ავერსის თასის საჩოგბურთო ტურნირის მეათე დაჯილდოება გაიმართა

ავერსის თასის საჩოგბურთო ტურნირის მეათე დაჯილდოება გაიმართა

  • 2016-06-14

ივნისის თვეში "ავერსის" სახელობის საჩოგბურთო ტურნირის რიგით მეათე საიუბილეო შეჯიბრი გაიმართა. ტრადიციულად, მასში მონაწილეობას 16 წლამდე მოზარდები იღებდნენ. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში საუკეთესოთა გამოსავლენად და მათი სპორტული მიღწევების აღსანიშნავად ტარდება. 

ფარმაცევტულმა კომპანიამ "ავერსის" სახელობის თასი, პირველი გამარჯვებების დამადასტურებელ სერტიფიკატებთან და დიპლომებთან ერთად, პატარა სპორტსმენების წასახალისებლად და დასაჯილდოებლად დააწესა.
5 ივნისს თბილისის "სიტი-სპორტის" კორტებზე "ავერსის" თასის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შედგა. წლეულს ტურნირში 100-მდე ბავშვი მონაწილეობდა. საუკეთესონი 10 სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფი გამოვლინდნენ:
ეგრეთ წოდებულ "წითელ" ჯგუფში, სადაც 5-დან 8 წლამდე ბავშვები ასპარეზობენ, გამარჯვებული ოლეგ ბარიუშკინია.
"ნარინჯისფერ" გუნდში – 8-9 წლის ბავშვებში – პირველი ადგილი ნიკოლოზ გურგენიძემ მოიპოვა.
10 წლამდე ბავშვებს შორის გამარჯვებული გახლავთ ნატალი ცომაია.
12 წლამდე გოგონებს შორის პირველი ადგილის მფლობელი ნატალია ტოკლიკიშვილი გახდა, ხოლო, ვაჟებს შორის გამარჯვებული გიორგი თეთრაძეა.
14 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი გოგონათა შორის – ლიზი დოლიძემ, ხოლო ვაჟთა შორის – ნიკა ბიძინაშვილმა დაიმსახურეს.
16 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში კი გამარჯვებულები გახდნენ ნინო ბიბიაშვილი და ლუკა ქორიძე.
ტურნირის მნიშვნელობასა და ორგანიზაციულ საკითხებზე ვესაუბრეთ, შპს "სიტი-სპორტის" დირექტორს მიხეილ ბუთხუზს:
– "ავერსის" თასის რიგით მეათე, საგაზაფხულო ტურნირი შედგა. შეჯიბრება, ტრადიციულად, "სიტი-სპორტის" კორტებზე ჩატარდა. ტურნირი არნახული პოპულარობით სარგებლობს და მასში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება. პირველ ოლიმპიადაში 60 ბავშვი იღებდა მონაწილეობას, შარშან, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 150-მდე ბავშვი ასპარეზობდა. წლეულს კი ტურნირმა 100 პატარა სპორტსმენს უმასპინძლა.
მრავლად იყვნენ უცხოელი სტუმრებიც, მათ შორის უნდა გამოვყო ბრიტანეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ყაზახების მოზარდი სპორტსმენები... ტურნირი 5 ასაკობრივ კატეგორიაში – 5-დან 16 წლამდე მოზარდებს შორის ჩატარდა. ათი პირველი ადგილი გათამაშდა, ათი – მეორე და ათიც – მესამე. "ავერსმა" გამარჯვებულები მედლებით, სიგელებითა და სპეციალური სასაჩუქრე ნაკრებით დააჯილდოვა. საუკეთესოებს კი "ავერსის საჩოგბურთო თასი" ხვდათ წილად...
წლეულს სიახლეც გვქონდა – დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა, განრიგისა და შედეგების ნახვა ინტერნეტის საშუალებით შეეძლოთ. სამომავლოდ, ფინალური მატჩების ონლაინ რეჟიმში ჩვენებასაც ვგეგმავთ.
"ავერსის" თასი მოზარდ ჩოგბურთელთათვის პრესტიჟულ ჯილდოდ იქცა. კომპანია კვლავ განაგრძობს სპორტული აქტივობებისა და აქციების, ოლიმპიადებისა და შეჯიბრებების მხარდაჭერას ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ჯანსაღი მომავალი თაობების აღსაზრდელად.
ტურნირის შესახებ ვესაუბრეთ ასევე, "ავერსის" გენერალურ დირექტორს ირაკლი ფურცელაძეს:
– სასიხარულოა, რომ "ავერსის" საჩოგბურთო ტურნირი წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება და მასში მონაწილეობის მსურველთა რიცხვიც იზრდება.
"ავერსის" საჩოგბურთო ტურნირი პატარა ასაკის ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპარეზია, ეს მათი პირველი ნაბიჯებია დიდ სპორტში და არ არის გამორიცხული, რომ მათგან რომელიმემ უფრო მასშტაბურ არენაზე საქართველო ასახელოს... ამ დროს, ისინი აუცილებლად გაიხსენებენ, რომ პირველი ნაბიჯი სწორედ "ავერსის" ტურნირში გადადგეს და პირველი გამარჯვებაც აქ მოიპოვეს...
აღსანიშნავია ისიც, რომ ბატონი ირაკლის ვაჟი – საბა ფურცელაძე "ავერსის" თასის მფლობელი არაერთხელ გახდა, წლეულს კი ის უკვე საერთაშორისო ტურნირის მონაწილე იყო.
"ავერსის" ტურნირებმა მას გზა საერთაშორისო ასპარეზზე გაუკვალა. წარმატებას და წინსვლას ვუსურვებთ ახალგაზრდა სპორტსმენს.…
"ავერსი" ცდილობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და ამიტომ ყოველთვის ხელს უწყობს სპორტულ აქტივობებს, ორგანიზებას უწევს მსგავსი ტიპის აქციებს და "ავერსის" საჩოგბურთო ტურნირიც ამ პოლიტიკის გაგრძელებაა. კომპანია მომავალშიც ხელს შეუწყობს ასეთი შეჯიბრების ორგანიზებას.
"ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.

გააზიარე: