“ავერსის” დაგროვებითი ბარათი _ მტრედი ბარათი საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას საქართველოს მასშტაბით 700 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს. “ავერსის” სააფთიაქო ქსელში დახარჯული თანხის შესაბამისად ბარათზე დაგროვილი მტრედებით არა მხოლოდ სასურველი საჩუქრის არჩევა, არამედ წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღებაც გახლავთ შესაძლებელი. “ავერსის” მტრედი ბარათის რიგით მეოთხე გათამაშება 2013 წლის 19 ივნისს “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში შედგა. გამარჯვებულები და ყველაზე იღბლიანებიც უკვე გამოვლინდნენ. წამახალისებელ ლატარიაში სასურველი პრიზები თამაშდებოდა: 5-ჯერ ხუთი ათასი, 5-ჯერ ათი ათასი და 20 ათასი ლარი. იღბალი ადამიანებს, ხშირად, მოულოდნელად სწყალობთ და “ავერსის” საჩუქარი გამარჯვებულთათვის მართლაც სიურპრიზი და უდიდესი სიხარული გახლდათ. შესაბამისად, გათამაშება, საოცრად ემოციურად ჩატარდა. “ავერსის” სიურპრიზებით სავსე ტელე ეთერს არც ცრემლების გარეშე ჩაუვლია: მთავარი პრიზის _ 20 ათასი ლარის მფლობელი ქალბატონი ქეთო ხინიკაძე აღმოჩნდა. პირდაპირ ეთერში ემოცია მგონი ვერც გამოვხატე, ჩემთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ეს სიხარულიო _ გამოგვიტყდა, როდესაც მისალოცად და კომენტარის ჩასაწერად კიდევ ერთხელ დავუკავშირდით. ქალბატონი ქეთო 36 წლის გახლავთ. ქობულეთის რაიონის, სოფელ ზედა კვირიკეს მკვიდრია. როგორც მან გვითხრა, უკვე 17 წელის ოჯახი აქვთ: _ ოჯახის სრულფასოვნებისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება _ შვილი გვაკლია. ხელმოკლედ ვცხოვრობთ. მეუღლე არ მუშაობს. მეც დიასახლისი გახლავართ. ცოტა ხნის წინ ოჯახში მცირე შემოსავალი გაგვიჩნდა და მაშინვე ექიმს მივაშურე. დამაიმედა, გიმკურნალებთ და დედობის ბედნიერებას სულ მალე იგრძნობთო, თუმცა ამ ყველაფერს ხომ სახსრები სჭირდება. “ავერსის” გათამაშება ახლოვდებოდა, ბილეთები მქონდა და სულ წმინდა გიორგის ვევედრებოდი _ შენ შემეწიე, შენი კალთა გადმომაფარე მეთქი... ერთს გეტყვით: ღმერთი გაჭირვებულ ადამიანს არასოდეს მიატოვებს და მეც “ავერსისგან” უდიდესი საჩუქარი მივიღე. ეს თანხა მკურნალობისთვის უნდა გამოვიყენო. პატარა ბაია რომ გაჩნდება, ამაზე მეტი სიხარული რა უნდა იყოს ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ოჯახის ამ ბედნიერებას “ავერსს” ვუმადლით. მან გაგვიჩინა იმედი, მან მოგვცა მომავლის რწმენა და ახლა რომ ვტირი, ეს მხოლოდ სიხარულის, სასოებისა და უდიდესი მადლიერების ცრემლებია. ყველას მინდა ვუთხრა დიდი მადლობა: მათ, ვინც წამოიწყო ეს კეთილი საქმე, მათ, ვინც ხალხის მომავალსა და სიხარულზე ზრუნავს, ტელეკომპანიას, წამყვანებს და, რაც მთავარია, “ავერსს”, რომელიც ჩემთვის მართლაც ხსნა და იმედია” _ ქალბატონი ქეთო ჩვენთან საუბრისას ემოციას ვერ მალავდა, ტიროდა და მის ცრემლებში უდიდესი სიხარული იკითხებოდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებულს და ვუსურვებთ, მისი სანუკვარი ნატვრა _ დედობა სულ მალე რეალობად იქცეს. “ავერსის” მტრედი ბარათის წამახალისებელმა გათამაშებამ კიდევ ბევრ ოჯახში შეიტანა უდიდესი სიხარული: ათი ათასი ლარის მფლობელები არიან ქუთაისის მკვიდრნი დავით ბუცხრიკიძე და ვახტანგ ჩიხლაძე. ასევე, თბილისში მცხოვრები არჩილ გედენიძე, ზიციკო კაკულია და ვალენტინა ნადარეიშვილი. ბატონ დავითს ქუთაისში დავუკავშირდით. როგორც მან გვითხრა, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და ოთხი წლის ვაჟი _ ზურა-გიორგი. მოგებულ თანხასაც, ისევ და ისევ, ოჯახს მოახმარს: _ “ავერსის” ერთგული მომხმარებელი გახლავართ. აქ შესანიშნავი მომსახურება და ყოველთვის დაბალი ფასებია. ასე რომ, “ავერსს” ბევრი რამის გამო ვემადლიერებით. უპირველეს ყოვლისა კი იმისთვის, რომ ასეთი შესანიშნავი პრიზის მოგების საშუალება მოგვეცა. ვერ გეტყვით, ჩემთვის მოგება მოულოდნელი იყო თქო, რადგან მნიშვნელოვან მოვლენებს ადამიანები, თითქოს, შინაგანად გრძნობენ და მეც თავიდანვე მქონდა განწყობა, რომ იღბალი გამიღიმებდა. ამის
მიუხედავად, იმდენად ემოციურად გადავიტანე ეს ამბავი, რომ დღემდე შოკში ვარ. წნევა მაწუხებს და დიდმა სიხარულმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო “ავერსის” მიმართ. არაჩვეულებრივი კომპანიაა. შესანიშნავი სიურპრიზი გაუკეთა ჩემს ოჯახს. წარმატებას და წინსვლას გისურვებთ”. მტრედი ბარათის გათამაშებაში კიდევ ხუთი პრიზი თამაშდებოდა _ თითოეული ხუთი ათასი ლარის ოდენობით, რომლის მფლობელებიც გახლავთ: კუპრაძე ლელა თბილისიდან, ქუთაისის მკვიდრნი ცისანა დოღონაძე და ელენე ლაღაძე, ქალბატონი მზია ილურიძე გორიდან და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სალიბაურის მცხოვრები ნაირა თურმანიძე.
გამარჯვებულთაგან ქალბატონ ლელას დავუკავშირდით. როგორც აღმოჩნდა, ის ოჯახთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობს. 35 წლის გახლავთ. მეუღლე და ორი შვილი ჰყავს _ ელენე და საბა. ვაჟი 10 თვისაა და, როგორც ელენემ გვითხრა, “ავერსის” მტრედი ბარათის გათამაშებაში მოგება სწორედ მისი დამსახურებაა: _ საბა ხელოვნურ კვებაზე მყავს. ამიტომ ბავშვის საკვებისა და პამპერსებისთვის “ავერსის” აფთიაქს ხშირად ვაკითხავდი. ფარმაცევტები უკვე მცნობდნენ და პირდაპირ მაწვდიდნენ ჩემთვის სასურველ პროდუქტს. ასე დამიგროვდა მტრედი ბარათზე ქულები და გათამაშების დღისთვის უკვე 9 ბილეთი მქონდა. სიმართლე გითხრათ, გათამაშების თარიღი არ მახსოვდა. ბავშვი დავაძინე და ტელეფონმა რომ დარეკა ჩუმად ვუპასუხე _ ჩურჩულით. “რუსთავი 2”-ს თუ უყურებთო, რომ მკითხეს, მეგონა ვინმე ჩემს გაქილიკებას ცდილობს თქო, მაგრამ ტელევიზორი ჩავრთე და რომ მივხვდი გამარჯვებული ვიყავი, ისე გამიხარდა, არ ვიცოდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა. მაშინვე მეუღლეს დავურეკე... მასაც არ სჯეროდა, რომ ასეთი მოულოდნელი წყალობა გვარგუნა ღმერთმა. 35 წლის ვარ და დღემდე არაფერი მომიგია _ ლარიც კი არ მიპოვია... ასე რომ ეს მართლაც დიდი მოულოდნელობა და სიხარული იყო ჩვენი ოჯახისთვის.
ჭიათურიდან გახლავართ. სოფელ სვერში ხშირად ჩავდივართ ხოლმე და უმანქანოდ ბავშვების ტარება, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია. გადავწყვიტეთ, მოგებული თანხით მანქანა შევიძინოთ _ ეს მართლაც შესანიშნავი საჩუქარი იქნება “ავერსისგან”. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა კომპანია “ავერსს”. უფლის წყალობა არ მოგაკლდებათ, რადგან იმდენი ადამიანი გემადლიერებათ, მათი ლოცვით გზა მუდამ განათებული გექნებათ.
“ავერსი” ულოცავს გამარჯვებულებს და ყოველ თქვენგანს წარმატებებს გისურვებთ, რადგან კომპანია ერთგულ მომხმარებელს სიურპრიზებით კვლავაც გაანებივრებს.
“ავერსი” გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.
ავერსის მტრედი ბარათის ყველაზე იღბლიანი მფლობელები გამოვლინდნენ
- 2013-06-20