თბილისის კრიზისულ ცენტრში 33 აღსაზრდელია, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. ეს ლამაზი, თავგადასავლებით აღსავსე დღე მათთვის გასართობ ცენტრ ,,ბაო-ბაბში" დაიწყება, სადაც ბავშვებს უამრავი სიურპრიზი და გასართობი ელით, და გაგრძელდება მთაწმინდის პარკში. ამის შემდეგ თბილისის კრიზისული ცენტრის აღსაზრდელებს საქველმოქმედო ფონდი ,,ავერსი" გადასცემს პირველადი დახმარების მედიკამენტებს, ჰიგიენისა და სხეულის მოვლის საშუალებებს, დღის დასასრულს კი "ავერსი" კრიზისულ ცენტრს კომპიუტერებით დაასაჩუქრებს. ბავშვთა სახლის აღსაზრდელებზე ზრუნვა საქველმოქმედო ფონდ ,,ავერსის" საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ფონდი მათ გამუდმებით ამარაგებს მედიკამენტებით, ჰიგიენისა და სხეულის მოვლის საშუალებებით. "ავერსი" ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს, უსურვებს მათ ჯანმრთელობასა და ბედნიერ ბავშვობას.
1 ივნისს ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" თბილისის კრიზისული ცენტრის აღსაზრდელებს დაუვიწყარ დღეს უმზადებს
- 2012-06-01