ოლიმპიურ კომიტეტსა და საქველმოქმედო ფონდ “ავერსს” შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გრძელდება

ოლიმპიურ კომიტეტსა და საქველმოქმედო ფონდ “ავერსს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გრძელდება

  • 2011-10-03

2011 წლის იანვარში სასტუმრო “შერატონ მეტეხი-პალასში” ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის თანახმად, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებს  საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მატერიალური დახმარებით,  კვლავ მიეცემათ საშუალება უფასოდ მიიღონ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტები და ჩაიტარონ  ყოველგვარი სამედიცინო მომსახურეობა. პირველად მემორანდუმი  შპს „ავერსი-ფარმასა“ და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის 2009 წელს გაფორმდა. 2010 წლიდან სპორტსმენებზე ზრუნვასაქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" წარმატებით გააგრძელა.
 “სპორტი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის ღირსების წარმოსაჩენად. სპორტის განვითარებასა და ჯანმრთელი მომავალი თაობების აღზრდაზე თითოეული მოქალაქე უნდა ზრუნავდეს და მიხარია, რომ, უფლის წყალობით,  მაქვს საშუალება, წვლილი შევიტანო ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში”, _ განაცხადა 
საქველმოქმედო ფონდ "ავერსის"დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გია ნაცვლიშვილი ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ სპორტის განვითარება წარმოუდგენელია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გარეშე.
“მადლიერები ვართ, რომ 
საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა"
 გამოიჩინა კეთილი ნება და სპორტის  განვითარების საქმეში ასეთი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მემორანდუმის გაფორმება სპორტის ვეტერანებისთვის, ხოლო მოქმედ სპორტსმენებს, მუდმივად ფორმაში რომ იყვნენ, შესაბამისი სამედიცინო სერვისი სჭირდებათ”.
ბრიფინგს ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე _ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი. მან აღნიშნა, რომ სამედიცინო სექტორსა და სპორტულ კომიტეტს შორის თანამშრომლობა უნიკალური შემთხვევაა და იმ ადამიანების დაფასების საუკეთესო გამოხატულებაა, ვინც ქვეყანას სახელი გაუთქვა

გააზიარე: