ავერსმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საშობაო საჩუქრები გადასცა

ავერსმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საშობაო საჩუქრები გადასცა

  • 2015-01-07

2015 წლის 7 იანვარს,  ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გალერეაში ჩატარდა საახალწლო შემოქმედებითი ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 60 პირის მონაწილეობით. ისინი იყვნენ, როგორც თბილისის ისე რუსთავის დღის ცენტრებიდან. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ორგანიზაცია "ნაბიჯ-ნაბიჯ". შემოქმედებითი საახალწლო საღამო საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" და კიდევ სხვადასხვა კომპანიების მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიების ყველა მონაწილეს სასაჩუქრე ჩანთები დაურიგდა, რომელშიც იყო "ავერსის" მიერ მოწოდებული ჰიგიენური საშუალებები, პეჩენიები, ტანსაცმელი, "ბარამბოს" ტკბილეულობა... 
ვესაუბრეთ ორგანიზაცია ნაბიჯ-ნაბიჯ"-ის წარმომადგენელს ქალბატონ ნინო გულუას: 
_ „ავერსის“ ქველმოქმედება საქართველოში საკმაოდ მასშტაბურია. მისი დახმარებით ჩვენმა ორგანიზაციამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის არაერთხელ მიიღო დახმარება მედიკამენტების სახით. მისასალმებელია, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ფასდაუდებელ ქველმოქმედებას ეწევიან.
ქველმოქმედება _ ეს არის დიდი ძალა, რომელიც აკავშირებს და ამეგობრებს ადამიანებს. მხოლოდ ქველმოქმედებას ძალუძას აღაფრთოვანოს ყოველი სულიერი, რადგან ეს საქმე უფლის ხელიდან მომდინარეობს. მადლობა „ავერსის“ მთელს გუნდს და პირადად ბატონ პაატა კურტანიძეს გვერდში დგომისთვის. ვისურვებდი, "ავერსის" ქველმოქმედება სხვებისთვისაც მისაბაძი ყოფილიყო. ჩვენმა ორგანიზაციამ ყველა კომპანიასა და ფონდს, ვინც მხარდაჭერა გამოგვიცხადა, ღირსების სიგელი გადასცა, მათ შორის გახლავთ საქველმოქმედო ფონდი "ავერსი". მომავალში ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს „ავერსთან“ ერთად არა ერთი ღონისძიების ჩატარებას. ერთად ვაკეთოთ სიკეთე და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება! მადლობა თქვენ, რომ არსებობთ და ყველას დიდი მადლობა ამ ქველმოქმედებისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაცია  „ნაბიჯ-ნაბიჯ _ შტეპ ბყ შტეპ“ პარტნიორ ორგანიზაცია „Friends of the United Nations“-თან (USA)  ერთად 2011 წლის დეკემბერში ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოში, თუმცა  ორგანიზაციის დამფუძნებლები და წევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად  დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ორგანიზაციის პრეზიდენტი გახლავთ გიორგი ქობალია, რომელიც 2002 წლიდან  პოსტვაქცინალური გართულების გამო ენცეფალომიელიტით დაავადდა, რამაც თავის მხრივ ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვა განაპირობა. გიორგი 25 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც თავისი მდგომარეობის მიუხედავად, ძალიან ბევრი ბარიერისა და წინააღმდეგობის გადალახვა შეძლო და დღეს საკუთარ გამოცდილებას ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს უზიარებს. 
საშობაო ღონისძიებით ორგანიზაციამ "ნაბიჯ-ნაბიჯ" და საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების თანადგომა, მათი მხარდაჭერა და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ეტლში მჯდომი ყოველი ადამიანი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია და მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ყურადღება და დაფასება. 
"ავერსი" კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს და ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!

გააზიარე: