23 მარტს "ავერსის" კლინიკის გორის მეორე ფილიალში უფასო გასინჯვების საქველმოქმედო აქცია შედგა. სოფელ ატენისა და ხიდისთავის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზეს. 300-მდე პაციენტმა სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაცია გაიარა, ჩაიტარა ულტრაბგერითი გამოკვლევა... ამ აქციაში კლინიკის 22 ექიმი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის გასტროენტეროლოგი, კარდიოლოგი, თერაპევტი, ალერგოლოგი, დერმატოლოგ-ვენეროლოგი, ენდოკრინოლოგი (რომელიც დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს კონსულტაციასთან ერთად სისხლში გლუკოზის განსაზღვრასაც სთავაზობდა), გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი...
უნდა აღვნიშნო ისიც, რომ აქციაში მონაწილე პაციენტებს ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტებიც სრულიად უსასყიდლოდ გადაეცათ. ამასთან, 20 აპრილამდე ატენისა და ხიდისთავის მკვიდრთათვის "ავერსის" კლინიკის გორის მეორე ფილიალში ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების მიღება 30%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ.
ავერსის და ავერსის კლინიკის მორიგი აქცია
- 2014-03-31