“ავერსმა” წლის შედეგები საზეიმოდ შეაჯამა

“ავერსმა” წლის შედეგები საზეიმოდ შეაჯამა

  • 2014-01-19

უკვე თერთმეტი წელია, “ავერსი” იანვარში კორპორატიულ წვეულებას მართავს, რომლისთვისაც კომპანიის თანამშრომლები რამდენიმე თვით ადრე იწყებენ მზადებას. რა გასაკვირია – მთელი წლის დაუღალავი შრომის შემდეგ ყველას ეხალისება საზოგადო მხიარულება, ყველას აინტერესებს, ვის დააჯილდოებენ ამა თუ იმ ნომინაციაში, ვის მიანიჭებენ “ავერსის” უმშვენერესი ქალბატონის ტიტულს, ვინ მიიღებს ფულად ჯილდოს ან ვის გაგზავნიან საზღვარგარეთ შემოქმედებით მივლინებაში. ესეც რომ არა, თავადაც იცით, რაოდენ მნიშვნელოვანია არაოფიციალურ გარემოში ერთად ყოფნა და დროსტარება მეგობრული ურთიერთობის დასამყარებლად და განსამტკიცებლად.
მაგრამ, მოდი, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, თანმიმდევრობით მივყვეთ.
წვეულება სიურპრიზით დაიწყო – საღამოს წამყვანები ყველასათვის საყვარელი მსახიობები ეკა ამირეჯიბი და ვანიკო თარხნიშვილი აღმოჩნდნენ. სცენაზე მათმა გამოჩენამ სასიამოვნო განწყობა გამოიწვია. მათი წყალობით საღამომ ხუმრობანაზავი მხიარულებითა და ხალისით ჩაიარა.
კომპანია “ავერსის” დამფუძნებლის, ბატონ პაატა კურტანიძის მისალმების შემდეგ “ავერსი-გეოფარმის” ნომინაციები დასახელდა. თავდაპირველად ყველაზე მომღიმარი ფარმაცევტები დააჯილდოვეს. III ადგილი სოფიო დეკანოსიძემ (აფთიაქი “კაკაბი”) დაიკავა, II ადგილი – ნინო ჯოჯუამ (“მედლაინი”), პირველი – თეა გაბელაიამ (“ფაზისი”).
“ყველაზე გულისხმიერი ფარმაცევტის” ნომინაციაში III ადგილი თინა შერგელაშვილს (“უროლოგია”) ერგო, II ადგილი – ინგა არჯევანიძეს (“ხომლელი”), I ადგილი – თეა გრიგალაშვილს (“გურამიშვილი”).
“პროფესიონალ ფარმაცევტებს” შორის III ადგილი ზურაბი ზალიკიანმა (“ბაჩო”) დაიმსახურა, II ადგილი – სოფიო გოგელაშვილმა (“თემქა”), I ადგილი – ლალი ბაკაშვილმა (“კოსტავა”).
“ავერსმა” არც ახალბედები დაივიწყა. “ფარმაცევტის საუკეთესო დებიუტის” ნომინაციაში სალომე მაჭავარიანმა გაიმარჯვა (“პეტრიწი”), ხოლო “გამგის საუკეთესო დებიუტისთვის” განკუთვნილი ჯილდო აფთიაქ “რესპუბლიკურის” ახალმა გამგემ ლია ბარამიძემ დაისაკუთრა.
ჯერი აფთიაქის ძველ გამგეებზეც მიდგა. ყველა თავის ხელმძღვანელს გულშემატკივრობდა. და აი, გამარჯვებულებიც დაასახელეს: III ადგილი ხათუნა ფოფხაძეს, აფთიაქ “ორიგონის” გამგეს, ხვდა წილად, მეორე აფთიაქ “აღმაშენებელის” გამგემ გიორგი კვარაცხელიამ დაიკავა, ხოლო პირველი აფთიაქ “კედარის” გამგეს ირაკლი ილურიძეს ერგო.
ამის შემდეგ გუნდური მუშაობა შეფასდა. გამოავლინეს 2013 წლის საუკეთესო აფთიაქები. III ადგილი ვაზისუბნის აფთიაქმა დაიმსახურა, II ადგილი – “აფრიკამ”, ხოლო გამარჯვებული, ანუ I ადგილის მფლობელი, აფთიაქი “პლანეტა” გახდა. 
უამრავი ხალხი რეკავს “ავერსის” საინფორმაციო სამსახურში, სადაც მათ ყოველთვის დაუზარლად აწვდიან საჭირო ინფორმაციას: სად, რომელ აფთიაქში იყიდება ესა თუ ის წამალი, როგორია ამა თუ იმ მედიკამენტის დოზირება, მისი მიღების წესი და სხვა. საინფორმაციო სამსახურის 2013 წლის საუკეთესო თანამშრომლად თამარ ხვედელიძე დასახელდა. 
აფთიაქებს რომ სერიოზული სამეურნეო მომსახურება სჭირდება, ეჭვსაც არ იწვევს. ამ დარგში განსაკუთრებული დამსახურებისთვის საუკეთესო მშველელად წელს ლაშა ნეფარიძე დასახელდა.
მტრედი-ბარათის საუკეთესო მეგობარი კი არაფარმაციის კონსულტანტი ირინა მამულაშვილი აღმოჩნდა.
საუკეთესო მთვლელად წელს ბუღალტერიიდან მარეხ კეზევაძე გამოარჩიეს, საუკეთესო რეგიონული წარმომადგენლის სტატუსი კი მაია დოლიძემ დაისაკუთრა.
და დადგა ყველაზე საინტერესო მომენტი – “მის-გეოფარმი 2013-ის” გამოსავლენად სცენაზე “ავერსი- გეოფარმის“ დირექტორის გია ჩიგოგიძის მეუღლე, ქალბატონი მედეა ტუღუში მიიწვიეს. აფთიაქ “კიდობანის” თანამშრომელმა, მშვენიერმა ნინო ცანავამ, გაამართლა სტუმრების მოლოდინი და, რა თქმა უნდა, “გეოფარმის” დირექტორთან ერთად ტრადიციული ვალსიც შეასრულა.
რამდენიმე წელია, “ავერსი-რაციონალის” თანამშრომელი მარიამ ციმინტია თავისი სიმღერით ალამაზებს “ავერსის” კორპორატიულ საღამოებს. არც ეს ღონისძიება ყოფილა გამონაკლისი. მაშამ რამდენიმე სიმღერა შეასრულა. მერე კი “ავერსი-რაციონალის” ნომინაციების გამოცხადება დაიწყო. ამჯერად გამარჯვებულები აღმოჩნდნენ:
ყველაზე მეგობრული – ნატო მამუკაშვილი
ყველაზე კოლეგიალური – ხათუნა დუკოევა
ყველაზე შრომისმოყვარე – მაია მეტრეველი
ყველაზე პროფესიონალი – შორენა წიკლაური
წარმოების საუკეთესო ოპერატორი – ნანა კუპრაძე
საუკეთესო შემსრულებელი –ანა ბასილაშვილი
ათწლედის თანამშრომელი – ბეჟან ილაშვილი 
“ავერსი-რაციონალის” ხარისხის დირექტორმა, ქალბატონმა ნათელა ქარუხნიშვილმა, ლაბორატორიის საერთაშორისო წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის ოლგა ჩიკვილაძე, იმედა რუბაშვილი და მაკა მიროტაძე დააჯილდოვა, ხოლო ამავე სფეროში განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო ხათუნა ლორიას, რუსუდან კაკავასა და ხათუნა მახარაძეს ერგოთ.
“ავერსი-რაციონალის” ყველაზე ელეგანტურ თანამშრომლად ანა ბასილაშვილი დაასახელეს, ხოლო მის “ავერსი-რაციონალი”, რომლის ვინაობა სტუმრებს ფარმაცევტული ქარხნის დირექტორის, მალხაზ კურტანიძის, ქალიშვილმა თეონა კურტანიძემ გამოაცხადა, თინათინ გამხიტაშვილი გახდა. “ავერსი-რაციონალის” საუკეთესო თანამშრომლების დაჯილდოება ბატონი მალხაზისა და მის “ავერსი-რაციონალის” ცეკვით დასრულდა.
კომპანიამ რეგიონების თანამშრომელთა დაჯილდოება დაიწყო:
“ყველაზე გულისხმიერი ფარმაცევტის” ნომინაციაში III ადგილი ინგა მუჯირს ერგო (ოზურგეთის #2 აფთიაქი), II ადგილი – აზა გიორგაძეს (მარნეული #1), პირველი კი მზევინარ ცერცვაძეს (ზესტაფონი #1). 
ყველაზე პროფესიონალი თანამშრომელის ნომინაციაში III ადგილზე ამალია შენგელია დაასახელეს (ჩხოროწყუ), II ადგილზე მალინა ჯანჯიბუხაშვილი (გურჯაანი #2), ხოლო პირველ ადგილზე ელგუჯა სვანიევი აღმოჩნდა (ქუთაისის ბაზა). 
საუკეთესო გამგეებს შორის III ადგილი ნინო რუხაძემ დაიკავა (ქუთაისი #17), II ადგილი – თინათინ ბრეგაძემ (ქუთაისი #13), ხოლო I ადგილი – ნინო ნაზარაშვილმა (გორი #4).
ყველაზე მიზანსწრაფულ გუნდად სენაკის #1 აფთიაქის თანამშრომლები დაასახელეს, ყველაზე ერთსულოვნად – ქუთაისის ბაზა.
“საუკეთესო აფთიაქის” ნომინაციაში კი ადგილები ასე განაწილდა: III ადგილი – ახმეტა, II ადგილი – ბათუმი #1, I ადგილი – ქუთაისი #3.
რეგიონის საუკეთესო მესაჭე კახა მაჭარაძე გახდა.

საზეიმო ტორტის გაჭრის შემდეგ ჯერი “ავერსი-ფარმას” თანამშრომელთა დაჯილდოებაზე მიდგა. საუკეთესო ოპერატორი აღმოჩნდა ხათუნა ქავთარაძე, ყველაზე მოწესრიგებული – ფიქრია პეტრემღვდლიშვილი, საუკეთესო მესაჭე – ზურა კურტანიძე. ჟურნალ “ავერსის” ყველაზე ენერგიული თანამშრომლის ტიტული მარიკა ბიბილურს ერგო, საუკეთესო “ადამიანური რესურსისა” კი – ნუნუ ცარციძეს. 
საუკეთესო იურისტად ნინო ბაბულაიძე დასახელდა, საუკეთესო მეურნედ – დიმიტრი ლობჟანიძე. კომპიუტერის საუკეთესო სპეციალისტი წელს დავით აბრამიშვილი გახდა. ყველაზე კომუნიკაბელურის წოდება მანანა სამუშიამ მიიღო, ყველაზე პროფესიონალისა – ქეთი მელაძემ, ყველაზე მშრომელისა – მერი რომანაძემ, ყველაზე მეგობრულისა – ნელიკო გოცაძემ.
“ავერსი-ფარმას” ყველაზე ელეგანტური ქალბატონი ნინო ქუთელია გახდა. რა თქმა უნდა, ახალბედები არც აქ დაივიწყეს და საუკეთესო დებიუტისთვის ჯილდო ირინა წოწორიას გადასცეს. წლის საუკეთესო წარმომადგენელი რაიონებში ნინო ხაზიური გახდა, საუკეთესო ორატორის წოდება კი თეონა მიქაძემ მოიპოვა. სტუმრებს საშუალება მიეცათ, სცენიდან თავად შეეფასებინათ თეონას ორატორული ნიჭი.
დაჯილდოება გაგრძელდა. წლის ყველაზე შედეგიანი თანამშრომელი ლია კერძევაძე აღმოჩნდა, ყველაზე მიზანსწრაფული – ირინა მეზურნიშვილი, წლის საუკეთესო პროდაქტმენეჯერად მარი ბოჭორიშვილი დასახელდა, იდეების გენერატორად – მარეხ ბარჯაძე.
საუკეთესო მარკეტინგული ჯგუფის სტატუსი წელს V ჯგუფმა მოიპოვა. 
დაჯილდოებულთა დიდმა ნაწილმა სიგელსა და წამახალისებელ პრიზებთან ერთად ფულადი პრემია და საზღვარგარეთ ხუთდღიანი შემოქმედებითი შვებულების საგზურიც მიიღო.
დაჯილდოების დასასრულს პაატა კურტანიძემ “ავერსის” კორპორატიული წვეულების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა: იარკლი ფურცელაძე, პაატა ბიწაძე, მაია კურტანიძე, მალხაზ კურტანიძე, ლალი ბრეგვაძე, ქეთევან ნასარიძე, ლევან გოქაძე, დავით კალანდაძე, ია ახალაია, ნათია რატიანი, თემურ კვარაცხელია, ოთარ გვარამია, ნანა ყორშია, მაკა ქემაშვილი, შოთა ბიწაძე, ნიკოლოზ ფურცელაძე, ზურაბ ქიტუაშვილი, კობა სებუა, გიორგი ლურსმანაშვილი, ირაკლი ლურსმანაშვილი, დავით შაიშმელაშვილი, ხოლო ავერსელების კორპორატიული თანადგომისთვის ჯილდო თამარ ალხაზიშვილს გადასცა.
ბატონმა პაატამ არც “ავერსის” მეგობრები დაივიწყა: სიგელები და საჩუქრები გადაეცათ “ავერსის” ტელემეგობარ “პულსს”, “ავერსის” ფოტომეგობარს – მირიან კილაძეს, “ავერსის” მეგობარ დიჯეის – დაჩი დარჩიას და “ავერსის” საუკეთესო მასპინძელს – კლუბ “ტრიუმფს”. 
და აი, კიდევ ერთი მშვენიერი ქალბატონის გამოვლენის დრო დადგა. მის “ავერსი 2013” კომპანიის დამფუძნებლის მეუღლემ, ქალბატონამ ნინო ჭარხალაშვილმა გამოაცხადა. ეს ტიტული თეონა ბუსხრიკიძეს ერგო. მის “ავერსი-ფარმასა” და კომპანიის დამფუძნებლის ტრადიციული ცეკვის შემდეგ “ავერსი-ფარმას” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ კომპანიის თანამშრომლების სახელით ხელმძღვანელობისთვის მოულოდნელი ნომინაცია წარადგინა. ავერსელების მიერ დაწესებული ახალი ჯილდო, “ავერსის ორდენი”, ყველაზე ღირსეულ ავერსელს – პაატა კურტანიძეს გადაეცა.
საღამოს ოფიციალური ნაწილი ამით დასრულდა, მაგრამ საინტერესო სანახაობა არ შეწყვეტილა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ლეგენდარული მოცეკვავე წყვილი ჯულიანა და ოთო, ჯგუფი “ბანი”, დუეტი “ჯორჯია” და მარიამ პავლიაშვილი.
წლევანდელი წვეულება მართლაც ლამაზი, საინტერესო და ემოციურად დატვირთული გამოვიდა. ყველა დაჯილდოებულს ვულოცავთ გამარჯვებას და კვლავ წარმატებებს ვუსურვებთ.

გააზიარე: