”1000 უფასო ოპერაცია კატარაქტით დაავადებულებს” —ავერსის საქველმოქმედო პროექტი გრძელდება

”1000 უფასო ოპერაცია კატარაქტით დაავადებულებს” —ავერსის საქველმოქმედო პროექტი გრძელდება

  • 2008-03-21

ავერსის საქველმოქმედო პროექტი — ”1000 უფასო ოპერაცია კატარაქტით დაავადებულებს გრძელდება, პროექტით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ 1077 ადამიანს კატარაქტის ოპერაცია უფასოდ ჩაუტარდა.
     21 მარტიდან ავერსის კლინიკაში კომპანია ავერსი იწყებს საქველმოქმედო აქციის – “1000 უფასო ოპერაცია კატარაქტით დაავადებულებს” მორიგ ეტაპს, რომლის მიმდინარეობაშიც იგეგმება კატარაქტის 45 ოპერაციის ჩატარება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. პაციენტთა შორის არიან ისეთი პირები, რომელთაც აღენიშნებათ პრაქტიკული სიბრმავე ორივე თვალზე წლების განმავლობაში და მათ სხვებთან ერთად ეძლევათ უნიკალური შანსი - დაუბრუნდეთ თვალისჩინი.  
     აღნიშნული ოპერაციები ჩატარდება უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითა და ამერიკული წარმოების უმაღლესი ხარისხის საოპერაციო მასალებით. გამოყენებული იქნება ალკონის ფირმის (აშშ) ბროლები,  რაც საშუალებას იძლევა პრაქტიკულად ავიცილოთ თავიდან მეორადი კატარაქტის განვითარება. ოპერაციები ჩატარდება ავერსის კლინიკის მიკროსკოპული აპარატურით, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერიზებული ციფრული ვიდეოსისტემით, გამოყენებული იქნება იმავე ფირმის ვისკოელასტიური მასალა და საკერავი ძაფები.
     დღიდან ამოქმედებისა ავერსის მარნეულის კლინიკაში სულ 26 ანალოგიური ოპერაცია ჩატარდა და ყველა წარმატებით. ამჯერად გაიზარდა აქციის გეოგრაფია – პაციენტები მოვიდნენ თბილისიდან, სვანეთიდან, იმერეთიდან, კახეთიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან.
     ავერსის 14 წლიანი საქველმოქმედო ტრადიცია ღირსეულად გრძელდება, ამჯერად საკუთარ პროფესიულ და ტექნოლოგიურ რესურსზე დაყრდნობით ავერსის კლინიკურ ბაზაზე მარნეულში, რითაც კიდევ ერთხელ მტკიცდება კომპანიის მზაობა მუდამ ხალხის ჯანმრთელობის სამსახურში ყოფნისა და სიკეთის კეთებისა. 

გააზიარე: