მცენარეები მამაკაცებისთვის

გააზიარე:


პროსტატიტის (წინამდებარე ჯირკვლის ანთების) დროს

. აიღეთ 1 ს/კ თხილის გული (შეიძლება ნაჭუჭიც), დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და 2 საათით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ. ნაყენი მცირე ულუფებით მთელი დღე სვით. გაითვალისწინეთ: ეს მხოლოდ ერთი დღის ნორმაა.
. აიღეთ 1-2 ს/კ ნებისმიერი ჯიშის მსხლის გამომშრალი და დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა  მდუღარე, შეფუთეთ და 2 საათით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ჭიქის მეოთხედი დღეში 3-ჯერ.
. 4 ს/კ ჭანგას დაქუცმაცებულ ფესურას დაასხით 5 ჭიქა წყალი. ადუღეთ, სანამ საწყისი მოცულობის მეოთხედამდე დაიყვანთ. მიიღეთ 1 ს/კ ნახარში დღეში 4-5-ჯერ.

ქრონიკული პროსტატიტის დროს
. 2  ჩ/კ სელის თესლს დაასხით 1,5 ჭიქა წყალი, 3-5 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ 10 წუთით დააყენეთ, მერე კი ნაყენიანი ბოთლი რამდენიმე წუთი ანჯღრიეთ. გაფილტრეთ დოლბანდში და მიიღეთ 1 ს/კ დღეში 3-4-ჯერ.
. კარგია დინდგელიც. მას ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, გამწოვი და ქსოვილების აღმდგენი ეფექტი აქვს და ტკივილსაც აქრობს. მეტად ეფექტურია გამოხდილი დინდგელის სანთლები, რომლებიც ასე მზადდება: 40 გ დინდგელი და 200 მლ 70%-იანი სპირტი ერთმანეთში აურიეთ, აიღეთ 0,1 გ ნარევი, დაამატეთ 2 გ კაკაოს ცხიმი და გააკეთეთ სანთელი, რომელიც საღამოს უნდა მოითავსოთ სწორ ნაწლავში.
მკურნალობისთვის 30 დღეა საჭირო. სასურველია, კურსი 1-2- თვიანი ინტერვალით 2-3-ჯერ მაინც გაიმეოროთ.

წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს
. 1 ს/კ დაქუცმაცებულ თხილის ფოთოლს ან ქერქს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე. მიიღეთ 1-2 ს/კ დღეში რამდენიმეჯერ.
. 1 ს/კ ოროვანდის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ადუღეთ. შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ ერთი ღვინის ჭიქა დღეში 4-ჯერ ჭამის შემდეგ.
. 1 ს/კ ძირტკბილას ფესვს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ, გააგრილეთ, გაფილტრეთ და მიიღეთ 1 მომცრო (ღვინის) ჭიქა ჭამის წინ.

პოტენციის დაქვეითების დროს
. 20 გ გველის სუროს ყვავილს დაასხით 250 მლ სპირტი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ. მიიღეთ 8 წვეთი დღეში 2-ჯერ დილა-საღამოს 4 დღის განმავლობაში. შემდეგ 2 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
. დაასველეთ ჟოლო არაყში, შემდეგ გაახმეთ და მიიღეთ ყოველ დილით 2 ს/კ

გააზიარე: