“ავერსის” სააფთიაქო ქსელის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლებისთვის 2016 წლის შემაჯამებელი კორპორატიული წვეულება 12 თებერვალს ქუთაისში, რესტორან “ქალაქურში” გაიმართა. ავერსელები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელოდან, რაჭიდან, იმერეთიდან – ჩამოვიდნენ განვლილი წლის პირადი თუ საერთო წარმატებების გასახსენებლად. ღონისძიებას დაესწრნენ საპატიო სტუმრები თბილისიდან. საღამოს წამყვანებად მოწვეულები იყვნენ ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობები ლელა ლომთაძე და გელა ებანოიძე.
თანამშრომლებს, ტრადიციისამებრ, კომპანიის დამფუძნებელი პაატა კურტანიძე მიესალმა – ადამიანი, რომელიც “ავერსის” სახელთან დაკავშირებული ყველა იდეის ავტორი და განმხორციელებელია.
საღამოს ყველაზე აზარტული ნაწილი, ნომინაციებში გამარჯვებულთა დასახელება, მოღიმარი ფარმაცევტით დაიწყო. ეს ტიტული დაიმსახურეს ნანა ლოლომაძემ (“ქუთაისი-14”), მარიკა დოლიძემ (“ბათუმი-2”) და რუსუდან აფხაზავამ (“ხონი”) – I, II, III ადგილები შესაბამისად.
ყველაზე გულისხმიერ ფარმაცევტებად დაასახელეს ელისო კუპატაძე (“ზესტაფონი-1”), ნონა დოლიძე (“ოზურგეთი-2”) და ნათია ბერიშვილი (“სენაკი -1”).
ყველაზე პროფესიონალი ფარმაცევტები აღმოჩნდნენ სოფო მეგრელიშვილი (“ქუთაისი-11”), ირმა ფირცხალაიშვილი (“ლანჩხუთი”), ლელა ბურჯანაძე (“ზესტაფონი-2”).
2016 წლის საუკეთესო გამგეები გახდნენ: რუსუდან თოდრია (“ბათუმი-2”), ელზა სახეჩიძე (“ზესტაფონი-4”) და შორენა შუღლაძე (“თერჯოლა”).
ყველაზე მიზანსწრაფულ გუნდად “ზესტაფონი-1” მიიჩნიეს, საუკეთესო აფთიაქის ნომინაციაში კი გაიმარჯვეს “ქუთაისი-6-ის”, "ოზურგეთი-3-ისა” და “ჩხოროწყუს” გუნდებმა.
წლის განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობით ქუთაისის მეცამეტე აფთიაქი ლიდერობდა.
რეგიონის საუკეთესო მესაჭედ დასახელდა ფირუზ ფხაკაძე, პარაფარმაციის საუკეთესო კონსულტანტად – ნინო თოხაძე “ბათუმი-2-დან”, საუკეთესო ოპერატორად – ზვიად ხუჯაძე, საწყობის საუკეთესო თანამშრომლად – ზაზა ბოჭორიშვილი.
მომხმარებელთა იმედის ნომინაციაში გამარჯვებულები აღმოჩნდნენ ამირან გოგოლაძე “ბათუმი-1-დან”, იზა მაჩიტიძე “თერჯოლადან”, ნინო პაპავა “სამტრედია-1-დან”, ამალია შენგელია “ჩხოროწყუდან”, ლალი ბახუტაშვილი “ქუთაისი-3-დან” და ირინა ზარანდია “სენაკი-1-დან”.
“ავერსის” დამსახურებული ფარმაცევტის წოდება ქუთაისის 21-ე აფთიაქის თანამშრომელ ნანა გაჩეჩილაძეს ხვდა წილად.
პაციენტებისა და “ავერსის” ყველაზე დიდი გულშემატკივრის სტატუსი ეთერ უჩავას ერგო, “ავერსის” წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი ირინა დოღონაძე, გოჩა ფურცხვანიძე და თამაზ ყანთელაძე დააჯილდოეს.
რეგიონში ყველაზე ელეგანტური ავერსელი აღმოჩნდა ნინო დოღონაძე “ქუთაისი-4-დან”, ხოლო “მის ავერსი 2016-ის” საპატიო ტიტული ქუთაისის პირველი აფთიაქის ფარმაცევტ სალომე კაკუშაძეს მიენიჭა.
გამარჯვებულთა ნაწილს ფულადი ჯილდო ერგო, ნაწილი კი საზღვარგარეთ ერთკვირიანი მოგზაურობით დააჯილდოეს.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა გოჩა ფურცხვანიძის იდეის მიხედვით შექმნილმა სადღესასწაულო ტორტმა, რომელზეც ორიგინალურად იყო გადმოცემული “ავერსის” განვითარების მთელი ისტორია – ერთი აფთიაქიდან უდიდეს კორპორაციამდე.
საღამოს მუსიკალურ გაფორმებაში საკუთარი წვლილი “ავერსის” ფარმაცევტმა მაგდა დარახველიძემაც შეიტანა – სხვა მუსიკალურ ნომრებთან ერთად წვეულება მის მიერ შესრულებულმა სიმღერებმაც გაალამაზა.
კორპორატიული წვეულება ქუთაისში
- 2017-02-20