7 მარტს ფარმაცევტულ საწარმოს - "ავერსი-რაციონალს" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები სტუმრობდნენ. ისინი სასწავლო პრაქტიკას "ავერსის" ბაზაზე გადიან. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში "ავერსის" სასწავლო პროგრამების მენეჯერმა - ლალი დათეშიძემ სტუდენტებს მოკლედ წარუდგინა კომპანია "ავერსი" და "ავერსი-რაციონალში" ექსკურსიაც დაიგეგმა.
ოცამდე ვიზიტორს გიდობას წარმოების დირექტორის თანაშემწე მარიამ ონანაშვილი უწევდა. მან სტუმრებს საწარმოს ისტორია, მისი მიღწევები და წარმატებები გააცნო, ესაუბრა ლაბორატორიის, დანადგარებისა და წარმოების შესახებ.
ვიზიტის დასასრულს სტუდენტებმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს:
ანი ჯანეზაშვილი:
- ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეჭვგარეშეა, რომ ამ დონის ლაბორატორიები და საწარმო განყოფილებები უმაღლესი ხარისხის ფარმაცევტული პროდუქციის გარანტია. აღფრთვანებული ვარ იმ იდიალური წესრიგით, რაც საწარმოში სუფევს. ჰიგიენური ნორმების სრული დაცვა, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე პროფესიონალი კადრები და უახლესი ტექნოლოგიები ნდობას და პატივისცემას იწვევს.
ნინი ბაკაშვილი:
- ხარისხის კონტროლის სისტემა უმაღლეს დონეზეა. აქ რაიმე გადაცდომა შეუძლებელია, რადგან ყველა დეტალი გათვლილი და ზუსტია... ლაბორატორიამ ნამდვილად გაგვაოცა. ამასთან, ცნობილია, რომ აქ მიღებული შედეგები მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში მუდმივად იგზავნება და ყოველ ჯერზე "ავერსი-რაციონალი" საუკეთესო სამეულში ხვდება. უახლესი დანადგარები და გამოცდილი, მცოდნე კადრები ამ შედეგებისა და წარმატებების გარანტად ქცეულა.
ნიკა თოდუა:
- თვალის ერთი შევლებითაც ჩანს, რომ "ავერსი-რაციონალში" ხარისხი უპირატესია. ყველა საერთაშორისო სტანდარტი დაცულია და სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი დონის საწარმო მუშაობს - ეს ყველაფერი საუკეთესო პროდუქციის საწარმოებლად ძალზედ მნიშვნელოვანია.
"ავერსი-რაციონალი" უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო, ეფექტურ და ხელმისაწვდომ პროდუქციას აწარმოებს და მასზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოებას მუდმივად აფართოებს.
"ავერსი-რაციონალს" მომავალი ფარმაცევტები ესტუმრნენ
- 2017-03-10