"ავერსმა" დედების კლუბის წევრებს დედის დღე მიულოცა

  • 2017-03-06

კომპანია "ავერსმა" დედის დღესთან დაკავშირებით "ბიბლუს გალერი"-ში  წვეულება გამართა, სადაც "დედების კლუბის" წევრი ქალბატონები, ქართული შოუ-ბიზნესის სელებრითები და "ავერსის" მეგობარი კომპანიების წარმომადგენლები მიიწვიეს.

წვეულებაზე მისულ დედებს და მათ შვილებს უამრავი სიურპრიზი და სამახსოვრო საჩუქარი დახვდათ:

პატარების განწყობაზე მოწვეულმა ანიმატორებმა  იზრუნეს; ღონისძიებაზე სპეციალურად მოწვეული იყო პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თაამარ ობგაიძე, რომელმაც სტუმრებს პრაქტიკული სამედიცინო რჩევები მისცა; დედებს შორის კულინარიული შეჯიბრი გაიმართა; სახალისო ვიქტორინაზე კი, ყველაზე წიგნიერი დედა გამოვლინდა.

ასევე, გამოვლინდა ავერსის  "დედების კლუბის" ბარათის ყველაზე აქტიური მომხმარებელი _ ინგა ჟვანია.

კომპანია "ავერსმა"  ინგას სურპრიზებით აღსავსე დღე მოუწყო. კერძოდ კი– ავერსის–კლინიკის ისნის ფილიალში ინგას ჩაუტარდა გამაახალგაზრდავებელი სახის პროცედურა, ასევე მაღაზიათა ქსელმა "ვულევუმ" და "თაიმმა" ინგას გადაცა არაჩვეულებრივი საჩუქრები.

_ "ავერსმა" მომიწვია შესანიშნავ ღონისძიებაზე, სადაც განსხვავებული, ძალიან სასიამოვნო გარემო დამხვდა _ "ავერსისთვის" დამახასიათებელი გულთბილი ატმოსფერო, უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი...

მოწვეულ სტუმრებს შორის მუსიკოსი სალომე ბაკურაძეც გახლდათ. შთაბეჭდილებები მანაც გაგვიზიარა:

_ "ავერსის" წვეულება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა _ წელს პირველად შევიგრძენი, რომ დედის დღეზე ლამაზი დღესასწაული მსოფლიოში არ არსებობს. "ავერსი" საოცარი პოზიტივის მატარებელი კომპანიაა და, ვფიქრობ, მისი ამ შესანიშნავი პროდუქტის _ "დედების კლუბის" ბარათის მფლობელი ყველა დედა უნდა იყოს, რომ თითოეულ მათგანს ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს "ავერსის" განსაკუთრებული ფასდაკლებებით, უპრეცედენტო აქციებითა და ყველა იმ პრივილეგიით, რასაც ეს კომპანია დედებს სთავაზობს".

_ "დედების კლუბის" ბარათი ჩვენი ქსელის ახალი პროდუქტია. დღეს უკვე 11200 ბარათია აქტიური. კლუბის წევრი  ხდება ყველა დედა, ვინც "ავერსის" სააფთიაქო ქსელის მომსახურებით სარგებლობს. მათ გადაეცემათ ბარათი, რომელიც შესაძლებლობას აძლევთ, ისარგებლონ დამატებითი და საგანგებო ფასდაკლებით "ავერსის" სააფთიაქო ქსელში, სხვადასხვა ტიპის შეღავათებით "ავერსის" შვილობილ კომპანიებში და განსაკუთრებული პირობებით "ავერსის" პარტნიორ კომპანიებში.

"ავერსი" გილოცავთ მარტის დღესასწაულებს და გისურვებთ ჯანმრთელობას, სილამაზესა და სულიერ სიმშვიდეს.

გააზიარე: