იტალიური კოსმეტიკური ბრენდის

იტალიური კოსმეტიკური ბრენდის "მესაუდა მილანოს" პრეზენტაცია

  • 2016-07-22

ავერსის ორგანიზებით 21 ივლისს 19:00სთ–ზე მოეწყო იტალიური კოსმეტიკური ბრენდის `მესაუდა მილანოს~ პრეზენტაცია, რომელიც გაიმართა სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიის~ ბოლ რუმის დარბაზში.

იტალიური დეკორატიული კოსმეტიკა `მესაუდა მილანო~ ხარისხისა და ფასის საუკეთესო კომბინაციაა. `მესაუდას~ ხაზი აერთიანებს როგორც პროფესიონალურ, ასევე არაპროფესიონალურ კოსმეტიკას. მას აქვს საკმაოდ ვრცელი ხაზი, რომელშიც შედის სახის საცხები, ტონალურები, ფერუმარილი, რუჟი, თვალის ჩრდილები, თვალის და ტუჩის ფანქრები, ლაინერები, ტუჩის საცხები, ტუშები, ფრჩხილის ლაქები და სხვა მრავალი პროდუქცია.

პრეზენტაციაზე მოსული ყველა სტუმარი დასაჩუქრდა იტალიური კოსმეტიკური ფირმის `მესაუდა მილანოს~ პროდუქციით.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ მედიის წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიის პრ–ისა და მარკეტინგის წარმომადგენლები და ცნობილი სახეები შოუბიზნესიდან.

გააზიარე: