“ავერსის” მტრედი ბარათის რიგით მეხუთე წამახალისებელი გათამაშება 2013 წლის 30 დეკემბერს "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში შედგა. მთავარი პრიზი _ 20 ათასი ლარი ყველაზე იღბლიან მონაწილეს ხვდა წილად, ხუთ გამარჯვებულს 10 ათასი და კიდევ ხუთს _ 5 ათასი ლარი ერგო. იმ გამორჩეულად ერთგული მომხმარებლებისათვის კი, ვისაც 50-ზე მეტი ბილეთი ჰქონდა დაგროვილი გათამაშდა ორ კაციანი საგზური ხმელთაშუა ზღვაზე. გამარჯვებულებს პრიზები 29 იანვარს "ავერსის" ოფისის მცირე დარბაზში საზეიმოდ გადაეცათ. გაბრწყინებული თვალები, მომღიმარი სახეები და ავერსული ფურშეტი _ დაჯილდოების ცერემონიალი ელეგანტური და გულთბილი გახლდათ. მოწვეულ სტუმრებს საჩუქრები თავად კომპანიის დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ გადასცა.
_ "ჩვენი სურვილია, რომ "ავერსის" რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი დარჩეს კმაყოფილი. ღმერთის წყალობაა, რომ გვაქვს შესაძლებლობა ადამიანებს ასეთი საჩუქრები ვუძღვნათ და გარკვეულწილად მდგომარეობა შევუმსუბუქოთ მათ, ვისაც მედიკამენტების შეძენა უწევთ, შესაბამისად, შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვთ. პრიზები საკმაოდ სოლიდურია, ჩვენ დღეს 12 გამარჯვებული გვყავს, სასიამოვნოა, რომ მათ დიდი სიხარული და მომავლის იმედი ვაჩუქეთ” _ აღნიშნა ბატონმა პაატამ. ხუთი ათასი ლარის მფლობელები გახდნენ: თინათინ კაპანაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ალექსანდრე ბერიძე, ნათია ღვინიაშვილი და გელა გამჯაშვილი გამარჯვებულებს გავესაუბრეთ.
_ "მტრედი ბარათის მფლობელი გახლავართ და, რა საკვირველია, დახარჯული თანხის მიხედვით მტრედები დამიგროვდა. შევიძინე ბილეთები და ლატარიაში მონაწილეობა მივიღე. გამარჯვება მოულოდნელი იყო. დამირეკეს და შემატყობინეს, რომ 5 ათასი ლარი მოვიგე. წარმოიდგინეთ, ამ ზარმა ჩემს ოჯახს რა სიხარული მოუტანა. დიდი მადლობა კომპანია "ავერსს" ასეთი მოულოდნელი სიურპრიზისთვის. ყველას გისურვებთ სიხარულსა და ჯანმრთელობას".
ბატონი გელა გამჯაშვილიც 5 ათასი ლარის მფლობელია, როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი უფლის ნებაა და მისი ეს გამარჯვებაც ღმერთის შეწევნა იყო:
_ "ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კომპანია "ავერსის" დამფუძნებელს ამ შესანიშნავი საჩუქრებისთვის. სიკეთე არასოდეს იკარგება და თქვენც ყოველთვის დალოცვილები და წარმატებულები იქნებით"...
ათი ათასი ლარის ოდენობით პრიზი წილად ხვდათ: მურსალ მურადოვს, თეონა ხუხუნაშვილს, ნარგიზა ჯოჯუას, ნელი გოლოევასა და ვარდიკო ქათამაძეს.
ბატონი მურსალ მურადოვი აზერბაიჯანელი, ზაქათალას მკვიდრი გახლავთ, როგორც მან გვითხრა, "ავერსის" მომსახურებით ხშირად სარგებლობს:
_ "ვენდობი ამ კომპანიას, აქ ყველაფერი _ მედიკამენტებიც და მოვლის საშუალებებიც ხარისხიანია. აქტიურად ვიყენებ მტრედი ბარათსაც. ამჯერად მე გამიმართლა, მომავალში შესაძლოა თქვენ გაგიღიმოთ ბედმა".
20 ათასი ლარის მფლობელი ქეთინო ელოშვილი გახლავთ. ის წარმოშობით ყაზბეგიდან არის, თუმცა მისი მეუღლე გორის მკვიდრია და ოჯახიც, შესაბამისად, სწორედ გორში ცხოვრობს, როგორც ქეთიმ აღნიშნა, ამ ქალაქში "ავერსს" შესანიშნავი აფთიაქი აქვს და მისი მომსახურებით ხშირად სარგებლობენ: _ "ხშირად ვსარგებლობთ "ავერსის" როგორც კლინიკის, ასევე აფთიაქის მომსახურებით, რადგან აქ უმაღლესი დონის მომსახურება და ხარისხიანი მედიკამენტებია. დახარჯული თანხის შესაბამისად მტრედი ბარათზე დაგროვილი ქულებით 12 ბილეთი შევიძინე, მე და ჩემი შვილები ტელევიზორს მივუჯექით და გათამაშებას თვალ-ყურს ვადევნებდით. სიმართლე გითხრათ, იმედი გადამეწურა, რადგან ყველა პრიზი გათამაშდა და 20 ათასის მოგებას ნამდვილად არ ველოდი. როცა დამირეკეს, ისეთი აჟიტირებული ვიყავი არ მესმოდა, რას მეკითხებოდნენ... მოგებულ თანხას ოჯახს მოვახმარ.
მოგების ნაკლებად მჯეროდა. ლატარიაში ბევრჯერ მივიღე მონაწილეობა, თუმცა არც ერთხელ არ გამიმართლა. ახლა კი მჯერა, რომ სასწაული მართლაც შეიძლება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში მოხდეს. ყველას გისურვებთ მოგებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას"... ყველაზე ორიგინალური და სასურველი პრიზი _ ხმელთაშუა ზღვაზე კრუიზის ორ კაციანი საგზური წილად ხვდა მარინე გოდერძიშვილს. ქალბატონი მარინე ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგე გახლავთ. მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. როგორც თავად გვითხრა, ამჟამად საგზურის ნაცვლად თანხის მიღება უჯობს. კომპანია "ავერსმა" მისი თხოვნა გაითვალისწინა და საგზურის ღირებულების შესატყვისი თანხა გადასცა.
_ "უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა კომპანია "ავერსს", მისი ყველა ინიციატივა მომხმარებლის პირობების გაუმჯობესებისკენ, ადამიანების ყოფის შემსუბუქებისკენ არის მიმართული. ქველმოქმედი, ხალხის ინტერესების დამცველი და სიკეთით სავსე კომპანიაა. მისი სახელი მხოლოდ დადებით კონტექსტში ფიგურირებს და დიდი მადლობა მას ამ მზრუნველობისთვის" _ აღნიშნა ქალბატონმა მარინემ.
"ავერსის" ერთგული მომხმარებლებისათვის წამახალისებელი გათამაშება პირველად 2009 წელს შედგა და, მას შემდეგ, სასიამოვნო ტრადიციად დამკვიდრდა..
ოთხივე წინამორბედი ლატარია გამარჯვებულთათვის სიურპრიზი და უდიდესი სიხარული გახლდათ.
იყავით “ავერსის” აფთიაქების ერთგული მომხმარებელი, დააგროვეთ მტრედი ბარათზე ქულები და გახდით უამრავი პრიზის მფლობელი.
"ავერსი" გისურვებთ მოგებას, ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!