რატომ აქტიურდება ჰერპეს ინფექცია ორსულებთან

გააზიარე:

ორსულობა, როგორც წესი, იმუნოდეპრესიული მდგომარეობაა. სწორედ ეს იმუნოსუპრესია ქმნის ნაყოფის განვითარებისთვის ოპტიმალურ პირობებს – რაკი ნაყოფი, მიუხედავად დედის უდიდესი სიყვარულისა, მისთვის მაინც უცხო სხეულია, ორსულობისას იმუნიტეტი სუსტდება, რათა ქალის ორგანიზმმა ბავშვი არ მოიცილოს. ეს ორსულობისთვის ფიზიოლოგიური, ნორმალური მდგომარეობა სხვადასხვა პათოგენური მიკრობის გააქტიურებისთვის ძალიან ნოყიერ ნიადაგს ქმნის. ერთ-ერთი ასეთი მიკროორგანიზმია ჰერპესის ვირუსიც, რომელიც ამ მდგომარეობაში თავს ძალიან კომფორტულად გრნობს. ჰერპესული ინფქეციისადმი ორგანიზმის მიმღებლობას ასევე ზრდის სტრესი, არასრულფასოვანი კვება, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და ანტიბიოტიკების უმიზნო გამოყენება.

გააზიარე: