ვარკეთილის მეტროსთან

ვარკეთილის მეტროსთან "ავერსის" განახლებული აფთიაქი გაიხსნა

  • 2014-03-06

ვარკეთილის მეტროსთან მოსახლეობას "ავერსის" სააფთიაქო ქსელის არა ერთი ფილიალი ემსახურება, თუმცა, მომხმარებლის სიმცირეს არც ერთი მათგანი არ უჩივის. პირიქით, "ავერსის" ერთგული ადამიანების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. ჯავახეთის ქუჩაზე აფთიაქი ათიოდე წლის წინ გაიხსნა და მას ყოველდღიურად უამრავი ადამიანი აკითხავდა. მოსახლეობის მხრიდან დროთა განმავლობაში გაზრდილ მოთხოვნას მომცრო ზომის აფთიაქი ვეღარ აკმაყოფილებდა, ამიტომ საჭირო გახდა მისი გაფართოვება და ასორტიმენტის სრული სპექტრის წარმოდგენა. 6 მარტს განახლებული ჯავახეთის ფილიალის პრეზენტაცია შედგა. აფთიაქის თანამშრომლებმა, რეგიონალურმა წარმომადგენლებმა და ერთგულმა მომხმარებლებმა თავი ერთად მოიყარეს, წითელი ლენტი საზეიმოდ გაჭრეს და მომხმარებელს მრავალი სიახლე შესთავაზეს ტკბილეულთან და საჩუქრებთან ერთად.

"ავერსის" სააფთიაქო ქსელის ისანი-სამგორის რეგიონალურმა მენეჯერმა გალაკტიონ ლაგვილავამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ავერსის" აფთიაქის მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნა არა მხოლოდ ქსელის ავტორიტეტის, არამედ პროფესიონალი ფარმაცევტებისა და მომსახურების მაღალი დონის დამსახურებაა: _  მოსახლეობას ჩამოყალიბებული, პროფესიონალი ფარმაცევტები ემსახურებიან, მათ გამოცდილება ნამდვილად არ აკლიათ. როგორც მოგეხსენებათ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში კონკურენცია სულ უფრო და უფრო იზრდება. შესაბამისად, ყველა წვრილმანი, ნებისმიერი ნიუანსი გასათვალისწინებელია იმისათვის, რომ მომხმარებელმა უმაღლესი დონის მომსახურებით ისარგებლოს და არჩევანი მუდამ "ავერსზე" გააკეთოს. სწორედ მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, საჭირო გახდა აფთიაქის გაფართოვებაც. დავამატეთ ფართი, გაიზარდა სავაჭრო დარბაზი, განახლდა ინტერიერი და ექსტერიერი, ასორტიმენტიც გადახალისდა _ ბავშვთა მოვლის და კვების პროდუქტების სრული სპექტრია წარმოდგენილი. მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პარფიუმერიას... რაც შეეხება მედიკამენტებს, "ავერსის" ყოველ აფთიაქში საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი მედიკამენტის შეძენა გახლავთ შესაძლებელი და მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთის აფთიაქი არ გახლდათ დიდი, აქ ყოველთვის მედიკამენტების სრული ასორტიმენტი იყო წარმოდგენილი, დღესაც ასეა. 
"ავერსის" განახლებულ აფთიაქში დღეს შვიდი ადამიანია დასაქმებული. მენეჯერი ახალგაზრდა, საოცრად ენერგიული და გულთბილი ადამიანია _ მარი მანგოშვილი 
_ ძალიან ბევრი ლოიალური მომხმარებელი გვყავს. ხშირად მოგვმართავენ რჩევისთვის, რადგან იციან, რომ აქ ყოველთვის დაეხმარებიან. ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენს მიმართ კეთილგანწყობას ყოველთვის გამოხატავს. ბევრმა აღნიშნა, რომ სანამ ჩვენს აფთიაქში რემონტი მიმდინარეობდა, ინტერესით ელოდნენ განახლებული აფთიაქის გახსნას და, რომ ისევ ჩვენი ფილიალის ერთგულნი რჩებოდნენ. 
ჩვენ კი მოსახლეობას არც ამჯერად გავუცრუებთ იმედს. შევთავაზებთ განახლებულ ასორტიმენტს, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებს. დარბაზი საგრძნობლად გაფართოვდა, ასე რომ ჩვენი პროდუქციის პრეზენტაცია უკეთ არის შესაძლებელი. ამჯერად ჩვენთან უკვე ჩვილის აქსესუარებიდან დაწყებული, მათი მოვლის საშუალებებითა და პარფიუმერიით დამთავრებული, ნებისმიერი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია. _ აღნიშნა აფთიაქის მენეჯერმა.
განახლებული აფთიაქის პრეზენტაციაზე შესაძლებლობა მოგვეცა მომხმარებლის აზრიც მოგვესმინა:
ქეთევან ასაბაშვილი ჯავახეთის ფილიალის გახსნის დღიდან ამ აფთიაქის ერთგული მომხმარებელია:
_ ხშირად ვსარგებლობ "ავერსის" აფთიაქის მომსახურებით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახლოს ვცხოვრობ და ეს ჩემთვის ხელსაყრელია, არამედ იმიტომაც, რომ მიყვარს "ავერსი", ამ ფილიალის კოლექტივი მომწონს, ძალიან კარგი გოგონები არიან _ ყოველთვის ფორმაში, გაღიმებულები... სასიამოვნო გარემოა, ვსარგებლობ "მტრედი" ბარათითაც, ფასდაკლებების აქციებითაც... ერთი სიტყვით გილოცავთ განახლებას. წინსვლასა და წარმატებებს გისურვებთ. 
თამთა აბრამიშვილი ახალგაზრდა გოგონაა, საკუთარი შეხედულების გაზიარება მანაც გადაწყვიტა: პირველ რიგში მომსახურებას ვაფასებ. აქ ყოველთვის კარგად მხვდებიან, არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ გულგრილობა ან უყურადღებობა მეგრძნო. კმაყოფილი ვარ. ასორტიმენტიც მრავალფეროვანია... ყოველთვის "ავერსის" აფთიაქს ვაკითხავ, რადგან ვიცი, რომ აქ აუცილებლად შევიძენ იმ მედიკამენტს, რომელიც მჭირდება, ამასთან ხარისხიანს და თანაც ყველაზე დაბალ ფასად... 
ქალბატონი ლამარა ცაბაძეც ვარკეთილის მკვიდრია. ისიც ჯავახეთის ფილიალის ხშირი სტუმარია:
_ აფთიაქის რემონტმა დისკომფორტი შემიქმნა, რადგან მიჩვეული ვიყავი ამ ფილიალს და სხვაგან თითქოს გული აღარ მიმიწევდა. გამიხარდა, რომ დროულად გაიხსნა აფთიაქი და კვლავ ჩემთვის ჩვეულ, მისაღებ და სასიამოვნო გარემოში მომიწევს მედიკამენტების შეძენა. აქ შესანიშნავი გოგონები მუშაობენ, მსიამოვნებს მათთან შეხვედრა. წარმატებებს გისურვებთ, რადგან ვიცი, რომ "ავერსი" მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული კომპანია არ გახლავთ, ის მოსახლეობაზე, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. "ავერსის" ჯავახეთის განახლებული ფილიალი მედიკამენტებისა და მოვლის საშუალებების სრულ ასორტიმენტს გთავაზობთ. გახსოვდეთ, რომ აქ მხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურება და ყველაზე დაბალი ფასებია. 
"ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

გააზიარე: