ვებრძვით წნევას
გააზიარე:
“წნევა მაქვს!” – ეს სიტყვები ალბათ არაერთხელ გაგიგონიათ ხანში შესული ნაცნობებისგან. ჰოდა, მოდი, ორ რამეზე ამთავითვე შევთანხმდეთ: წნევა (სისხლის წნევა იგულისხმება) ყველა ცოცხალ არსებას აქვს. უამისოდ ჩვენს სისხლძარღვებში სისხლი ვერ იდენდა. როდესაც ადამიანი წნევას უჩივის, მას ჰიპერტენზია ანუ წნევის მატება აწუხებს. და კიდევ: მაღალი წნევა მხოლოდ ასაკოვანთა პრობლემა არ გახლავთ.
ასეა თუ ისე, ჰიპერტენზიასთან გამკლავება საჭიროა, ამას კი მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტის მიერ დანიშნული მედიკამენტების წყალობით შეძლებთ, თუმცა გულის დასამშვიდებლად შეგიძლიათ მცენარეულ საშუალებებსაც მიმართოთ. ბევრს უთქვამს, ეფექტურიაო.
. აიღეთ თანაბარი რაოდენობის თავშავა და კატაბალახა. ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ერთი საათით დააყენეთ. სვით თბილი, მესამედი ჭიქა დღეში სამჯერ.
. 15 გ თავშავას დაასხით ერთი ჭიქა ანადუღარი და გაგრილებული წყალი, დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში 12 საათით. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-4-
ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.
. კუნელის ერთ სუფრის კოვზ გამომშრალ ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და 2 საათით დადგით სითბოში (თუნდაც ღუმელში), შემდეგ კი გაფილტრეთ. სვით 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.
. ერთ სუფრის კოვზ ნიახურის ფესვს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, 4 საათს გააჩერეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში და შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ შემთბარი, მესამედი ჭიქა ჭამამდე.
. აიღეთ 2-3 სუფრის კოვზი კალენდულას ყვავილი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე და დააყენეთ ერთი საათით. გემოვნებით დაამატეთ თაფლი და დალიეთ თბილი, დღეში 3-4-ჯერ, უმჯობესია, ჭამამდე.
ეფექტურია კალენდულას სპირტხსნარიც (40-გრადუსიან სპირტზე დამზადებული). ის უნდა მიიღოთ 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში.
. აიღეთ თითო ჭიქა ჭარხლის, სტაფილოს, პირშუშხას წვენი (გახეხილ პირშუშხას დაასხით წყალი და დღე-ნახევარი დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში), ერთი ჭიქა თაფლი და ერთი ლიმონის წვენი. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან 3 საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი 2 თვეა.
. აიღეთ ერთი ჭიქა ძახველის ნაყოფი, დაასხით ამდენივე ცხელი წყალი, 10 წუთით წამოადუღეთ, გაფილტრეთ და დაამატეთ 3 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
. არტერიული ჰიპერტენზიის დროს ეფექტურია კანიანად მოხარშული კარტოფილის ჭამა.
. მაღალი წნევის შემთხვევაში გირჩევთ დალიოთ წითელი მოცვისა და ცირცელის წვენი.