სპორტში მძიმე შრომის გარეშე წარმატების მიღწევა რთულია. ძლიერ დატვირთვას კი, ხშირად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოსდევს. ამასთანავე, ნაკრების წევრები მუდმივად ფორმაში რომ იყვნენ რეგულარული სამედიცინო მომსახურება, დიაგნოსტიკური კვლევები და სხვადასხვა სახის პროცედურები სჭირდებათ. შესაბამისად, თუ სპორტსმენს არ აქვს სრულყოფილი სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება, ვერც სპორტულ არენაზე ასახელებს თავის ქვეყანას. ეს თემა დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, როცა სოჭის ზამთრის ოლიმპიადა იწყება...
“ავერსისთვის” ქართული სპორტის მიღწევები ძალიან მნიშვნელოვანია.
კომპანიის დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ქართული სპორტის დიდი ქომაგი და გულშემატკივარია, ალბათ, ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება, თავისი წვლილი შეეტანა ქართული სპორტის განვითარებაში _ უკვე მეხუთე წელიწადია, რაც მისი ინიციატივით მოქმედებს პროექტი, რომლის თანახმად ქართულ სპორტში მოღვაწე და ვეტერანი სპორტსმენები “ავერსის” კლინიკაში სამედიცინო მომსახურებას სრულიად უსასყიდლოდ იღებენ. გარდა ამისა, ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტებიც პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ _ ამ პირობებით 2009 წლის 19 თებერვალს “ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის პირველად გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ყოველწლიურად ერთი წლის ვადით იდება. წლეულსაც 4 თებერვალს “ავერსის” კლინიკაში გაფორმდა შეთანხმება დახმარების მემორანდუმის გაგრძელების თაობაზე. ბრიფინგს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი;
ვიცე-პრეზიდენტები _ ელგუჯა ბერიშვილი და ნინო სალუქვაძე;
“ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე;
“ავერსის” კლინიკათა ქსელის გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე და ქართული სპორტის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები _ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები.
დღემდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა პროექტის ფარგლებში 532 640 ლარის სამედიცინო მომსახურებით ისარგებლეს და 206 025 ლარის ღირებულების მედიკამენტები მიიღეს.
მემორანდუმის თანახმად, სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანია “ავერსის” პრიორიტეტი გახლავთ.
როგორც "ავერსის" დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, ხელშეკრულება ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას, ჯანმრთელი მომავალი თაობების აღზრდას და, საზოგადოდ, სპორტის პოპულარიზაციას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად:
_ "სასიხარულოა, რომ 2009 წელს დაწყებული ტრადიცია კვლავაც გრძელდება. ღმერთის წყალობით და ჩვენი შრომით გვაქვს საშუალება, გამოვხატოთ პატივისცემა და მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ათწლეულების მანძილზე იშრომეს, იღვაწეს, ბევრი ოფლი დაღვარეს იმისათვის, რომ საქართველო ესახელებინათ. მემორანდუმის შესახებ იდეა სწორედ ამ სულისკვეთებით წარმოშვა _ ვეტერანი სპორტსმენებისთვის გაგვეწია სამედიცინო დახმარება და კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ჩვენი პატივისცემა ამ დამსახურებული, ღვაწლმოსილი ადამიანების მიმართ. მნიშვნელოვანია მოქმედი სპორტსმენებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა და მათი საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფაც. ვინაიდან, ძალიან გვინდა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებმაც ისევე გაუთქვან სახელი საქართველოს როგორც ჩვენმა სახელოვანმა ვეტერანებმა. ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ გასულ წლებში მოქმედ მემორანდუმს, ასე რომ, ყველა ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენი, რომელსაც ოლიმპიური კომიტეტი გაუწევს რეკომენდაციას "ავერსის" კლინიკებში სამედიცინო მომსახურებას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებენ და მათ ექიმის მიერ ყველა დანიშნული მედიკამენტიც უფასოდ გადაეცემათ. ქართველ სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებზე წარმატებებს ვუსურვებთ, მოგეხსენებათ, სულ რამოდენიმე დღეში სოჭის ზამთრის ოლიმპიადა იწყება. მიგვაჩნია, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს _ ცნობილი ფაქტია, რომ საბერძნეთში ოლიმპიადის დროს ომი წყდებოდა და ზავი იდებოდა. სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უკეთესი შანსი, რომ მის წინაშე წამოჭრილი პრობლემები უფრო ეფექტურად და ადვილად გადაჭრას.
მინდა მადლიერება გამოვხატო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ბატონ ლერი ხაბელოვის მიმართ, რომელიც გამორჩეულად ზრუნავს მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებზე. ვფიქრობ, ეს ფაქტი თავად სპორტსმენებისთვისაც სასიამოვნო და დასაფასებელია. ასევე მისაბაძი და სამაგალითოა სხვა მსგავსი ასოციაციებისთვის. სპორტსმენებზე ზრუნვა თითოეული ჩვენი მოქალაქის ვალია და ჩვენ ბედნიერად ვთვლით თავს, რომ ღმერთის წყალობით შეგვიძლია რაღაც წვლილი შევიტანოთ ქართული სპორტის განვითარებაში". როგორც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, “ავერსის” დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე ქართული სპორტის დიდი ქომაგია:
_ "ავერსსა" და ოლიმპიურ კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი მართლაც წარმატებული აღმოჩნდა _ ნაკრების წევრები მუდმივად ფორმაში რომ იყვნენ რეგულარული სამედიცინო მომსახურება, დიაგნოსტიკური კვლევები და სხვადასხვა სახის პროცედურები სჭირდებათ. ბატონი პაატას ხელშეწყობით ყოველივე ამას სპორტსმენები უსასყიდლოდ იღებენ. ეს მართლაც დიდი საქმეა _ ქართულ სპორტს დიდი გულშემატკივარი ჰყავს, რაზეც მადლობას მოგახსენებთ ბატონო პაატა _ პროექტი ნამდვილად წაადგება ჩვენს სპორტს, რადგან არა მხოლოდ ვეტერანები, არამედ ნაკრების წევრები და მოქმედი სპორტსმენები, უმთავრესად, სწორედ ავერსის კლინიკაში იტარებენ სამედიცინო კვლევებს და ასევე ფონდ “ავერსის” ხელშეწყობით იღებენ მედიკამენტებს, რომლებსაც ექიმი უნიშნავთ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ავერსმა 50%-ით გადააჭარბა მემორანდუმით გათვალისწინებულ ხარჯებს. სპორტსმენების რიცხვი კი, ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა სულ უფრო და უფრო იზრდება. მადლობა ბატონ პაატას ამ თანადგომისთვის. სპორტის ფედერაციის სახელით, ვეტერანი და წამყვანი სპორტსმენების სახელით, დიდ მადლობას მოგახსენებთ იმ გულისხმიერებისთვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ქართული სპორტის მიმართ.
მოგეხსენებათ, სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვიღებთ. ამ ასპარეზზე დიდ წარმატებებს არ ველით, მაგრამ სპორტის პრინციპები უნდა დავიცვათ. ჩვენ ჩვენს გზას უნდა მივდიოთ. სპორტსმენები ემზადებიან ამ შეჯიბრებებისთვის, ასე რომ ჩვენი ვალია, მათ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ. სასურველია, ამ თამაშებში რაც შეიძლება მეტმა სპორტსმენმა მიიღოს მონაწილეობა" _ აღნიშნა ბატონმა ლერიმ.
“ავერსის კლინიკის” გენერალური დირექტორის დიმიტრი ჯორბენაძის თქმით, მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა "ავერსსა" და ოლიმპიურ კომიტეტს შორის დადებულ მემორანდუმში მონაწილეობა:
_ "დღეს "ავერსისთვის" და ოლიმპიური კომიტეტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. კიდევ ერთი წლით გრძელდება შეთანხმება, რომელიც პირველად 2009 წლის თებერვალში დაიდო. ამ ხნის განმავლობაში კლინიკამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო მომსახურება გაუწია კომიტეტის მიერ წარდგენილ სპორტსმენებს. თანამედროვე სპორტში შეუძლებელია წარმატების მიღწევა, თუ სპორტსმენს არ აქვს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება. სპორტის სპეციფიკიდან გამომდინარე კი მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო სამსახურის სრული დატვირთვით, გამართული მუშაობაც. "ავერსის" კლინიკაში ეს სამსახური უმაღლეს დონეზე გახლავთ აღჭურვილი, თუმცა დიდ დატვირთვას ვეღარ აუდიოდა, გაზრდილ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა, ამიტომ ახალი აპარატურის შერჩევა, შეძენა და სარეაბილიტაციო სამსახურის სრული განახლება მოხდა. თებერვლის თვეში კლინიკაში გაიხსნება ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე აპარატურით, აუზით და ყველა იმ საჭირო ინვენტარით რაც აუცილებელია როგორც სპორტული ტრავმების შემდგომი რეაბილიტაციისთვის, ასევე სხვა დაავადებების მქონე პაციენტთა სამკურნალოდ".
ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა რომან რურუამ აღნიშნა, რომ სისტემატური სამედიცინო კონტროლი სპორტსმენისთვის ისევე აუცილებელია, როგორც ვარჯიში:
_ "ამ პროექტის წყალობით იმედიანად ვართ _ არ გვეშინია, რომ წამლის შესაძენად თანხა არ გვეყოფა, რომ სამედიცინო მომსახურების ღირებულებას ვერ ავანაზღაურებთ... მოგეხსენებათ, დღეს ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალი ანაზღაურებაა, დაბალი ხელფასებია და სპორტსმენებსაც უჭირთ. ამიტომ მათთვის რთულია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "ავერსს" იმ თანადგომისთვის, რასაც ჩვენი სპორტსმენებისა და ვეტერანების მიმართ იჩენს. ბატონი პაატა კურტანიძე უდიდეს საქმეს აკეთებს, ყველა სპორტსმენის სახელით მადლობას ვუხდი ეროვნული საქმის ერთგულებისთვის. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ "ავერსის" კლინიკაში სამედიცინო სერვისები უმაღლეს დონეზეა".
მართლაც, სპორტსმენს ძლიერი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დატვირთვის ატანა უწევს, ამიტომ მისთვის სამედიცინო მომსახურება ხშირად ცხოვრების წესად იქცევა ხოლმე. მემორანდუმი ყოველწლიურად ფორმდება და პროექტი კვლავაც გაგრძელდება.
“ავერსი” საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს უსურვებს წარმატებას, გამარჯვებას, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს.