ავერსის დიდი გათამაშება დაიწყო

ავერსის დიდი გათამაშება დაიწყო

  • 2013-12-23

"ავერსის" ერთგული მომხმარებლებისათვის წამახალისებელი გათამაშება პირველად 2009 წელს შედგა და, მას შემდეგ, სასიამოვნო ტრადიციად დამკვიდრდა. ამჯერად, “ავერსი” მეხუთე გრანდიოზულ გათამაშებას გთავაზობთ, რომელიც 30 დეკემბერს "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში გაიმართება.
ავერსის დიდი გათამაშება გამორჩეულია წინა გათამაშებებიდან, რადგან არის შესაძლებელი მომენტალური გათამაშება, რაც საშუალებას მოგცემთ საოცნებო პრიზები აფთიაქში 20 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენისთანავე მოიგოთ. ამ თანხის დახარჯვის შემთხვევაში საჩუქრად მიიღებთ მომენტალური გათამაშების ერთ ბილეთს, ხოლო შესაბამისი მტრედები ბარათზე დაგერიცხებათ. შეგიძლიათ, ასევე, დაგროვილი 10 მტრედი 1 ბილეთზე გადაცვალოთ, გადაფხიკოთ და მომენტალურად გახდეთ სასურველი პრიზის - ფოტოაპარატის, აიფონის, აიპადის, დოლივას სასაჩუქრე კოსმეტიკური ნაკრების ან ავერსის სასაჩუქრე ბარათის მფლობელი...
ყოველ დაგროვილ 50 მტრედზე საჩუქრად წამახალისებელი გათამაშების 3 ბილეთს მიიღებთ და მათ სანაცვლოდ მტრედები არ ჩამოგეჭრებათ. თუ ვერ გახდით მომენტალური გათამაშების გამარჯვებული, ავერსი გაძლევთ კიდევ ერთ შანსს, რადგან ყველა ბილეთი ერთვება დიდ გათამაშებაში, სადაც შეგიძლიათ მოიგოთ 5-ჯერ 5 000 ლარი, 5-ჯერ 10 000 ლარი და მთავარი პრიზი 20 000 ლარი. ერთგული მომხმარებლებისათვის კი, ვისაც 50-ზე მეტი ბილეთი ექნება დაგროვილი გათამაშდება ორ კაციანი საგზური ხმელთაშუა ზღვაზე.იღბალი ადამიანებს, ხშირად, მოულოდნელად სწყალობთ და “ავერსის” ოთხივე წინამორბედი გათამაშება გამარჯვებულთათვის, მართლაც, სიურპრიზი და უდიდესი სიხარული გახლდათ. გათამაშების მონაწილეებს დაგროვილი თანხის და შესაბამისი ბილეთების რაოდენობის შემოწმება შეუძლიათ “ავერსის” აფთიაქებში ან “ავერსის” ვებ გვერდზე. მეხუთე გრანდიოზულ გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად ბილეთები "ავერსის" აფთიაქებში განთავსებულ ყუთებში 2013 წლის 22 დეკემბრამდე ჩაყარეთ. იყავით “ავერსის” აფთიაქების ერთგული მომხმარებელი, დააგროვეთ მტრედი ბარათზე თანხა და გახდით უამრავი პრიზის მფლობელი.

გააზიარე: