ცოტნე დადიანის ქუჩაზე #34-ში “ავერსის” ახალი აფთიაქის პრეზენტაცია შედგა. აქ წარმოდგენილი პროდუქცია მრავალფეროვანია _ მედიკამენტების სრული ასორტიმენტი და პარაფარმაციის დიდი არჩევანი: თმის, სახის და სხეულის მოვლის საშუალებები, ჰიგიენური საშუალებები, ბავშვთა კვებისა და მოვლის პროდუქტები, საბავშვო აქსესუარები, “ტონუს ელასტისა” და “ომრონის” უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, პირის ღრუს მოვლის საშუალებები. წარმოდგენილია ასევე მამაკაცის ხაზი, “ენვიტას”, “ჩიკოვიტას”, “დოლივასა” და “აჰავას” პროდუქციის სრული ასორტიმენტი, აქვე შეგიძლიათ შეარჩიოთ სასაჩუქრე ნაკრები თქვენთვის ძვირფასი ადამიანისთვის.
ახალი აფთიაქი იმითაც არის გამორჩეული, რომ გთავაზობთ ექიმი კონსულტანტის უფასო მომსახურებას. ასევე ფუნქციონირებს ოპტიკის კუთხე, მოგემსახურებათ პარაფარმაციის კონსულტანტიც. ახალ აფთიაქის მეზობლად გაიხსნა ავერსის ფსიქო-ნევროლოგიური კაბინეტიც, სადაც კონსულტაციები ასევე უფასოა. აფთიაქის გახსნის მიზანი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კვალიფიციური ფარმაცევტული მომსახურების, ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდება და კომფორტული გარემოს შექმნა გახლავთ. ეს აფთიაქი გამოირჩევა განსაკუთრებით ლამაზი ექსტერიერ-ინტერიერით. პროდუქცია განლაგებულია ღია თაროებზე, ეს კი მიმზიდველია მომხმარებლისთვის, რადგან მას თავად შეუძლია აირჩიოს სასურველი პროდუქტი. აფთიაქი მომხმარებელს უამრავ სიურპრიზს, სხვადასხვა სახის აქციას, ბევრ სიახლეს და ხარისხიან და გულისხმიერ მომსახურებას სთავაზობს.
“ავერსის” სააფთიაქო ქსელის გაფართოვება მუდმივად მიმდინარეობს, იხსნება ახალი აფთიაქები და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. კომპანიის მესვეურთა სურვილია “ავერსის” მაღალი ხარისხის მედიკამენტები და კვალიფიციური მომსახურება მუდამ და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ განწყობას მომხმარებელი ყველაზე უკეთ გრძნობს და “ავერსის” ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯს, ყოველ წარმატებას ისინი დიდი სიხარულით ხვდებიან.