"ალფა" ახალ წელიწადს ახალი გეგმებით ეგებება

  • 2017-01-26

სადაზღვევო კომპანია "ალფამ" ახალი წლის დადგომა სადღესასწაულო წვეულებით აღნიშნა. გასული წლის წარმატებები შეაჯამა და, ტრადიციულად, ყველაზე წარმატებულ თანამშრომლებს სიგელები და ჯოლდოები გადასცა.
წვეულება სიყვარულით, სიხარულით და სიურპრიზით აღსავსე აღმოჩნდა, რომელიც, ალბათ, თითოეული სტუმრისთვის მთელი წლის მანძილზე დაუვიწყარ მოგონებად დარჩება. საღამოს "ალფას" თანამშრომლები - გიორგი ბენაშვილი და ულამაზესი ქეთი ჯინჭარაძე უძღვებოდნენ.

განვლილი წლის მნიშვნელოვანი მოვლენები
"ალფამ" 2016 წელს მარკეტინგული კომუნიკაციები გააძლიერა, კომპანია ოფიციალური მზღვეველია პროექტ "ნიჭიერის", ფონდ "იავნანას", არტ სკოლის და ა.შ.
"ალფა" ემსახურება ისეთ მსხვილ ორგანიზაციებს, როგორიცაა: პარლამენტი, პროკურატურა, აღსრულების ეროვნული ბიურო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეროვნული ბიბლიოთეკა, მანდატურის სამსახური, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო და მრავალი სხვა...
2016 წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა თანამშრომელთა გადამზადება თემებზე: მომსახურების სტანდარტების ამაღლება, რისკების მართვის თანამედროვე მიდგომები, უახლესი სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით ოჯახის ექიმთა ტაქტიკა ზოგად და კონკრეტულ შემთხვევებში, სადაზღვევო სექტორში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვა და სხვა... და, რაც მთავარია, წინა წელთან შედარებით გაიზარდა კორპორატიული გაყიდვების პორტფელი.

სამომავლო გეგმები
2017 წელს "ალფას" მნიშვნელოვანი გეგმები აქვს დასახული:
* ელექტრონული გაყიდვები საიტის საშუალებით კორპორატიული პორტფელის კიდევ უფრო გაზრდა;
* საცალო გაყიდვების დეპარტამენტის განახლება;
* პროდუქტების დივერსიფიცირება;
* თანამშრომელთა გადამზადების პროცესის გაგრძელება.
* მარკეტინგული კომუნიკაციის გამყარება.
* მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროექტში ჩართვა

საუკეთესო თანამშრომლები
წლის საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა "ავერსის" კორპორატიული წვეულების ტრადიცია გახლავთ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს სიგელები გადასცეს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მაკა სოლოღაშვილმა და ავერსის დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ.
* წლის ორგანიზატორი - სოფიო ღიბრაძე
* ყველაზე მიზანსწრაფული - კესარია აფხაზავა
* დაზღვეულის სიმპათია - ქეთი ჯინჭარაძე
* კომპანიის ინტერესების საუკეთესო მცველი - თამარ ცეცხლაძე
* ყველაზე მეგობრული თანამშრომელი - ირმა ბიჭორიშვილი
* ყველასთვის საჭირო თანამშრომელი - შოთა გელაშვილი
* ყველაზე აკადემიური მენეჯერი - მაია ხუციშვილი
* ყველაზე ერთგული თანამშრომელი - გივი ბერიაშვილი
* წლის საუკეთესო ექსპერტი - შორენა შეყილაძე
* ყველაზე პროფესიონალი ანაზღაურების მენეჯერი - ნინო თოდუა
* წლის საუკეთესო გუნდი - გაყიდვების სამსახური
* ყველაზე პროფესიონალი ოჯახის ექიმი - რუსუდან ლორთქიფანიძე
* ყველაზე გულისხმიერი ოჯახის ექიმი - ნანა ბიბილური
* ყველაზე აკადემიური ოჯახის ექიმი - ინგა ჩაფიძე


დაჯილდოების ცერემონიალი სახალისო თამაშებითა და გასართობი პროგრამით დაგვირგვინდა. ჟიურის წევრები მოწვეული სტუმრები გახლდნენ – ლალი ბრეგვაძე, მალხაზ კურტანიძე, მაია კურტანიძე და ლაშა ბაზაძე;
სტუმრებისთვის ჩატარდა ტრადიციად ქცეული კონკურსი - წვეულებაზე თითოეულ მაგიდას 5 წუთიან ვადაში უნდა წარმოედგინა ორ სტროფიანი ლექსი, რომელიც ყველა ჩვენთაგანისთვის საყვარელი და პატივსაცემი პოეტის, საზოგადო მოღვაწის, უამრავი კეთილი საქმის ფუძისჩამყრელის, ყველასათვის სანიმუშო პიროვნების ბატონი ნიკოლოზ კურტანიძის შემოქმედებიდან აღებული კონკრეტული ფრაზით დაიწყებოდა. კონკურსანტებმა მუზასა და შემოქმედებით უნარებს მოუხმეს და საინტერესო ვერსიები წარმოადგინეს. ლექსის ორიგინალი ლალი ბრეგვძემ წაიკითხა. სამი გამარჯვებული კი თავად ავტორმა გამოავლინა. მათ ჯილდოდ ბატონი ნიკოლოზის წიგნები გადაეცათ.
ჩატარდა სისწრაფის კონკურსიც. საღამოს დასასრულს კი კიდევ ერთი ლამაზი სიმღერა გაჟღერდა "ალფას "' თანამშრომლების შესრუელბით.

- კორპორატიული ღონისძიებისთვის ერთი თვით ადრე ვიწყებთ მზადებას, მთელი გუნდი ჩართულია სამზადისში და მოუთმენლად ველოდებით იმ სიყვარულის და სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე საღამოს, როდესაც უნდა მოხდეს მთელი წლის შეჯამება და გამოვლინდეს საუკეთესო საუკეთესოთა შორის და თანამშრომლების მიერ გამოცხადდეს მზაობა და ერთსულეოვნება მომავალი წლის წარმატებების მისაღწევად. "ალფას" ძალიან შეკრული, თბილი და თავისი საქმის პროფესიონალებით შექმნილი გუნდი ჰყავს. "ალფას" კორპორატიული საღამო ყოველთვის გამორჩეულია განსაკუთრებული სითბოთი, მხირულებითა და ერთიანობით. ბატონი პაატა კურტანიძის მხარდაჭერა კი "ალფას" საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტი მონდომებით განვლოს გზა დასახული მიზნებისკენ - აღნიშნა "ალფას" გენერალურმა დირექტორმა მაკა სოლოღაშვილმა.

გააზიარე: