“ავერსის” მერვე გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ

“ავერსის” მერვე გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ

  • 2017-02-16

“ავერსის” წამახალისებელი გათამაშება 19 იანვარს გაიმართა “რუსთავი 2-ის” ღია ეთერში. გათამაშდა 5-ჯერ 10 000 ლარი, 25 000 ლარი და მთავარი პრიზი - 50 000 ლარი. 15 თებერვალს კი გამარჯვებულებს სადაზღვევო კომპანია “ალფას” სათავო ოფისში პრიზები საზეიმოდ გადასცეს.
- მტრედი-ბარათის მფლობელებისთვის წამახალისებელი გათამაშება პირველად 2009 წელს გაიმართა და სასიამოვნო ტრადიციად იქცა, - აღნიშნა “ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ, - მოგეხსენებათ, წამლის შეძენა უმეტესად უსიამოვნო აუცილებლობით არის გამოწვეული, ამიტომ ამ ადამიანებისთვის გამარჯვების შანსის მიცემა და სიხარულის მინიჭება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი ერთგული და ყველაზე იღბლიანი მომხმარებლები “ალფას” სათავო ოფისში მოვიწვიეთ და მოგებული პრიზები გადავეცით - მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავი წახალისებაა ლოიალური მომხმარებლისთვის. მინდა, მივულოცო და ჯანმრთელობა ვუსურვო გამარჯვებულებს. ვისურვებდი, ამიერიდან “ავერსის” აფთიაქებში მხოლოდ მოვლისა და პრევენციის საშუალებების შესაძენად შემოსულიყვნენ.

10 000 ლარი ერგოთ გოჩა დოლბაძეს, დავით პირადაშვილს, ივანე ბეჟაშვილს, პაპუნა ლაღიძესა და შორენა სულწაძეს.
შორენა 31 წლისაა და თბილისის მკვიდრია. დაჯილდოების ცერემონიალზე ის შვილთან - მარიამ შეყილაძესთან ერთად მოვიდა. მოგებული თანხის ნაწილს, როგორც თავად გვითხრა, მეგობარს გადასცემს, რომლის შვილსაც ორივე თვალის ოპერაცია სჭირდება, დანარჩენს კი ოჯახს მოახმარს:
- გათამაშების თარიღი არ მახსოვდა და ნათლისღების დღესასწაულზე მართლაც მოულოდნელი, შესანიშნავი საჩუქარი მივიღე. უღრმესი მადლობა “ავერსს”, ამ ყოველმხრივ გამორჩეულ კომპანიას, რომელსაც სიხარულის მინიჭებაც ასე ლამაზად გამოსდის.
პაპუნაც თბილისელია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი: საბა და ლილე, - და ოჯახს საკუთარი მცირე ბიზნესით არჩენს. მიუხედავად იმისა, რომ გათამაშების 44 ბილეთი ჰქონდა, მოგება მისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა:
- “ავერსის” ერთგული მომხმარებელი გახლავართ. არა მხოლოდ აფთიაქის, არამედ კლინიკის მომსახურებითაც ხშირად ვსარგებლობთ. მიმაჩნია, რომ “ავერსი” საუკეთესოა და სწორედ ამიტომ ვანდობთ მას ჩვენს ჯანმრთელობას. როცა დამირეკეს და მოგების შესახებ მაცნობეს, მეგონა მეხუმრებოდნენ... მოგებულ თანხას ბიზნესის გასაფართოებლად გამოვიყენებ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა “ავერსს” შესანიშნავი სიურპრიზისთვის.
25 000 ლარით ფორტუნამ სოფიო კუჭავა დაასაჩუქრა. სოფიო ქუთაისელია, ერთი შვილის დედაა და ერთ-ერთ ორგანიზაციაში ბუღალტრად მუშაობს:
- ეს სიხარული მოულოდნელი იყო, არასოდეს არაფერი მომიგია და არც ამჯერად ველოდი ასეთ სიურპრიზს. დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივ, წარმატებულ და სანდო კომპანიას - „ავერსს“. დავრწმუნდი, რომ სასწაულისა უნდა გჯეროდეს - სწორედ მაშინ გაგიმართლებს, როცა არ ელი...
მთავარი პრიზი, 50 000 ლარი, კი ქუთაისის მკვიდრ თინათინ აბესაძეს ხვდა წილად. თინათინი ქუთაისის პირველ სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებელია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი _ ლუკა და მათე მანაგაძეები. როგორც თავად გვითხრა, “ავერსის” ხშირი და ერთგული მომხმარებელია:
- წამახალისებელი გათამაშების 74 ბილეთი მქონდა. ორი პატარა მყავს და “ავერსის” აფთიაქში ხშირად ვყიდულობ ბავშვის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებს. ასე დავაგროვე ბილთებიც... ალბათ, ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ სიურპრიზი მელოდა - დილიდან შესანიშნავ განწყობაზე გახლდით. საღამოს ნათლისღების დღესასწაულს ვზეიმობდი ახლობლებსა და მეგობრებთან ერთად, თან ტელევიზორს თვალს არ ვაშორებდი - მოგების იმედი მქონდა. 50 ათასის გათამაშების დრო რომ მოვიდა, ვთქვი, ახლა მთავარ პრიზს მოვიგებ-მეთქი და, ჩემდა გასაოცრად, ნათქვამი ამიხდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო “ავერსს” არა მხოლოდ ამ შესანიშნავი საჩუქრისთვის, არამედ იმ პოზიტივისთვისაც, რომელსაც გამუდმებით გვჩუქნის და უამრავი კეთილი საქმისთვის, ქველმოქმედებისთვის, რომელსაც დაარსების დღიდან ეწევა.
“ავერსი” მუდამ მზად არის, ერთგულ მომხმარებლებს სიხარული აჩუქოს.

გააზიარე: