რასაც “ავერსი” ჰქვია სახელად...

რასაც “ავერსი” ჰქვია სახელად...

  • 2011-01-22

ეს სიტყვები ერთი ქართული სიმღერის ჩვენეული ვერსიიდან გახლავთ, რომელიც მარკეტინგის განყოფილებამ წლის შემაჯამებელ საღამოზე სიურპრიზად შემოგვთავაზა; სიმღერიდან, რომლითაც ჩვენმა კოლეგებმა ასე გულწრფელად, უბრალოდ და ლამაზად თქვეს ყველა ჩვენგანის სათქმელი. სიურპრიზი იყო მარკეტინგის განყოფილებისა და ჩვენი ფარმაცევტული საწარმოს “ავერსი-რაციონალის” თანამშრომლების მიერ უნაკლოდ შესრულებული საესტრადო ნომრებიც. იმედი გვაქვს, ამით კიდევ ერთ მშვენიერ ტრადიციას ჩაეყრება საფუძველი. რატომაც არა? – სხვა განყოფილებებსა თუ ჯგუფებს რაიმე ახალისა და ორიგინალურის მოსაფიქრებლად წინ მთელი წელი აქვთ.
...მანამდე კი იყო უკვე ტრადიციად ქცეული თბილი და ლამაზი საღამო განვლილი წლის მიღწევათა გახსენებით, ერთმანეთისადმი მადლიერებით, იმედითა და რწმენით, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, ქართული ფოლკლორით, კურტანიძეების უმცროსი თაობა ასეთი სიყვარულით რომ ასრულებს, შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლებით, საღამოს რომ გვილამაზებდნენ, უზარმაზარი სადღესასწაულო ტორტით და, რა თქმა უნდა, განუმეორებელი ნატო მეტონიძით და “ავერსის” ჰიმნით. მოკლედ, ეს იყო დიდი ოჯახის წევრების შეხვედრა, უქმეების ერთად გატარება რომ მონატრებიათ. თუმცა ვეცდებით, ეს ყველაფერი სიტყვების ნაცვლად ფოტოებით მოგითხროთ...

გააზიარე: