუდგეთ მათ, ვისაც ეს ნამდვილად ესაჭიროება!!!

Posted by ავერსი ფარმა - Aversi Pharma on Monday, April 3, 2017
გააზიარე: