“ავერსის” განსაკუთრებული საჩუქარი დედებს

“ავერსის” განსაკუთრებული საჩუქარი დედებს

  • 2016-12-16

“ავერსი” მომხმარებელს ხშირად ანებივრებს სიურპრიზებით, აქციებითა და ფასდაკლებებით. ამჯერად კომპანიამ განსაკუთრებული საჩუქარი დედებს მოუმზადა: გახდით “დედების კლუბის” წევრი, მიიღეთ სპეციალური ბარათი და ისარგებლეთ მხოლოდ თქვენთვის განკუთვნილი ფასდაკლებით “ავერსის” სააფთიაქო ქსელსა და კლინიკებში, სადაზღვევო კომპანია “ალფასა” და “ავერსის” პარტნიორ ორგანიზაციებში, მაღაზიებსა და სილამაზის სალონებში, ბავშვთა გასართობ ცენტრებსა და პარფიუმერიის მაღაზიებში...

ახალი პროექტის პრეზენტაცია 15 დეკემბერს სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართა. მოწვეულთა შორის იყვნენ მრავალშვილიანი დედები, ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავები, ჟურნალისტები და “ავერსის” შვილობილი და მეგობარი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც პროექტი დეტალურად გააცნეს:

* “დედის ბარათის” მფლობელები დამატებითი ფასდაკლებით ისარგებლებენ “ავერსის” სააფთიაქო ქსელში. ფასდაკლება ცვალებადია და ცალკეული მომხმარებლის შენაძენის მასშტაბურობასა და სტაბილურობაზეა დამოკიდებული. ფასდაკლებათა გაცნობა მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია “დედების კლუბის” საიტზე: www.dedebisklubi.ge  

* მიიღებენ სპეციალურ წინადადებებს, რომელიც მათ მიერ დახარჯულ თანხებზე არ იქნება დამოკიდებული.

* ისარგებლებენ შეღავათებით “ავერსის” შვილობილ კომპანიებში:

. თერაპევტის უფასო კონსულტაციით და გინეკოლოგის კონსულტაციაზე 30%-იანი ფასდაკლებით “ავერსის კლინიკის” ისნის, ბოგდან ხმელნიცკის, რუსთავის, მარნეულისა და გორის ფილიალებში, ასევე – ჰოსპიტალურ ქსელ “მედალფაში”;

. 40%-მდე ფასდაკლებით “ავერსის კლინიკის” ისნის ფილიალის კოსმეტოლოგიურ კაბინეტში;

. 30%-იანი ფასდაკლებით ლაზერულ ეპილაციაზე “ავერსის” კლინიკის ბოგდან ხმელნიცკის ფილიალში;

. სპეციალისტების უფასო კონსულტაციითა და 15%-იანი ფასდაკლებით ნებისმიერ მომსახურებაზე “ავერსის კლინიკის” აღდგენითი თერაპიის ცენტრში;

. თერაპევტისა და გინეკოლოგის უფასო კონსულტაციით სამშობიარო სახლ “ახალი სიცოცხლეში” და, სურვილისამებრ, უფასოდ დაესწრებიან “მშობელთა სკოლის” გაკვეთილებს ორსულთათვის;

. გინეკოლოგის უფასო კონსულტაციით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და ამბულატორიულ დაწესებულებათა ქსელ “მედკაპიტალში”, სადაც ასევე უფასოდ ჩაუტარდებათ საშვილოსნოს ყელის სკრინინგი.

* სადაზღვევო კომპანია “ალფას” ნებისმიერ პროდუქტზე 10%-იანი ფასდაკლებით.

“დედის ბარათის” მფლობელებს განსაკუთრებულ  პირობებს სთავაზობენ “ავერსის” პარტნიორი კომპანიებიც: ტექნიკის მაღაზიათა ქსელი “ალტა-ოქეი”; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი “ვულე-ვუ”; საათებისა და სამკაულების მაღაზიათა ქსელები TIME და PANDORA; სათვალეების მაღაზიათა ქსელი “საფილო”; სილამაზის სალონების ქსელი “ნატალი”; სათამაშოების მაღაზიათა ქსელი “პეპელა”; საბავშვო ავეჯის მაღაზია “კაპლუმბა”; ბავშვთა და გასართობი ცენტრი “ბიბლუსი კიდსი”; იტალიური კაფე “ჩი გუსტა”; ტურისტული კომპანიაი “იბერთი ტური” და სხვები. კომპანიების სრულ ჩამონათვალს “დედების კლუბის” საიტზე იხილავთ.

– ჩვენი მიზანია, საქართველოში ყველა დედას დავეხმაროთ შვილების აღზრდაში, რათა მოტივაცია ჰქონდეთ, კიდევ იყოლიონ შვილები და ღირსეული თაობები აღუზარდონ ქვეყანას, – ბრძანა “ავერსის” დამფუძნებელმა, ბატონმა პაატა კურტანიძემ.

კომპანია “ავერსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ “ავერსი” მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა და მის ახალ ინიციატივასაც სოციალური მიზანი აქვს:

– გვინდოდა, წამოგვეწყო პროექტი, რომელიც დედებისთვის სასიამოვნო და სასარგებლო იქნებოდა. ყველა ქალი, რომელიც “ავერსის” აფთიაქში ბავშვის დაბადებისა და საკუთარ პირადობის მოწმობას წარადგენს, “დედების კლუბის” ბარათის მფლობელი გახდება და არაერთი შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა. “ავერსთან” ერთად პროექტში ჩვენი პარტნიორები და მეგობრები – კომპანიები, ორგანიზაციები და მაღაზიათა ქსელებიც არიან ჩართულნი.

დედას საქართველოში ოდითგანვე გამორჩეულ პატივს სცემდნენ. ასეც უნდა იყოს – საზოგადოებამ პატივისცემა უნდა გამოიჩინოს მათ მიმართ, განსაკუთრებით კი – მრავალშვილიანი დედების მიმართ. მინდა, თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ქვეყანას შესანიშნავ თაობებს უზრდიან.

“დედების კლუბის” იდეა თათა დგებუაძეს, “ავერსის” მარკეტინგის მენეჯერს ეკუთვნის:

– ახალი პროექტი ითვალისწინებს დამატებით ფასდაკლებას “ავერსის” სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილ თითქმის ყოველგვარ პროდუქტზე, უფასო კონსულტაციებს და ფასდაკლებას “ავერსის” სამედიცინო დაწესებულებებსა და პარტნიორ ორგანიზაციებში. პროექტი მხოლოდ დედაქალაქში არ იმოქმედებს – “ავერსს” ხომ კლინიკები და აფთიაქები რეგიონებშიც აქვს.

გვინდა, დედებს ყურადღება და მზრუნველობა ვაგრძნობინოთ, დავანახოთ, როგორ ვაფასებთ მათ ღვაწლს და რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჯანსაღი თაობების აღზრდა.

“ავერსის” ახალი ინიციატივის შესახებ აზრი სტუმრებმაც გაგვიზიარეს:

ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი:

– “ავერსი” ჩემი მეგობარი კომპანიაა, რადგან ქველმოქმედებაზე უარს არასოდეს ამბობს. ამ პროექტითაც გამოჩნდა, რომ “ავერსის” მარკეტინგის სამსახური შესანიშნავად ხვდება, რა არის კარგი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.

მანიკა ასათიანი, მოდელი:

– მოვიხიბლე დღევანდელი ღონისძიებით. პროექტი, რომელიც “ავერსმა” წარმოგვიდგინა, ყველა დედას შესანიშნავ პირობებს სთავაზობს. დავინტერესდი და გადავწყვიტე, საიტზე დაწვრილებითი ინფორმაცია მოვიძიო. დარწმუნებული ვარ, ბარათის აქტიური მომხმარებელი ვიქნები.

ნანუკა ხაზარაძე, ტელეწამყვანი:

– ყველაზე ძვირფასი, რაც დედას გააჩნია, შვილია. სასიამოვნოა, როდესაც გრძნობ, რომ შენსა და შენს შვილზე ასე ზრუნავენ. ვფიქრობ, ახალი პროექტი დაავადებების პრევენციისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.

ეკა ქაჯაია, 6 შვილის დედა:

– მრავალშვილიანთა დახმარების პროექტი, რომელსაც “ავერსი” უკვე წლებია ახორციელებს, ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია და ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ახალი ინიციატივაც სწორედ დედების დაფასებას, მხარდაჭერას, მათთვის ცხოვრებისეულ სირთულეთა შემსუბუქებას ისახავს მიზნად. დიდი მადლობა ამ სიკეთისთვის, იმ კეთილგანწყობისთვის, რომელსაც თითოეული დედა ამ კომპანიისგან გრძნობს.

სოფიო კვაშილავა, 11 შვილის დედაა:

– “ავერსის” ყურადღებას და მხარდაჭერას მრავალშვილიანები განსაკუთრებით ვაფასებეთ, რადგან ეს ის არის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. “ავერსი” კი ერთადერთი კომპანიაა, ვინც ასე ანებივრებს.

პრეზენტაციაზე გაიმართა შესანიშნავი პრიზების გათამაშება და კონკურსი, რომელშიც პატარა სტუმრებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ თავიანთი დედიკოები უნდა დაეხატათ. კონკურსში ხუთი წლის ანიტა ჯინიუზაშვილმა და ვიქტორია რიჩკომ გაიმარჯვეს. “ავერსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მათ სპეციალური პრიზები გადასცა.

გააზიარე: