ყაზბეგის რაიონს ზაფხულობით ბევრი სტუმარი ჰყავს. ტურისტები ზოგჯერ საზღვრისპირა სოფლებსაც მოინახულებენ ხოლმე – აქ ხომ ქართული სული მთელი თავისი ბუნებრივი სილამაზით წარმოჩნდება. შანის, კიდეგანის, ხოხის ქედები მთამსვლელებსა და ლაშქრობის მოყვარულებს იზიდავს. სალ კლდეებზე არეკლილი მზის სხივები, დათოვლილი მწვერვალები და ეგზოტიკური გარემო განსაკუთრებით უცხოელებს ხიბლავს. თუმცა მკაცრი ზამთრისა და რთული საცხოვრებელი პირობების გამო დაბა მალევე იცლება. ადგილობრივი მოსახლეობაც სულ უფრო მცირდება. დღეს ყაზბეგის რაიონში სამი ათასი მოსახლეა რეგისტრირებული.
მათი უმეტესობა ქალაქშია გადახვეწილი. საზღვრისპირა სოფლებში კი თითო ოროლა კომლიღა შემორჩენილა. აქ სტუმარი გამორჩევით უყვართ – მაინც იშვიათი ბედნიერებაა, მით უფრო – ზამთარში. აქაურები დიდი სიხარულით შეხვდნენ “ავერსის” გამოჩენასაც. “ავერსის კლინიკასთან” ერთად კომპანია ყაზბეგის რაიონს უკვე მეორედ ესტუმრა.
აქაური მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურება ჯერ კიდევ ფუფუნების საგანია. მათთვის არათუ ექიმი, ხშირად მედიკამენტიც ძნელი საშოვნელია. მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება ზამთრში, როდესაც სოფლების უმეტესობა უამინდობისა და დიდი თოვლის გამო სრულიად სწყდება გარე სამყაროს. აქ უმეტესად მოხუცები არიან. “ავერსის” კლინიკათა ქსელი და კომპანია “ავერსი” ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავს და მაღალმთიან რეგიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში უფასო გასინჯვის აქციები მართავს.
19 ოქტომბერს მათი მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
შვიდი სხვადასხვა სპეციალობის ექიმი ჯუთას, კარკუჩას და სნოს ეწვია. ადგილობრივ მოსახლეობას ექოსკოპიური, ოფთალმოლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, პედიატრიული და ნევროლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდა. ამასთან, აქციაში მონაწილე თითოეულ პაციენტს საჩუქრად პირველადი მოხმარების მედიკამენტების ნაკრები გადაეცა.
“ავერსის” კლინიკათა ქსელის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ საზღვრისპირა და მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობაზე ზრუნვა ბრენდ “ავერსის” ტრადიციად იქცა:
– “ავერსის კლინიკა” და კომპანია “ავერსი” წელიწადში ორჯერ სტუმრობენ მაღალმთიან რეგიონებს. აქცენტი კეთდება იმ სოფლებზე, სადაც სამედიცინო პუნქტები არ არის. სოფელ კარკუჩში პაციენტებს, რომლებსაც ავადმყოფობის გამო ჩვენამდე მოსვლა არ შეეძლოთ, ჩვენი ექიმები შინ ეწვივნენ. უფასოდ ჩავუტარეთ სამედიცინო გამოკვლევები, დავუნიშნეთ მკურნალობა და გადავეცით მედიკამენტების ნაკრები. ამ ტიპის აქციები მხოლოდ კონკრეტული ადამიანების დახმარებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ ქვეყნის ინტერესებსაც ემსახურება. მოგეხსენებათ, საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობა სულ უფრო მცირდება. გვინდა, ვაგრძნობინოთ მათ, რომ თითოეული მათგანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა გავღელვებს. ყველა, ვინც თავის ფესვებს არ მოსწყდა და მკაცრი ზამთრისა თუ მძიმე პირობების მიუხედავად მამაპაპისეული კერა არ მიატოვა, ნამდვილი გმირია. მათ დაფასება და მხარში დგომა სჭირდებათ.
შოთა ყამარაული სოფელ კარკუჩის მკვიდრია. “ყურადღებას გვაქცევენ, როგორ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი. მკურნალობა დამინიშნეს, რჩევა-დარიგებაც მომცეს – არ გადაიღალოო. წამლებითაც დაგვასაჩუქრეს. ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ზამთრობით, გზები რომ ჩაიკეტება ხოლმე, ექიმი სანატრელი გვიხდება. “ავერსი” მართლაც უდიდეს სიკეთეს სჩადის”, – ამბობს ის.
სნოელ ჯემალ შიოლაშვილს ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაუტარდა: “დიაგნოზი დამისვეს, მკურნალობა დამინიშნეს. მადლობას ვუხდი “ავერსს” ყურადღებისთვის. დიდი სიკეთეა, რომ მიტოვებულ სოფელს ასე პატრონობენ, მხარში გვიდგანან და მედიკამენტებით გვამარაგებენ”.
“ავერსის” რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ ამგვარ აქციებს “ავერსი” განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება:
– ვცდილობთ, რითაც შეგვიძლია, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ მათ მთელი ზამთრის სამყოფი მედიკამენტებით ვამარაგებთ. ეს არ არის უმნიშვნელო რამ, რადგან ზამთრობით გზები იკეტება და მედიკამენტების საყიდლად დაბაში ჩამოსვლა ჭირს. აქციებს, რომლებსაც საზღვრისპირა სოფლებში ვმართავთ, სხვა დატვირთვაც აქვს – სასაზღვრო სოფლებში მოსახლეობის შენარჩუნება ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უფრო – იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. გვინდა, აქაურებს შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, მხარში ამოვუდგეთ და პატივისცემა, სიყვარული ვაგრძნობინოთ. ამ არაჩვეულებრივ ხალხს დაფასება და დახმარება სჭირდება. მათ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია.
ჩვენი გასვლითი აქციების კიდევ ერთი პლიუსი ის არის, რომ თანამშრომელთა შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად ამგვარი პროექტები უალტერნატივო საშუალებაა.
ბოგდან ხმელნიცკის ფილიალის ხელმძღვანელმა მარინა ოსეფაიშვილმა აღნიშნა, რომ აქციის მსვლელობისას უმთავრესად გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინოლოგიური პრობლემები გამოვლინდა, ორ პაციენტს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზიც დაუსვეს. ასეთი ავადმყოფებისთვის მსგავსი აქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
“ავერსი” საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე, ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია. ყაზბეგის რაინში გამართული აქციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. ამგვარი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.