შეაჩერე სეფსისი – გადაარჩინე სიცოცხლე

შეაჩერე სეფსისი – გადაარჩინე სიცოცხლე

  • 2013-10-15

13 სექტემბერი სეფსისთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. სამედიცინო სამყაროსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან თარიღს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. “ავერსი-ფარმას” ორგანიზებით “ავერსის” კლინიკაში სეფსისის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. სტატისტიკური მონაცემებით, სეფსისით მსოფლიოში ყოველ სამ წამში ერთი კაცი იღუპება. როგორია მომავლის პერსპექტივა? რა უნდა ქნას მსოფლიომ, რომ დაამარცხოს ეს ვერაგი სენი? – ასეთი გახლდათ კონფერენციის მთავარი საკითხები. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ექიმები. პირველი აუდიტორიას ექიმთა ასოციაცია "სეფსისის" პრეზიდენტი, სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის თერაპიული სამსახურის უფროსი, მედიცინის დოქტორი მაია გიგაური წარუდგა.

გააზიარე: