“ავერსის კლინიკა”, “ალფა” და სხვები – კიდევ ერთი გრანდიოზული წვეულება “ავერსში”

“ავერსის კლინიკა”, “ალფა” და სხვები – კიდევ ერთი გრანდიოზული წვეულება “ავერსში”

  • 2014-01-25

 წლიდან წლამდე იზრდება კომპანია “ავერსის” თანამშრომელთა რიცხვი. კორპორატიულ წვეულებებზეც უფრო და უფრო მეტი ხალხი იყრის თავს. თბილისში არ არსებობს დარბაზი, რომელიც გრანდიოზულ საღამოზე დასწრების ყველა მსურველს დაიტევს, ამიტომ “ავერსის” კლინიკათა ქსელი და სადაზღვევო კომპანია “ალფა” ცალკე მართავენ წლის შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებას. წელს ასეთი საღამო რესტორან “ბერმუხაში” გაიმართა. მის უშველებელ დარბაზშიც კი გაჭირდა ექვსასზე მეტი სტუმრის მოთავსება. წამყვანების გამოჩენამდე საზეიმო განწყობა, საერთო მხიარულება და დიდი მოლოდინი იგრძნობოდა, კომპანია “ავერსის” დამფუძნებლის, ბატონი პაატა კურტანიძის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ კი გამარჯვებულთა დასახელება დაიწყო.

ყველა მოუთმენლად ელოდა თავისი განყოფილების წარმატებული თანამშრომლის გამოვლენას. პირველად “ავერსის კლინიკის” თანამშრომლები დააჯილდოეს. კლინიკაში პაციენტს პირველად ექიმი რეგისტრატორი ხვდება. ალბათ ამიტომ, თავდაპირველად რეგისტრატორებს აჯილდოებენ. “ავერსის კლინიკის” საუკეთესო რეგისტრატორის” ნომინაციაში III ადგილი ხათუნა ბაღაშვილს ერგო, II – ქეთევან ბარათაშვილს, ხოლო I – მედეა მეგრელიძეს.
რეგისტრატორების შემდეგ საუკეთესო სანიტრები გამოავლინეს. II ადგილი ხათუნა კამკამიძემ დაიმსახურა, I – ნინო გურჯიძემ.
ექიმის მარჯვენა ხელი მისი მედდაა. საუკეთესო მედდების ადგილები წელს ასე განაწილდა: III ადგილი – ელენე გრიგოლაშვილი, II ადგილი – ხათუნა მანჯავიძე, I ადგილი –  ლელა სახვაძე.
ექიმების ჯერიც დადგა. მათგან ყველაზე მომხიბვლელად სალომე დევდარიანი მიიჩნიეს, ყველაზე კომუნიკაბელურად – ლელა ძნელაძე, ყველაზე კოლეგიალურად – ბარნაბ ნიკოლაძე.
ყველაზე სრულყოფილი ისტორიის ავტორი ეკატერინე საღირაშვილი აღმოჩნდა, ყველაზე გულისხმიერი ექიმის წოდება გოჩა გორგოძეს ერგო, ხოლო ყველაზე აკადემიურისა –  მაია აბალოიძეს.
კლინიკის საუკეთესო წარმომადგენლის სტატუსი მარინე ჭავჭანიძეს მიენიჭა.
გეგმების შესრულების საუკეთესო მაჩვენებლებისთვის ორი ადამიანი დააჯილდოეს: II ადგილი ანაჰიტ ხაჩატურიანმა დაიკავა, I – ნაილი აბესაძემ.
დადგა ყველაზე წარმატებული განყოფილების დაჯილდოების დრო და ეს ტიტული რადიოლოგიის განყოფილებამ დაიმსახურა, რომელსაც ნიკა საინიშვილი ხელმძღვანელობს.
ადმინისტრაციის საუკეთესო თანამშრომლად თიკო გაგნიძე დაასახელეს, ხოლო ფილიალის საუკეთესო მენეჯერად – ლელა ინასარიძე. 
ყველაზე წარმატებული ექიმების წოდება კობა ხაჭვანს (II ადგილი) და მაია ბერაიას (I ადგილი) ერგოთ.
“ავერსის კლინიკის” უმშვენიერესი ქალბატონი წელს დეა გიგინეიშვილი გახდა. მის “ავერსის კლინიკა”-2013-მა კლინიკის დირექტორთან, დიმიტრი ჯორბენაძესთან ერთად ტრადიციული ვალსი შეასრულა.
ნომინაციებს შორის ექიმებმა საცეკვაო და ვოკალური ნომრები შემოგვთავაზეს. ხომ გაგიგონიათ ექიმების ნიჭიერების ამბავი; თანაც, უკვე დამკვიდრებული ტრადიციის გათვალისწინებით, აღარავის გაჰკვირვებია სოფო ძაძამიასა და მარიამ გელხვიძის მიერ ფანდურის თანხლებით შესრულებული მუსიკალური ნომერი, თამარ ობგაიძის “ჩა-ჩა-ჩა”, სხვების არანაკლებ დახვეწილი ცეკვა თუ სიმღერა.
მუსიკალური შესვენების შემდეგ “ალფას” ნომინაციების დასახელება დაიწყო. ნომინანტები სადაზღვევო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მაკა სოლოღაშვილმა წარადგინა.
პირველი ნომინაცია გახლდათ “საუკეთესო ანალიტიკოსი”, რომელშიც გამარჯვება ნინო ჩერქეზიშვილმა მოიპოვა. მომგებიანი პროდუქტების შექმნისთვის ფიქრია ხურციძე დააჯილდოეს. თავისთავად დიდი ჯილდოა, როდესაც დაზღვეულთა სიმპათია ხდები. ეს პატივი წილად ნინო მირველაშვილს ერგო.
საუკეთესო მთვლელი თეო ლომინაძე აღმოჩნდა, ყველაზე გამოცდილი ექსპერტი – შორენა შეყილაძე, ყველაზე სამართლიანი – სოფიო ყურაშვილი, ყველასთვის საჭირო თანამშრომელი – ბაქარ მათიკაშვილი. 
მოხმარებელთა ნდობა რომ მოიპოვო, მათი ინტერესების დაცვა ბოლომდე უნდა შეგეძლოს. დაზღვეულთა ინტერესების საუკეთესო დამცველად  მარი ივანიშვილი დაასახელეს. 
“ალფას” ყველაზე ელეგანტური თანამშრომლის ტიტული მარიამ გუჯაბიძემ დაისაკუთრა.
მცირე მუსიკალური შესვენების შემდეგ ნომინაციების მარათონი გაგრძელდა.
პროვაიდერებთან საუკეთესო ურთიერთობისთვის პრიზი მაია ხუციშვილს გადაეცა. რა თქმა უნდა, არც ახალბედები დაივიწყეს – “წლის დებიუტის” გამარჯვებული ირაკლი ვეკუა გახდა.
რეგიონულ მართვაში მიღწეული შედეგებისთვის რამდენიმე ნომინანტი დაჯილდოვდა: ტატო თოდუა, გაგა გოჩაშვილი, გია ჯავახიშვილი, დეა დიასამიძე და ნინო მახარაძე. 
კომპანიის გარე სტრუქტურებიდან “ალფას” ყველაზე დიდ მხარდამჭერად აუდიტორი ირაკლი გვაზავა დაასახელეს, ყველაზე აკადემიურ მენეჯერად – ეკა ზვიადაძე, ხოლო კომპანიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო ნინო გაჩეჩილაძეს ხვდა წილად. დასასრულს, სცენიდან სადაზღვევო კომპანიის ყველაზე მშვენიერი ქალბატონის სახელიც გაისმა. მის “ალფა” 2013-ის ტიტული სოფო ჩქოტუას ერგო.
ტრადიციული ცეკვა მის “ალფასთან” ერთად კომპანიის დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ შეასრულა. 
ამის შემდეგ ნომინაციები “ალფას” შვილობილმა კლინიკათა ქსელმა “მედ-ალფამ” წარადგინა. მან თანამშრომლები შემდეგი დამსახურებისთვის დააჯილდოვა:
ყველაზე მოწესრიგებული – ნუნუ ხორავა, ყველაზე მშრომელი – მანანა ტურავა, ყველაზე თავდადებული – ლევან ანთაძე,  ყველაზე წარმატებული – დავით მდინარაძე, ყველაზე ერთგული – მამუკა კორინთელი, ყველაზე გულისხმიერი – ნელი ბუდაღაშვილი.
ბენდის მუსიკალური ნომრების შემდეგ კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჯერი დადგა.
“საუკეთესო ექთანის” ნომინაციაში ჯილდო ორმა მედდამ მიიღო: იულია ბაკურაძემ (II ადგილი) და დოდო სილაგაძემ (I ადგილი).
სამსახურის საუკეთესო უფროსი კახი კარიაული აღმოჩნდა. არც თანამშრომელთა პიროვნული თვისებები გამორჩენიათ: საუკეთესო იუმორის მქონედ გიორგი საყვარელიძე მიიჩნიეს, ყველაზე მეგობრულად კი – დიმიტრი შავდია. 
ყველაზე წარმატებული ანგიოქირურგის წოდება წელს ირაკლი ფერაძეს ერგო, ყველაზე კოლორიტულისა – გიორგი შარაშიძეს, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ლექსო ლაგვილავა აღმოჩნდა, ყველაზე მშრომელი ექიმები – ნანა ღვალაძე და ტატიანა ზუბიაშვილი, ყველაზე აკადემიური კი – ეკა ქურდაძე.
ყველაზე სწრაფი წინსვლისთვის გიორგი ეგუტიძე დააჯილდოეს, ყველაზე საპატიო თანამშრომლის სტატუსი კი გივი წიწუაშვილს ხვდა წილად. წლის საუკეთესო უფროსი ექთანი ნაირა ხარშილაძე გახდა, “ცენტრის ინტელექტი” – ყველაზე ინტელექტუალური ექიმი – ნიკოლოზ ჩადუნელი. საუკეთესო მენეჯერად თამარ მურადაშვილი დაასახელეს, საუკეთესო მთვლელად – დავით ყოჩაშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინტერესების საუკეთესო დამცველად – ირაკლი ხარშილაძე, საუკეთესო ადმინისტრატორად კი – მარინე მაღრაძე.
ქირურგიის ცენტრის ყველაზე ელეგანტური თანამშრომელი ლიანა მატუა აღმოჩნდა, ხოლო ყველაზე მომხიბვლელი – ნათია გულიაშვილი. მის “ქირურგიის ეროვნული ცენტრი 2014-მა” ცენტრის გენერალურ დირექტორთან ლაშა ბაზაძესთან ერთად ვალსი შეასრულა. დაჯილდოებულთა უმეტესობამ სიგელსა და საჩუქართან ერთად ფულადი პრემია და საზღვარგარეთ ხუთდღიანი შემოქმედებითი მივლინების საგზური მიიღო. ასეთი სტიმულის შემდეგ ვინ არ ეცდება, უფრო მეტად წარმოაჩინოს საკუთარი თავი.
ოფიციალური ნაწილის შემდეგ საერთო მხიარულება გაცხოველდა. სამსახურებრივ ვალდებულებებს დროებით მოწყვეტილი ადამიანები, რომელთაც ერთი დიდი კომპანია – “ავერსი” აერთიანებს და რომლებიც ერთმანეთს უმთავრესად სამუშაო გარემოში ხვდებიან, ამ საღამოს ურთიერთობის სიხარულით ტკბებოდნენ.

გააზიარე: