ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობა

გააზიარე:

ქრონიკული ვენური უკმარისობა (ქვუ) ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. იგი მკვეთრად აქვეითებს შრომისუნარიანი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ზაფხული მოდის, – საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქვუ სწორედ ზაფხულში მწვავდება, – გასაკვირი არ უნდა იყოს მკითხველის ინტერესი ამ პათოლოგიური მდგომარეობის მიმართ.
ჩვენი თხოვნით, მკითხველთა შეკითხვებს ნ. ბოხუას სახელობის ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი მამუკა ბოკუჩავა უპასუხებს.

– ბატონო მამუკა, რა არის ქრონიკული ვენური უკმარისობა?
– ქრონიკული ვენური უკმარისობის ცნება მოიცავს ქვემო კიდურების ვენური სისტემის ყოველგვარ კლინიკურ პათოლოგიას – როგორც ვიზუალურად გამოხატულს (მაგალითად, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას), ასევე სიმპტომურს (როდესაც პაციენტს მხოლოდ ისეთი სიმპტომები აწუხებს, როგორიცარის სიმძიმისა და შეშუპების შეგრძნება, განსაკუთრებით – დღის ბოლოს). ამ პათოლოგიებს სხვადასხვანაირი კლინიკური გამოვლინება აქვს, კაპილართა ობობასებრი ქსელიდან ისეთ  გართულებამდე, როგორიც არის დიდხანს შეუხორცებელი ტროფიკული წყლული.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ქრონიკული ვენური დაავადება განუწყვეტლივ პროგრესირებს, ამიტომაც მეტად მნიშვნელოვანია დროული და ადეკვატური მკურნალობა.
– რამდენად არის გავრცელებული ვენების დაავდება?
– გავრცელების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. მაგალითად, აშშ-ის მოსახლეობის 30-40%-ს, სტატისტიკის თანახმად, ვენური სისტემის ესა თუ ის დაავადება აღენიშნება. ასაკის კვალდაკვალ ეს პათოლოგიებიც ხშირდება და 60%-მდე აღწევს. უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო ხანს აშკარად შეიმჩნევა ვენური პათოლოგიების გაახალგაზრდავების ტენდენცია.
– გავრცელების ასეთი სიხშირიდან გამომდინარე, ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა: ვის ემართება ყველაზე ხშირად ქვუ?
 – ქვემო კიდურების ვენური სისტემის პათოლოგია ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ის ყველაზე მეტად ემუქრება. საქმე ის გახლავთ, რომ ამ პათოლოგიის განვითარება ბევრად არის დამოკიდებული რამდენიმე რისკფაქტორზე, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
ასაკი. წლების მატებასთან ერთად ვენური ტუმბო, რომელიც სისხლის ერთი მიმართულებით – ქვემოდან ზემოთ – დინებას განაპირობებს, მწყობრიდან გამოდის, სისხლძარღვთა კედლები დუნდება, სარქვლები ცვდება და სისხლის დინება ირღვევა;

მდედრობითი სქესი. ვენური სისტემის პათოლოგია უმთავრესად ქალების ხვედრია, რაც ქალური ჰორმონების გავლენით უნდა აიხსნას. გარდა ამისა, იგი ხშირად ორსულობისას იჩენს თავს. ამ შემთხვევაში დამნაშავეა არა მხოლოდ ჰორმონი – პროჟესტერონი, არამედ ის ფიზიკური დატვირთვაც, რომელსაც ვენური სისტემა ცხრა თვის მანძილზე განიცდის.

მემკვიდრეობა. თუ მშობლებს ვენური დაავდება აწუხებთ, დიდია ალბათობა, შვილსაც დაემართოს.
პროფესია, რომელიც დიდხანს დგომას (ქირურგი, პარიკმახერი, პედაგოგი) ან, პირიქით, ჯდომას მოითხოვს.
– ძალზე საინტერესოა ამ პათოლოგიური მდგომარეობის ჩამოყალიბების მექანიზმი.
– უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზი გახლავთ ვენის ტონუსის დაქვეითება: ვენის კედელი კარგავს სიმკვრივეს, ეშვება და ვენა თანდათან ფართოვდება.
ქვემო კიდურების ვენებიდან გულისკენ სისხლის დინებას განაპირობებს ვენებში არსებული სარქველები, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით იღება, სისხლს მაღლა ატყორცნის და მის უკუდინებას ეწინააღმდეგება. ვენური დაავადების განვითარების მეორე მიზეზი სწორედ სარქველთა ფუნქციის მოშლა გახლავთ: სარქველი მჭიდროდ ვეღარ იხურება და მათში უკუმიმართულებით იჟონება სისხლი, რაც უფრო მეტად აფართოებს მოდუნებულ ვენას. ამის შედეგად წარმოიშობა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის სიმძიმის შეგრძნება და შეშუპება დატვირთვის შემდეგ, დღის ბოლოს, რომელიც უფრო მეტად წელიწადის ცხელ თვეებში იჩენს თავს.
აქვე უნდა ვახსენოთ კიდევ ორი პათოლოგიური მექანიზმი, რომლებიც ასევე უწყობს ხელს ვენური დაავადების  ჩამოყალიბებას. ესენია ლიმფის დრენაჟის გაუარესება და მიკროცირკულაციური პროცესების მოშლა. ეს უკანასკნელი, ბოლოდროინდელ გამოკვლევათა შედეგების მიხედვით, დიდ მნიშვნელობა როლს ასრულებს სარქვლოვანი აპარატის ფუნქციის მოშლაშიც.
– რას გვეტყვით ვენური დაავადების გართულებათა შესახებ?
– ვენური დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ქვემო კიდურებიდან  სისხლის გადინება უფრო და უფრო მეტად ფერხდება, ვენური ქსელი უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება, ხოლო კანქვეშ მუქი იისფერი კვანძები წარმოიქმნება. მოგვიანებით კიდევ უფრო ღრმა ცვლილებები იჩენს თავს: კანის პიგმენტაცია, ტროფიკული წყლულები, მწვავე თრომბოფლებიტი – ვენების ანთება და მათ სანათურში თრომბების გაჩენა. ჩამოთვლილი გართულებები განსაკუთრებით აქვეითებს პაციენტის ცხოვრების ხარიხს, ხოლო მკურნალობა, მით უმეტეს – ისეთი აგრესიული გართულებისა, როგორიც არის ტროფიკული წყლული, საკმაოდ ძვირადღირებული, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია.
– არსებობს  თუ არა ვენური დაავადების მკურნალობის ეფექტური მეთოდები?
– სადღეისოდ შემუშავებულია ვენური დაავადების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი: ელასტიკური კომპრესია, მაკორექტირებელი თერაპია (სკლეროთერაპია), ქირურგიული მკურნალობა და, რაღა თქმა უნდა, მედიკამენტური მკურნალობა. ეს მეთოდები კი არ გამორიცხავს, არამედ ავსებს ერთმანეთს და ამიტომ უმეტესად ერთად გამოიყენება. თითოეული მათგანის არჩევის მიზანშეწონილობას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალი ექიმი ადგენს. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ვენური დაავადების ადრეული გამოვლენა  ძალზე მნიშვნელოვანია (მით უმეტეს, ეს არც ისე ძნელია და ეფუძნება ისეთ სიმპტომებს, როგორიც არის სიმძიმის, სიმხურვალის, შეშუპების შეგრძნება), რათა დროულად იქნეს დაწყებული ადეკვატური მკურნალობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს ზემოთ ხსენებულ აგრესიულ და ძნელად სამკურნალო გართულებებს.
ასეთ ადრეულ საფეხურზე ხშირად საკმარისია მედიკამენტური მკურნალობა.
იმ მედიკამენტებს შორის, რომლებიც ვენური დაავადების ადრეულ სტადიაში ინიშნება, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ფრანგული ფარმაცევტული კომპანია “სერვიეს” მიერ წარმოებული ორიგინალური პრეპარატი – დეტრალექსი.
დეტრალექსს, სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, აქვს ორი დიდი ღირსება: პირველი – ის მოქმედებს ყველა იმ პათოლოგიურ მექანიზმზე, რომელიც საფუძვლად უდევს ვენური დაავადების განვითარებას – აძლიერებს ვენის ტონუსს, აუმჯობესებს ლიმფის დრენაჟს, აწესრიგებს მიკროცირკულაციას; მეორე – დეტრალექსის მოქმედი ნივთიერება მიკრონიზებული (ანუ ძალზე დაქუცმაცებული) ფორმით არის წარმოდგენილი, რაც განაპირობებს ამ პრეპარატის სწრაფ და მაღალ ეფექტურობას (პაციენტი დეტრალექსის მიღებიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ გრძნობს შვებას). აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ დეტრალექსი არანაკლებ ეფექტურია (რა თქმა უნდა, მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად) ვენური დაავადების გართულებების დროს. სხვათა შორის, დეტრალექსი არის ერთადერთი პრეპარატი, რომელსაც აქვს მაღალსარწმუნო მტკიცებულებები ტროფიკული წყლულების მკურნალობაში. დეტრალექსი ეფექტურად  გამოიყენება ორსულებისთვისაც მეორე ტრიმესტრიდან.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ ვენური დაავადების ნებისმიერ სტადიაში დეტრალექსის გამოყენებისკენ მოგვიწოდებენ ამერიკული ვენური ფორუმი და მედიკოსთა ევროპული ასოციაციები. დეტრალექსის მიღება სრულიად უსაფრთხოა ვენური დაავადების მქონე ნებისმიერი კატეგორიის პაციენტისთვის.
რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას: დეტრალექსის მიღება საჭიროა, სულ მცირე, 3 თვის განმავლობაში (2 აბი დღეში ჭამის შემდეგ), თუმცა უმჯობესია, მნიშვნელოვანი და მყარი შედეგის მისაღწევად მკურნალობა 6 თვე მაინც გაგრძელდეს.
ჩვენი კლინიკა თითქმის უკვე ათი წელია იყენებს და რეკომენდაციას უწევს ამ მაღალეფექტურ და უსაფრთხო პრეპარატს.

გააზიარე: